სხვა
ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბების რეცეპტი – გამოცდილი სანტექნიკოსისგან
ამ სტატიაში ვისწავლით თუ როგორ უნდა დავამზადოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები – საკუთარი ხელით. ისინი კარგად აცილებელ ცხიმებსა და სხვა რთულ დაბინძურებებს და გაცილებით იაფი დაგიჯდებათ ვიდრე მაღაზიაში შეძენის დროს გიჯდებათ.
ჭურჭლის სარეცხი აბები
ამ აბების დამზადება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვეულებრივი აბები გავლებისას ბოლომდე არ შორდება და რეცხვის შემდეგ ჭურჭელზე სარეცხი საშუალების სუნი რჩება. ამ საშუალების სახლში დამზადება ძალიან მარტივია და მისი ინგრედიენტების შეძენა ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. დასამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა წყალი
- ერთი ჭიქა მარილი
- ნახევარი ჭიქა ლიმონმჟავა
- 0,5 ჩაის კოვზი 9%-იანი ძმარი
- ფორმა ყინულის კუბებისთვის
შესაბამის ჭურჭელში 2 ჭიქა სოდას ვასხამთ. გამოგვადგება ჩვეულებრივი საკვები სოდა. შემდეგ ვუმატებთ ნახევარ ჭიქა ლიმონმჟავას, საკვებ მარილს და საგულდაგულოდ ვურევთ ინგრედიენტებს.
ახლა ნარევს ნახევარი ჩაის კოვზი 9%-იანი ძმარი დავუმატოთ. ძმართან მიმართებაში ფრთხილად უნდა მოიქცეთ, რათა ზედმეტი არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაშ აბები დაიშლება და ფხვნილად გადაიქცევა. ძმარი შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყლით ჩაანაცვლოთ, მთავარია პროპორციები ზედმიწევნით დაიცვათ. კვლავ კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და ეცადეთ კორკოშალები არ გაიკეთოს. შეგიძლიათ შეამოწმოთ ნარევის მზაობა: ხელში მცირე რაოდენობა მოჭყლიტეთ, თუ ნარევი მყარად დარჩა, ე.ი. ნარევი ზამდ არის.
შემდეგი ნაბიჯი – ნარევი ყინულის კუბის ფორმებში მოათავსეთ. ფრთხილად შეავსეთ კუბები და საშუალება საგულდაგულოდ ჩატენეთ. შემდეგ საჭიროა მზა კუბების ამოღება და მათი სწორ, მშრალ ზედაპირზე დადება. ახლა დააცადეთ გაშრობა, ამისთვის დაახლოებით 24 საათი დაგჭირდებათ.
გამოშრობის შემდეგ აბები მზად არის გამოსაყენებლად. მოათავსეთ ისინი სარეცხ მანქანაში და რეცხვის ჩვეული რეჟიმი ჩართეთ. გავლების დროს, სავლების ნაცვლად შეგიძლიათ ძმარი გამოიყენოთ. ის მანქანას არ ვნებს, პირიქით, კარგად რეცხავს ჭურჭელს და ხისტი წყლის ნალექსაც აშორებს.
ხელით რეცხვის დროს შეგიძლიათ მდოგვი გამოიყენოთ. ის ჭურჭელს სტანდარტულ ქიმიაზე უკეთ რეცხავს. გარდა ამისა, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ამგვარად შეგვიძლია ეკონომია გავაეკთოთ და თავი დავიცვათ სხვადასხვა საფრთხეებისგან. იმედი გვაქსვ ეს სტატია გამოგადგებათ, თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ მანქანა უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.