ყვავილები
ჭარხალი რაფაზე
ზამთარში ნაკლებ ბოსტნეულს ვიღებთ და ვიტამინები არ გვყოფნის, თუმცა მათი ზამთარში მიღება ძალიან იოლია. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა გაზარდოთ ჭარხალი და მწვანილი სწრაფად, სახლის პირობებში.
გამოცდილმა მებაღეებმა კარგად იციან, რომ ბევრი ბოსტნეული სახლის პირობებშიც არაჩვეულებრივად ხარობს, მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, ჭარხლის ფოთოლი, ხახვი, ბოლოკი და ა.შ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ჭარხლის ფოთოლზე ვისაუბრებთ!
რატომ უნდა გავზარდოთ ჭარხლის ფოთლები სახლში
ჭარხლის ფოთლების გაზრდა რაფაზე და აივანზეც შეგიძლიათ. სახლში მის მოყვანას რამდენიმე დადებითი თვისება აქვს:
1. ლამაზი და სასიამოვნო სანახავია ესთეტიკური თვალსაზრისით
2. საკვებში ჭარხლის ფოთლებში მოხმარება ვიტამინებით გაგამდიდრებთ.
3. მასდიდი ხნით ლოდინი არ ჭირდება: 10 დღის შემდეგ უკვე შეგეძლებათ საკვებში ჭარხლის ფოთლების გამოყენება.
როგორ გავზარდოთ ჭარხალი
დაგჭირდებათ 200-500 მილიგრამი მოცულობის მქონე ჭურჭელი, არაუმეტეს 15 სანტიმეტრისა, აუცილებლად სადრენაჟო ჭრილით. ჭურჭელი თქვენი ბოლქვის ზომის მიხედვით აარჩიეთ, თუ თქვენს მიერ არჩეულ ჭარხლის ბოლქვს ზედმეტად გრძელი კუდი აქვს, მოაჭერით ის და გადანაჭერ ადგილს გაშრობა დააცალეთ, ეს 1-2 საათის განმავლობაში მოხდება. ეს ლპობისა და მავნებლებისგან დაგიცავთ.
ყურადღება მიაქციეთ თავს: ის წაჭრილი არ უნდა იყოს. იდეალურ ვარიანტში იქ უკვე უნდა იყოს ამოზრდილი პირველი, პატარა ფოთლები. ჭარხალი გრუნტში ჩაარჭეთ ნახევრამდე და უხვად მორეწყეთ. მას ნებისმიერი ნიადაგი მოუხდება, თუნდაც ნახერხი, თუმცა აჯობებს ქვიშის შემცველი ნიადაგი აირჩიოთ. არ დაგჭირდებათ არც ნათურა არც ქოთნისთვის ცელოფნის გადაფარება. 7 დღის შემდეგ პირველი ფოთლები გამოჩნდება.
როგორ მოვუაროთ ჭარხალს სახლის პირობებში
ქოთნები ყველაზე კარგად განათებულ რაფაზე დადგით. რაც უფრო მეტია მზის სინათლე – მით უკეთესია! ოპტიმალური ტემპერატურაა – 18-20 გრადუსი, ეცადეთ არ დაუშვათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.
ჭარხლის ფოთლების სახლის პირობებში მოყვანა ძალიან მარტივია, ის ბევრ ვიტამინებს შეიცავს და მისი გამოყენება ბევრ კერძში შეგიძლიათ!