ჯანმრთელობა
ხალადეცი – სამეფო დელიკატესი. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ის ყოველდღიურად
ხალადეცის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება, ჩვენკენ კი ის მეთექვსმეტე საუკუნეში შემოვიდა, როცა ფრანგული მოდა სუფევდა. თავიდან, კერძი მსახურთათვის იყო განკუთვნილი, რადგანაც არამადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, გარკვეული მოდიფიცირების შემდეგ იგი ყველასათვის საყვარელ კერძად იქცა.
განუმეორებელი გემოს გარდა, ხალადეცის შემადგენლობაში ორგანიზმისთვის აუცილებელი კომპონენტები შედის. დღეს ჩვენ მოგიყვებით მისი სასარგებლო და მავნე თვისებების შესახებ.
ყველაფერი ხალადეცის სარგებლის შესახებ
1. ხალადეცი დიდი რაოდენობით კოლაგენს შეიცავს
ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისთვის ძირითადი სამშენებლო ცილა კოლაგენია. მისი დიდი ნაწილი ნადგურდება ხალადეცის მომზადების დროს, თუმცა, ჩვენს ორგანიზმს ისიც ჰყოფნის, რაც კერძში ჩნდება. კოლაგენი აქტიურად ანელებს ქსოვილების დაბერების პროცესს, ასევე, ხელს უშის ძვლებისა და ხრტილების გაცვეთას.
2. ხალადეცი გვეხმარება ნაბახუსევის დროს
თუ საღამოს სადღესასწაულო სუფრასთან ხალადეცს მიირთმევთ, ეს დაგეხმარებათ დილით ნაბახუსევის ძლიერი სინდრომის თავიდან აცილებაში. საქმე ისაა, რომ ჟელატინი, რომელსაც ხალადეცი შეიცავს, შემოევლება კუჭის კედლეს, მის შემადგენლობაში არსებული გლიცინი კი თავის ტვინის ფუნქციონირების ნორმალიზებას განაპირობებს.
3. გაჯერებულია ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით
ხალადეცის შემადგენლობაში В ჯგუფის ვიტამინები შედის. ისინი არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. ამასთან, ხალადეცი შეიცავს ამინომჟავა ლიზინს – იგი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი კომპონენტია რეტინოლი, რომელიც აუმჯობესებს იმუნიტეტსა და მხედველობას. ხალადეცის შემადგენლოაში არსებული ჟელატინი აღადგენს სახსრების ფუნქციონირებას და ზრდის მათ მოტორიკას.
4. ამაღლებს განწყობას და გავსებთ ენერგიით
ხალადეცში, ხშირად, ცოტაოდენ ღორის ქონს უმატებენ, რომელიც გვეხმარება დეპრესიასა და ძალების გამოცლასთან გამკლავებაში. ამასთან, ნიორსა და შავ პილპილსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს – ესენი ხალადეცის აუცილებელი ინგრედიენტებია.
ხალადეცის მავნე თვისებები
სპეციალისტების აზრით, ეს კერძი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვებში კოლტებს აჩენს. ეცადეთ, ხალადეცისთვის ნაკლებად ცხიმიანი ხორცი აიღოთ – ასე ამ ნიუანსსაც გამორიცხავთ.
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ჟელე ძალიან კალორიულია და მისი უკონტროლო მოხმარება სიმსუქნეს გამოიწვევს. თუ ფიგურაზე ზრუნავთ, მოამზადეთ დიეტური ხალადეცი ქათმის ან ხბოს ხორცით.