თავის მოვლა
ძილის წინ თვალის ქვეშ სოდის წასმა უკვე ჩვევად მექცა. მიზეზის გაგების შემდეგ, თქვენც ასე მოიქცევით
სოდა უნივერსალური საშუალებაა. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ სოდის გამოყენება როგორც სამზარეულოში, ასევე სახლის დალაგების დროს და ასევე კოსმეტიკაში შეიძლება. როგორც აღმოჩნდა, სოდა სხვა ყველაფერთან ერთად თვალების ქვეშ მუქ წრეებს აქრობს.
დღეს გიამბობთ, როგორ მოიშოროთ თვალების ირვლივ მუქი წრეები ჩვეულებრივი სოდის დახმარებით.
როგორ მოვიშოროთ თვალების ირგვლივ მუქი წრეები
მუქი წრეები ბევრი ქალის პრობლემაა. როგორ საოცრადაც არ უნდა გამოიყურებოდე, ეს უსიამოვნო წრეები დაღლილობას ამჟღავნებს და მთელ იმიჯს აფუჭებს. რა არის ეს და საიდან ჩნდება პრობლემა?
თვალების ქვეშ მუქი წრეები სისხლძარღვებია, რომლებიც ქუთუთოს თხელი კანის ქვეშ ჩანს. ცუდი სისხლის მიმოქცევის გამო სისხლი გროვდება, ხოლო ჰემოგლობინი თავის ფერს იცვლის. აქედან ჩნდება სილურჯეები.
ასეთი სილურჯეების გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: უძილობა, დაღლილობა, სითხის დეფიციტი, ანემია, თვალის გადაღლა. თვალების ქვეშ სილურჯეები შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადების ან თირკმლების პრობლემის ნიშანი იყოს.
თუ თვალების ქვეშ მუქი წრეები ან ჩანთები მუდმივად გაწუხებთ, დროა ექიმს მიმართოთ. ეს მხოლოდ სიმპტომია და მის მოსაშორებლად მიზეზის პოვნა აუცილებელია.
ზოგიერთ შემთხვევაში მუქი წრეები მემკვიდრეობითია და მას თვალების ქვეშ ძალიან თხელი და ღია ფერის კანი იწვევს. სამწუხაროდ, მისი მოშორება შეუძლებელია. თუმცა, შეგიძლიათ საკუთარ ხიბლად გადააქციოთ. ესეც, თქვენი ბუნებრივი სმოქი აის.
როგორ მოვიშოროთ მუქი წრეები? თუ ეს ცხოვრების წესის შედეგია, პირველ რიგში, მიზეზები მოიშორეთ. დასვენებით, საკვების რეჟიმის აღდგენით და ნორმალური ძილით დაიწყეთ. ბევრი წყალი დალიეთ, დღეში 8 საათით იძინეთ და სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნეთ. ეს უკვე ერთ კვირაში შედეგს გამოიღებს.
ამას შეგიძლიათ კოსმეტიკური პროცედურები დაუმატოთ. მას ეფექტის გამყარება და სილურჯეების დიდი ხნით გაქრობა შეუძლია. დღეს სოდის რეცეპტს გთავაზობთ.
თქვენ დაგჭირდებათ გვირილას ჩაი და ჩვეულებრივი საკვები სოდა. ჩაი მოადუღეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. ჩაი თბილი და კანზე შესახებად კომფორტული უნდა იყოს. ამ ჩაის ჭიქა აიღეთ და 1 ჩ/კ სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
ბამბის ტამპონი ამ ნარევში დაასველეთ და თვალის ირგვლივ კანზე დაიდეთ. დაახლოებით 15 წუთით გაიჩერეთ. ამ დროში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, ეს ზედმეტი არ იქნება. შემდეგ ბამბა მოიშორეთ, სახეზე წყალი გადაივლეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ზოგიერთი ქალი უფრო კონცენტრირებულ ხსნარს იყენებს და კანზე წყალში გახსნილ სოდას იდებენ. მასა სქელი არაჟნის მსგავსი იქნება. ასეც შეიძლება, მაგრამ უფრო რადიკალური მეთოდია. თვალის ირგვლივ ნაზი კანი შეიძლება ასეთი ზემოქმედებით დაზიანდეს. სჯობს გვირილას ჩაი გამოიყენოთ.
გვირილა კანზე რბილად მოქმედებს და ატენიანებს, ხოდა კი კანს ათეთრებს და სილურჯეებს აქრობს. ერთად შესანიშნავი საშუალება გამოდის, რომელიც უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ მოქმედებას იწყებს. ნიღაბი რეგულარულად გაიკეთეთ და ეფექტი არ დააყოვნებს.
სახლის პირობებში თვალების ქვეშ მუქი წრეების მოშორების მარტივი და უნივერსალური მეთოდი ყველას გამოადგება. თუ ნიღაბთან ერთად კარგად დაიძინებთ და ბევრ წყალს დალევთ – შედეგს სწრაფად დაინახავთ.