Connect with us

საკითხავი

წერილი მომავალ მეს. ახალ წლამდე დაწერეთ დეტალური გეგმა, მიზანი და ოცნება, რომლის ასრულებაც გსურთ

ბევრი ადამიანი საკუთარ თავს მომავალში წერილს სწერს, რომ წლების შემდეგ გაღიმებულმა წაიკითხოს, განვლილი გზა გაიხსენოს და ზღვა ემოციები გამოიწვიოს, გაანალიზოს, რა მოხდა კარგი ან ცუდი, სირთულეები, რომლებიც გადალახა. ამაში წერილს საკუთარი წვლილი შეაქვს.

წერილი მომავალ მეს

მსგავსი შეტყობინების გაგზავნის იდეა ახალი არაა. ადრე მნიშვნელოვან ინფორმაციას, დოკუმენტს და ფოტოებს სპეციალურ კაფსულებში დებდნენ. ასეთ კაფსულებს შემთხვევით პოულობდნენ ან მითითებულ თარიღში ხსნიდნენ. მომავალი მესადმი წერილის დაწერა წარმატებაზე დაპროგრამირებას ხელს უწყობს.

თავად წერილი წარმატების მოზიდვაში ვერ დაგეხმარებათ. მას არაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ გარკვეულ ძალას მაინც ფლობს. ესაა თვითკონტროლი, დისციპლინა და დაგეგმვა. ადამიანი წერილში წერს ყველაფერს, რასაც საჭიროდ თვლის. ეს კი აზრების სისტემატიზაციაში, დაფიქრებაში ეხმარება. ასე საკუთარ თავში გარკვევა ადვილია და თქვენი მომავლის წინაშე გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობთ. შეუსრულებელი სიტყვების გამო გაწითლება არავის უყვარს.

საინტერესო მეთოდი

თანამედროვე რეალობაში წერილი შეგიძლიათ დაწეროთ ქაღალდზე ან ელექტრონულად. ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. და მაინც, ქაღალდზე წერას თავისი ხიბლი აქვს. როცა კალამი ქაღალდს ეხება ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ თითოეულ სიტყვაში სულის ნაწილს ვდებთ.

მთავარია, რომ ქაღალდზე დაწერილი წერილი და მისი ადგილმდებარეობა არ დაგავიწყდეთ. ამ შემთხვევაში ტელეფონში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. თუმცა აქაც არსებობს რისკი, რომ ტელეფონი დაზიანდეს და მომავლის წერილი დაიკარგოს. ადრე თუ გვიან წერილი გამოჩნდება, მაგრამ მთელი საიდუმლო ისაა, რომ მითითებულ დროს გახსნათ და წაიკითხოთ.

ბევრი სხვადასხვა საიტი საქმეს გაგიმარტივებთ. შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაში შეგიძლიათ შეინახოთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ, როდის მიიღოთ წერილი. ასე შეტყობინებას მითითებულ დღეს მიიღებთ.

პირადი ინფორმაცია

ის, თუ რას მისწერთ მომავალ მეს, თქვენზეა დამოკიდებული. წერილში შეიძლება მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიუთითოთ ან აღწეროთ როგორი ამინდია ახლა წერილის წერის დროს. ნუთუ ასეთი ინფორმაცია თქვენთვის ძვირფასია, შეგიძლიათ დაწეროთ.

მნიშვნელოვანია, რომ წერილში უფრო კონკრეტული იყოთ. ადამიანებს ყოველთვის არ ახსოვთ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ამა თუ იმ კონკრეტულ დღეს. დაწერეთ, რას გრძნობთ, რატომ გადაწყვიტეთ წერილის დაწერა, რა ემოციების შეგრძნება გსურთ მომავალში, როცა ამ წერილს წაიკითხავთ. ასეთი ფიქრები ნამდვილად ღიმილს მოგვრით.

წერილში მომავლის გეგმებსა და მიზნებს უნდა შეეხოთ. ამ წერილის წაკითხვისას მიხვდებით, რისი გაკეთება მოახერხეთ, მიაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს. კონკრეტული მიზნები ჩამოწერეთ. ეს უფრო საინტერესოა და მეტ ინფორმაციას იძლევა. ასეთი დეტალები ძალიან ძვირფასია.

არ დაწეროთ, რომ უბრალოდ ბინის ყიდვა გინდათ. დაწერეთ, რამდენი ოთახი უნდა ჰქონდეს ბინას, რა ზომისაა სააბაზანო ოთახი და სამზარეულო, სად შეიკრიბებიან სტუმრები და ვის დაპატიჟებთ ბინის აღნიშვნაზე. წერილის წაკითხვისას არა მხოლოდ მიზანს, არამედ საკუთარ ემოციებს და სულიერ მღელვარებას გაიხსენებთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი წერილის დაწერა

მაშინაც კი, თუ რაღაც მოხდა და წერილი დროულად ვერ მიიღეთ, არ იდარდოთ. მისი წაკითხვა უბრალოდ ტორტის თავია, ამის გამო დიდი და გემრიელი დესერტი არ დაივიწყოთ. ფიქრები, მიზნები და გეგმები მოაწესრიგეთ. წერილი ამაში დაგეხმარებათ. აუცილებლად მიწერეთ წერილი საკუთარ მეს მომავალში და საკუთარი თავი გამოსცადეთ.

წერილის არსებობა მის მიღებამდე დაივიწყეთ. ასე წერილი სასიამოვნო მოულოდნელობა გახდება და წარსულზე ტკბილ მოგონებებს აღძრავს. მომავალ მეს წერილი მიწერეთ, რომ საკუთარ თავს მხარი დაუჭიროთ. პოზიტივის ბუმერანგი შექმენით და თქვენს ცხოვრებაში გაუშვით, რომ კარგი ამბებით გამრავლებული დაბრუნდეს.

Advertisement