Connect with us

საკითხავი

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს კუთხე მოაჭერით. ამ ხრიკის შესახებ თითქმის არავინ იცის

თუ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გადაგდება არ გსურთ, კუთხე მოაჭერით და ჭურჭლის სარეცხად აღარ გამოიყენოთ.

ასე რატომ უნდა გააკეთოთ? უბრალოდ იმიტომ, რომ არ აგერიოთ და კვლავ ჭურჭლის სარეცხად მისი გამოყენება არ დაიწყოთ.

ღრუბელი მოჭრილი კუთხით საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენეთ, გაზი და მაგიდის ზედაპირი გადაწმინდეთ. სხვა მიზნით დიდხანს გემსახურებათ.

ღრუბლის ზიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

როცა ღრუბლის მიკროფლორა შეამოწმეს, მასზე დიდი რაოდენობით ნაწლავური ჩხირები, ბაქტერიის სპორები და პროტოზოა დაინახეს. პირველი გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ჩვეულებრივ ღრუბელზე ათობით მილიონი სახიფათო ბაქტერია წარმოიქმნება.

სველი ღრუბელი მიკრობების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს მიკრობები ხელზე, შემდეგ საჭმელში ხვდება და საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას ან ალერგიის განვითარებას იწვევს. ამასთან, სპორები რაც უფრო ფართოა, მით მეტი საკვების ნარჩენი და შესაბამისად ბაქტერია რჩება.

ზოგიერთი ადამიანი ანტიბაქტერიული ზედაპირის მქონე ღრუბელს იყენებს, მაგრამ ეს მდგომარეობიდან გამოსავალი არაა, რადგან ასე სუსტი ბაქტერიები ნადგურდება, ხოლო ძლიერები მრავლდებიან და მაინც საკვებში ხვდებიან.

ხშირად ღრუბელზე წებოვან ფენას ამაგრებენ, წებოდან კი ფენოლი, ფორმადეჰიდი და სხვა სახიფათო ტოქსინები გამოდის. ქსოვილის სალფეთქი და ღრუბელი ბევრად უფრო უსაფრთხოა. მას ნაკლებად ფოროვანი სტრუქტურა აქვს და უფრო თხელია. გამოყენების შემდეგ მისი გაწმენდა და გაშრობა ბევრად მარტივია.

ყველაზე ჰიგიენურ მასალად უნაქსოვო ვისკოზა და ბამბა ითვლება. მათ მხოლოდ ერთი ნაკლი აქვთ – ისინი ქაფს არ ქმნიან. სჯობს პოლიპროპილენის ღრუბელი შეიძინოთ, რადგან ის მიკრობებს ვერ იტანს და ქაფს ინარჩუნებს.

პოროლონის ღრუბელი ჭურჭელს სათანადოდ ვერ წმენდს, ამიტომ სჯობს უფრო ეკოლოგიური მასალა ცელულოზა შეიძინოთ. მისი წყალობით მიკროორგანიზმების მოშორება უფრო მარტივად ხდება, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ღრუბელი 2 კვირის შემდეგ ახლით უნდა ჩაანაცვლოთ.