ჰოროსკოპი
ძლიერი შელოცვა მტრობის გასაქრობად. მთელ ნეგატივს მოიშორებთ
ადამიანებს შორის მტრობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაიწყოს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ნაკლებად სასიამოვნოა. მტრობა, სიძულვილი და შური ბევრ ნეგატიურ ენერგიას ბადებს. ასეთი ენერგია ადამიანს ანადგურებს. გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ნეგატივი.
Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით შელოცვას მტრობის წინააღმდეგ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიას დააბრუნებს.
შელოცვა მტრობის გასაქრობად
მტრობას არავისთვის კარგი არ მოუტანია. ეს უნდა მოიშოროთ. მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ, რომ მტერმა თქვენთვის ზიანის მოყენება შეწყვიტოს. საკმაოდ ეფექტურია.
დაგჭირდებათ დანა. არა სამზარეულოს დანა, არამედ სუფრის ნაკრებიდან. ახალი ან განსაკუთრებული საჭირო არაა. ძველი დანაც გამოგადგებათ.
რიტუალი შეასრულეთ მაშინ, როცა მარტო იქნებით. ხელი არავინ უნდა შეგიშალოთ. მთვარის ფაზას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რადგან მტრობის მოშორება გსურთ, კლებად მთვარეზე შეასრულეთ. ბევრი მტრიდან აირჩიეთ ის, ვინც ყველაზე მეტ უსიამოვნებას გიქმნით.
დანა აიღეთ. წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანთან თქვენი მტრობაა. ვიზუალურად წარმოდგენა სცადეთ. დანა მარცხენა ხელში დაიკავეთ. მტრობით გამოწვეული ემოციები შეიგრძენით.
ამის შემდეგ დანაზე თქვით შემდეგი: „როგორც ლითონი სიცივეში ცივდება, ასე ჩემი მტერი (სახელი) ჩემ მიმართ გაცივდება. მისი გზნება ჩაცხრება, ჩემი სახელი დაავიწყდება. ამინ“. მთელი ემოციები დანაზე გადაიტანეთ. თუ საჭიროა, ტექსტი 3-ჯერ გაიმეორეთ. დანა საყინულეში 1 თვით შეინახეთ. უფრო დიდხანსაც შეგიძლიათ შეინახოთ.
ამ თვის განმავლობაში თქვენ შორის მტრობა გაქრება ან შემცირდება. დანა საყინულიდან 1 თვის შემდეგ გამოიღეთ და მარილიან წყალში კარგად გარეცხეთ. ამის შემდეგ დანა ჩვეული მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შელოცვა მტრობის გასაქრობად ამ ადამიანთან დაკავშირებულ ნეგატივს მოგაშორებთ. ჰარმონიის და ბალანსის მოპოვებას გისურვებთ!