ჰოროსკოპი
წყალს უშედეგოდ ვნაყავ. ასტროლოგი მარწმუნებს, რომ ასე კარმულ ვალს ვიხდი
როგორ ფიქრობთ, კარგი კარმა გაქვთ? ამბობენ, რომ სასურველის მისაღებად ძალიან უნდა ეცადოთ. პირველ რიგში, დასაშვებია, რომ ცუდი საქმე საერთოდ არ ჩაიდინოთ, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. მეორეც, შეიძლება კარმულ ვალს იხდიდეთ. ხშირად ადამიანი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა მიგანიშნებთ, რომ კარმულ ვალს იხდით.
კარგი კარმა
ყველას არ სჯერა კარმის და ეს ნორმალურია. ამ თემაში ცოტა გარკვევა საკმარისია, რომ აზრი შეიცვალოთ. ზოგჯერ ადამიანს მუდმივად არ უმართლებს. მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებს.
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ საქმე უბრალო გაუმართლებლობაში არაა. კარმული ვალის საკითხი წყდება. რაც უფრო მეტი ნეგატივი იყო თქვენს წარსულ ცხოვრებაში, მით უფრო გაგიჭირდებათ ახლა. ამის გაგება მარტივია. მაგალითად, ხშირად სასიყვარულო ურთიერთობა ტოქსიკური ხდება ან ფინანსურ სირთულეებში ხვდებით.
პრობლემა ისაა, რომ ყველა ადამიანი მსგავს სიტუაციებს არ აკვირდება. წლები ვერ ხვდებიან, რა არის მათი უბედურების წყარო. კარმული ვალის მოხდა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ზოგადი ნიშნები, რომ ახლა ამ პროცესს გადიხართ. გიამბობთ, რა მიგითითებთ ამაზე.
კარმული ვალის მოხდის ნიშნები
1. ნეგატივი მტკივნეულად ნაცნობი სცენარის მიხედვით მეორდება. მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებთ, წარსულ გაკვეთილებზე არ სწავლობთ. ეს პირველი სახიფათო ნიშანია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ კარმული ვალი არ დაგიფარავთ.
ფულთან, ურთიერთობასთან ან სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებს დიდი ყურადღება მიაქციეთ. შემდეგ გარკვეული კანონზომიერება მოძებნეთ, რომ მიხვდეთ, როგორ მოიქცეთ.
2. კარგ ადამიანად ყოფნის სურვილი შესაქებია, მაგრამ ზოგი ამას ზედმეტად შესამჩნევად აკეთებს. ყოველთვის და ყველას სიამოვნებას ცდილობს, დახმარებას და ზრუნვას თავს ახვევს, როცა ამას არ სთხოვენ. ზოგი იტყვის, რომ ეს უბრალოდ ხასიათია. ასტროლოგები ირწმუნებიან: მიზეზი წარსული ცხოვრების კარმულ ვალშია. თუ საკუთარ თავში მსგავს თვისებებს ამჩნევთ, მისი გამოვლენის მიზეზებზე დაფიქრდით.
3. ბოლო დროს ტოქსიკური ურთიერთობები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი წლები მსხვერპლის როლში ცხოვრობს და არაფერს აკეთებს.
ზოგჯერ ქალი პარტნიორებს ერთი მეორეს მიყოლებით იცვლის. ყოველი ახალი პარტნიორი წინას ცოტათი ჰგავს. როგორც წესი, პრობლემა ფსიქოლოგთან ერთად უნდა მოგვარდეს, მაგრამ ყველა სპეციალისტი არ გეტყვით, რომ უბედურება გადაუხდელი კარმული ვალის შედეგია.
4. მარტოხელა ადამიანებში კარგი კარმა არ გვხდება. ირგვლივ მიმოიხედეთ. თუ გვერდით არავინაა, თქვენი ერთადერთი ჰობი თვითკრიტიკაა, დაფიქრდით.
ერთ დღეში ვერ შეიცვლებით, მაგრამ პროცესის დაწყება ღირს. სავარაუდოდ, თქვენი მარტოობის მიზეზი წარსულის შეცდომებია, რომლებზეც ვერ ისწავლეთ.
ნუმეროლოგიის და კარმის კავშირი
ზოგჯერ ადამიანში კარმული ვალი ხილული მიზეზის გარეშე ვლინდება. ამ დროს საქმეში ნუმეროლოგები ერთვებიან. ისინი თვლიან, რომ დაბადების რიცხვის გარკვეული ციფრი ადამიანის კარმაზე გავლენას ახდენს. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი კარმული ციფრი აქვს.
მაგალითად, ჩემი კარმული რიცხვია 37. თუ კარმულ ნუმეროლოგიას დავუჯერებ, წარსული ცხოვრების ვალი არ მემუქრება. მით უფრო, ყველა ახალ საქმეში გამიმართლებს. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, მაგრამ მსურს დავიჯერო, რომ ნამდვილად ასეა. იქნებ, ნუმეროლოგია არ ტყუის. გაქვთ კარგი კარმა? გჯერათ ნუმერულოოგის და კარმული ვალის ძალის?