საკითხავი
ძლიერი ლოცვა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია
ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რატომ ვკითხულობთ ლოცვას, რატომ ვთხოვთ დახმარებას, თუ უფალი ისეც ხედავს, რა გვჭირდება. პასუხი მარტივია. მხოლოდ რაღაცის სათხოვნელად არ ვლოცულობთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ კონკრეტული დახმარება შეგიძლიათ ითხოვოთ, მაგრამ ლოცვის მთავარი მიზანი ეს არაა. უფალი არასდროს ყოფილა დამხმარე საშუალება, რომელსაც მიწიერ საქმეებში წარმატებისთვის მივმართავთ.
ნებისმიერი ლოცვის მიზანია, უფლის მხარეს დავრჩეთ, მას პირისპირ შევხვდეთ. გულწრფელად და ხშირად უნდა ილოცოთ, რომ ღვთაებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, სადაც არაა შფოთვა, ტკივილი, ამქვეყნიური საზრუნავი, შური და სიძულვილი. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ ნათელი მომავლის რწმენის გასამტკიცებლად და საკუთარი თავის და ახლობლების გასაძლიერებლად.
ძლიერი ლოცვა რთულ პერიოდში
თუ თავს ცუდად გრძნობთ, სულში დარდმა დაისადგურა, გულწრფელად ილოცეთ. ეს ლოცვა მაშინაც გაიმეორეთ, როცა ბედნიერი და მხიარული ხართ. ასე სხვადასხვა უსიამოვნებისგან უხილავ ფარს შექმნით.
უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.
დაე, ეს ძლიერი ლოცვა დაეხმაროს ყველას, ვისაც ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიყვარული სჭირდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვა
ზოგჯერ ლოცვისას უფალს ვერ ვხედავთ. ამის გამო არ იდარდოთ და არ შეშინდეთ. მოვიყვანოთ მაგალითი. პირველივე შეხვედრაზე უცნობი ადამიანის გონების სიღრმეებს ბოლომდე ვერ ვწვდებით, ყველა ბარიერის გადალახვას ვერ ვახერხებთ. ამის გამო უცნობთან ზედაპირული კომუნიკაცია გვაქვს.
ასეა ლოცვის დროს. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს, რომ მასსა და ღმერთს შორის ყრუ კედელია აღმართული, ამიტომ უფალს მისი არ ესმის. უნდა გაიგოთ: კედელი არა უფალმა, არამედ თქვენ აღმართეთ თქვენი ცოდვილი ფიქრებით და ქცევებით. სწორედ ამიტომ, გაღვიძებისას და ძილის წინ ლოცვა, აღსარების ჩაბარება და ზიარება, ბიბლიური ტექსტის გააზრებით წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე დროთა განმავლობაში კედლის დანგრევას შეძლებთ, საუბარი, ცხოვრება და სუნთქვა გამარტივდება.
ეს გაიხსენეთ, როცა ლოცვას დააპირებთ და უფალს აუცილებლად შეხვდებით. გისურვებთ, ყოველი სიტყვა თქვენს გულსა და სულში აისახოს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.