Connect with us

ჰოროსკოპი

წითელი, ცისფერი, ოქროსფერი: რომელია თქვენი ფერი ჰოროსკოპის მიხედვით

ფერების ჰოროსკოპი გიჩვენებთ, თუ რომელი ფერი შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ტანსაცმელში ან ინტერიერში სწორი ფერების გამოყენება განწყობას, ეფექტურობას და პროდუქტიულობას აუმჯობესებს.

აღმოსავლურ ტრადიციაში, ჰოროსკოპის ცხოველების ფერები იცვლება. კონკრეტული წლის ფერის დასადგენად ბოლო ოთხ ციფრს უნდა გადახედოთ.

აღმოსავლური კალენდრით ფერების წლები განისაზღვრება შემდეგნაირად: წლები, რომლებიც სრულდება 0 და 1 ციფრებზე, თეთრ ფერს უკავშირდება, 2 და 3  – შავს, 4 და 5  – ცისფერს, 6 და 7 – წითელს, 8 და 9 – ყვითელს.

2021 წლის ფერი მომავალი წლის მფარველის თეთრი მეტალის ხარის ფერს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ახალ წლამდე უნდა აირჩიოთ თეთრი, ნაცრისფერი, მეტალისფერი, ვერცხლისფერი. წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი სხვა დღესასწაულებისთვის გადადეთ.

ფერების ჰოროსკოპი დაბადების თარიღის მიხედვით

ამასთან, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი ფერი აქვს. აღმოსავლური კალენდარი თითოეული ნიშნისთვის შესაფერის ფერს განსაზღვრავს. ჩვენ ჰოროსკოპი წლების მიხედვით შევისწავლეთ და ზოდიაქოს ნიშნებისთვის რეკომენდაციები შევადგინეთ.

ვერძი

როგორც წესი, ამ ნიშნის წარმომადგენელი სხვებს ოპტიმიზმით მუხტავს, იშვიათად წუწუნებს და წარმოუდგენლად მხიარულია. თუმცა ცუდი დღეები მასაც აქვს. ვერძს ყველაზე მეტად შეეფერება: წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი, ცისფერი, ჟოლოსფერი.

კურო

კლასიკური კურო – მშვიდი, თავდაჯერებული და სტაბილური. წითელი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი კუროს უფრო აგრესიულს და მერყევს გახდის. ოპტიმალურია: მწვანე, ცისფერი, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი და ყვითელი – არა ნათელი, არამედ დახშობილი ჩრდილები.

ტყუპები

შემოქმედებითი, აქტიური, საქმიანი – ეს ტყუპების თვისებებია. მისთვის შესაფერისია ყვითელი, ლურჯი, იისფერი და მწვანე, როგორც კაშკაშა, ასევე დახშული ფერები. განწყობის მიხედვით აირჩიეთ.

კირჩხიბი

მოკრძალებული, მშვიდი, რომანტიკისკენ მიდრეკილი. მისთვის შესაფერისია თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, რომელიც ამ სენტიმენტალურ ბუნებას შესანიშნავად უხდება. მოკლედ, ფერების აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით კირჩხიბმა უფრო კაშკაშა და ინტენსიურ ფერებს ყურადღება უნდა მიაქციოს – მწვანე და იისფერი.

ლომი

ლომი თავდაჯერებულობით, საკუთარი ღირსების შეგრძნებით და ლიდერული თვისებებით გამოირჩევა. წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი მისთვისაა შექმნილი. ამ ფერების დახმარებით ყურადღების ცენტრში იქნებით და თავს კომფორტულად იგრძნობთ. თუმცა უფრო მშვიდი ფერები არ დაივიწყოთ – ოქროსფერი შეგიძლიათ თეთრით ან ვერცხლისფერით ჩაანაცვლოთ.

ქალწული

ქალწული ირჩევს სიმშვიდეს, მყუდროებას და კომფორტს. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს და ჩრდილში თავს კარგად გრძნობს. მისთვის შესაფერისია: თეთრი, ვერცხლისფერი, ყავისფერი და მწვანე (ჭაობისფერი, ბალახისფერი და სხვა მშვიდი ჩრდილები).

სასწორი

დღეს სიმშვიდე გიყვართ, ხვალ კი ხმაურიან და მხიარულ წვეულებას მართავთ. სასწორი სხვადასხვა სიტუაციაში ბალანსის დაცვას ცდილობს და უნდა ითქვას, რომ გამოსდის. სასწორისთვის შესაფერისია: ცისფერი, ვარდისფერი, ლურჯი და ყვითელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კაშკაშა, ასევე დახშული ჩრდილები. არჩევისას საკუთარ განწყობასა და სტილს დაეყრდენით.

მორიელი

ლიდერი, რომელსაც გამოცდილების გაზიარება უყვარს. პირველობაზე გიჟდება, წარმოუდგენელ მიზნებს ისახავს და ა.შ. მისთვის შესაფერისია ცისფერი, ლურჯი, იისფერი, ყვითელი და, რა თქმა უნდა, წითელი. ის უფრო თვალსაჩინოს გაგხდის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში უცნობ კომპანიაში თავისუფლების შეგრძნებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და აქტიურობით. საკუთარ თავს ხშირად ავლენს, შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ. იდეალური ფერი – ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და იისფერი, ასევე წითელი და ჟოლოსფერი. ღია ჩრდილები უფრო თვალსაჩინოს გაგხდით, ხოლო მშვიდი ჩრდილები დამშვიდებასა და დასვენებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

თხის რქა პრაქტიკულობას უპირატესობას ანიჭებს და რაიმე ფორმით გამორჩევისთვის მზად არაა. მისთვის შესაფერისია მშვიდი, მუქი ფერები – ლურჯი, მეწამული, შინდისფერი, მაგრამ ჰარმონიული იქნება ცისფერი, ასევე ღია წითელი, რომელიც აუცილებელი აქცენტების წყარო გახდება.

მერწყული

მერწყული მზადაა უჩვეულოდ და ექსტრაორდინალურად გამოიყურებოდეს. მას ყველასგან განსხვავებულად ყოფნა არ აშინებს. აღმოსავლური ფერების ჰოროსკოპი გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ცისფერს, ლურჯს, იისფერს და მწვანე ფერებს. ზღვის ტალღების ფერებიც გამოგადგებათ.

თევზები

თევზების ტიპიური თვისებაა: ორჭოფობა, თავდაუჯერებლობა, მორცხვობა და მოკრძალება. მას ლიდერული პოზიციების დაკავება არ შეუძლია. მისთვის შესაფერისია იისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ასევე ნაზი ვერცხლისფერი. ასეთი ფერები თევზებს მომხიბვლელობას შემატებს და ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობს.