Connect with us

საკითხავი

წესები და აკრძალვები, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ქალმა უნდა დაიცვას

ამბობენ, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება ისეთი კაშკაშა და აქტიური არაა, როგორც ახალგაზრდობის წლებში იყო. გვეჩვენება, რომ ასაკის მატებასთან ერთად საყვარელ ადამიანთან ინტიმის სურვილი ქრება, მოტივაცია აღარ გვაქვს და ძველი გატაცება აღარ გვახარებს. ამას ავადმყოფობებიც ემატება. ყველაფერი ერთად სევდას გვგრის და პესიმიზმს იწვევს.

ეს მხოლოდ ცრურწმენაა. 50 წლის შემდეგ ცხოვრება ახალგაზრდობის პერიოდს არ ჩამოუვარდება. ამ პერიოდში გვერდზე შურიანი და ტოქსიკური ხალხი აღარ გყავთ. უკვე იცით, როგორ გამოიცნოთ ხალხი. მიღებული გამოცდილება გეხმარებათ, რომ მომავალზე ნაკლები იდარდოთ. შვილები გაიზარდნენ და თქვენი დახმარება აღარ სჭირდებათ. საკუთარი თავისთვის დრო ჩნდება. Аlltime.ge–ს გიზიარებთ წესებს და აკრძალვებს, რომელიც 50 წლის შემდეგ უნდა დაიცვათ.

50 წელი შესანიშნავია პერიოდია

მეცნიერებმა სოციოლოგიური გამოკითხვების და კვლევების საფუძველზე საინტერესო დასკვნა მიიღეს, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანი სამყაროს უფრო პოზიტიურად უყურებს. შუახნის ასაკს სტაბილურობა და ზომიერება ახლავს. ემოციების მართვა ვისწავლეთ, სტრესი აღარ გვაწუხებს. ეს ახალგაზრდებთან შედარებით უპირატესობაა.

3 რამ, რაც 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს

ახალგაზრდობა სავსეა ისეთი ენერგიით და ენთუზიაზმით, რომ ვფიქრობთ 100 წელი გვეყოფა. წლებთან ერთად ხალისი ქრება, მაგრამ ამის გამო არ უნდა იდარდოთ. ახლა ყოველდღე შრომა საჭირო არაა. დრო გაქვთ, რომ ცხოვრების ნამდვილი გემო იგრძნოთ.

დიეტა დაივიწყეთ

უკვე 50 წლის ხართ და ძველებურად შესაფერის დიეტას ეძებთ? მიატოვეთ. ამ ასაკში დიეტის დაცვა უაზროა. 45 წლის შემდეგ ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება მცირდება, რაც წონის მატებას იწვევს.

თუ მთელი ცხოვრება სწორად იკვებებოდით, დიეტაზე ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან მხოლოდ 3-5 კგ–ს მოიმატებთ, რაც ამ ასაკში ბევრი არაა. თუ სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად სტუმრობთ და ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ, მაშინ დიეტა ვერც ადრე დაგეხმარებოდათ. ორგანიზმი საყვარელ კერძებზე უარის თქმით და შიმშილით არ დატანჯოთ. ასე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, თან შეიძლება უფრო მოიმატოთ და ფსიქიკა დაიზიანოთ.

მტანჯველი დიეტები მენტალურ ჯანმრთელობაზეც გავლენას ახდენს. არასასურველი შედეგი განწყობას აუარესებს და ცხოვრების ხარისხს ამცირებს.

სხვების მოსაზრებებს ყურადღება არ მიაქციოთ

საკმაოდ დიდხანს ცხოვრობთ, რომ სხვების ზურგს უკან ჭორაობას ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ ჭორები მოქმედებს მხოლოდ მათზე, ვინც ყურადღებას აქცევს. 50 წლის ადამიანი აცნობიერებს, რომ სხვების ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ლამაზ და ფერად კაბაში გამოწყობა გსურთ, რატომაც არა?! ასაკის გამო ღამის კლუბში წასვლაზე უარის თქმა არ ღირს, თუ ცეკვა გინდათ. არ მოგერიდოთ, რომ სხვებს ნასესხები ფულის უკან დაბრუნება ან პირობის შესრულება მოსთხოვოთ. გააკეთეთ ის, რაც გსურთ. პირდაპირი იყავით და არ იდარდოთ. ასე შვებას იგრძნობთ.

ოცნებები აიხდინეთ

თქვენს ცხოვრებაში ოქროს პერიოდი იწყება. დროა სანუკვარი ოცნებების ასრულებაზე იზრუნოთ და შანსი გამოიყენოთ. გადადება აღარ შეიძლება. საკუთარ თავს მოგზაურობა აჩუქეთ, თუ რომელიმე ქვეყნის ნახვა ძალიან გინდათ. გსურთ ლათინური ცეკვების ან ჩინური ენის სწავლა? გვიანი არაა, ისწავლეთ. სტაბილური სამსახური საშუალებას გაძლევთ, რომ საყვარელი საქმე გააკეთოთ. დღეში 1 საათი მაინც საკუთარ ჰობს დაუთმეთ. ასე ცხოვრება უფრო ფერადი და კაშკაშა გახდება.

მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება, რომ საქმე ავტომატურად შევასრულოთ, რაც არც თუ ისე კარგია. ნეირონული კავშირები აღარ აღდგება, ამიტომ მუდმივად უნდა ავარჯიშოთ. ახალი ამოცანები შეასრულეთ. მაგალითად, სამსახურისკენ მიმავალი ჩვეული მარშრუტი შეცვალეთ. ცურვის ახალი მეთოდი, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, უცხო ენა შეისწავლეთ. კბილების გახეხვისას ხელები მონაცვლეობით გამოიყენეთ. ტვინს ვარჯიში სჭირდება.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაავალებთ საკუთარ თავს. მთავარია, რომ ფორმაში იყოთ. ახალ საქმეს ხელი მოკიდეთ. გააკეთეთ ის, რაც ადრე არ გაგიკეთებიათ. 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს.

Advertisement