Connect with us

ჯანმრთელობა

„ძველი სისხლი“: რა არის პოლიციტემია და ვის აწუხებს ეს დაავადება

რა არის პოლიციტემია

ნამდვილი პოლიციტემია (ვაკეზის დაავადება) – ქრონიკული დაავადება, რომლის დროს ძვლის ტვინი აწარმოებს ძალიან ბევრ ერითროციტს (სისხლის წითელი სხეული), ლეიკოციტს (სისხლის თეთრი სხეული) და თრომბოციტს, რამაც შეიძლება თრომბის განვითარების რისკი გაზარდოს.

მდგომარეობის სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „სისხლის ბევრი უჯრედი“.

ტექნიკური კუთხით პოლიციტემია სიმსივნურ პროცესს (რამაც, შეიძლება შეგაშინოთ) წარმოადგენს, მაგრამ პროცესი დადებითთვისებიანია.

ვის შეიძლება განუვითარდეს პოლიციტემია?

საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს და მოზარდებს. ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში.

  1. შუახნის ადამიანი, რომელიც პოლიციტემიით ცხოვრობს – 60-დან 80 წლამდე. 40 წელს ქვემოთ ადამიანებში დაავადება ძალიან იშვიათად ვითარდება.
  2. თუ ბავშვი/მოზარდი მაინც დაავადდება, დაავადება მძიმედ განვითარდება.
  3. 5 დაავადებულიდან 3 მამაკაცი და 2 ქალი იქნება.
  4. დაავადებულები უფრო მეტად გვხდება 70–დან 79 წლამდე ასაკის კაცებში.

რამდენად ხშირად გვხდება პოლიციტემია?

რთული სათქმელია – ადამიანმა შეიძლება პოლიციტემიით დიდხანს იცხოვროს და ამის შესახებ არ იცოდეს.

საშუალოდ, დაავადება 100 000–დან 1-2 ადამიანში გვხვდება.

რამდენად იშვიათია?

ძალიან იშვიათია.

თუ პოლიციტემია სიმსივნური პროცესია, სიმსივნე რატომ არაა?

ნამდვილი პოლიციტემიის ზოგიერთი თვისება სიმსივნეს ჰგავს:

  • დაავადება უჯრედების უკონტროლო დაყოფით ვითარდება.
  • პოლიციტემია უკურნებელია.

ეს მსგავსება მსგავსი დიაგნოზის ადამიანში სერიოზულ სტრესს იწვევს, მაგრამ პოლიციტემიის (და მისი გართულება) ეფექტურად გაკონტროლება შეიძლება და ამ დაავადებით დიდხანს ცხოვრებას შეძლებთ.

აშშ–ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი პოლიციტემიას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინი და სისხლი აწარმოებს ძალიან ბევრ ერითროციტს, რაც სისხლის შედედებას იწვევს. ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობაც შეიძლება გაიზარდოს. სისხლის დამატებითი უჯრედები შეიძლება დაგროვდეს ელენთაში და მისი გაფართოება გამოიწვიოს. ამან შეიძლება გამოიწვოს სისხლის მიმოქცევის პრობლემები და სისხლძაღვებში თრომბის განვითარება“.

სტატისტიკის თანახმად, პოლიციტემიის მქონე ხალხს ლეიკემიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვს, ვიდრე ამ დაავადების გარეშე. ეს მდგომარეობის განსაკუთრებულობას და მის მკურნალობას უკავშირდება.

როგორ ვითარდება პოლიციტემია?

ზუსტი პასუხი არ არსებობს, დაავადებას ჯერ კიდევ იკვლევენ. პოლიციტემიის ნიშნები შეიძლება წლები არ გამოვლინდეს ან გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • დაღლილობა
  • ქავილი
  • ღამით ოფლდენა
  • ძვლების ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა
  • წონის დაკლება
  • გაფართოებული ვენების გამო კანის ზედაპირის ფერის ცვლილება

პოლიციტემიის მქონე ადამიანების 30-40% გაზრდილი ელენთით ცხოვრობს.

ზოგიერთში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები და გულ–სისხლძარღვთა სისტემის გართულებები.

უფრო მეტი სიმპტომებზე!

გაუარესებულ სისხლის მიმოქცევას და სისხლის გასქელებას თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა.

ეს იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, მხედველობის დაქვეითებას და ქოშინს.

კანის ფერის ცვლილება და კანის ვენების გაფართოება

სისხლის სიჭარბე და სისქე ვენებს კარგად კვეთს, ხოლო კანს – მოწითალი–ალუბლისფერს კაპილარების გავსების გამო.

ტუჩები და ენა შეიძლება მოლურჯო გახდეს, თვალები კი – „სისხლით გაჟღენთილი“.

კანის ქავილი

ის დაავადებულთა 40%–ში გვხვდება და თბილ წყალში დაბანის შემდეგ ძლიერდება, რაც გათავისუფლებული ჰისტამინით, სეროტონინით და პროსტაგლანდინით არის გამოწვეული.

ხანმოკლე ტკივილი ხელის და ფეხის თითების კიდურებში

თრომბოციტების სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს კაპილარებში მიკროთრომბი, რაც ტკივილს და ციანოზური ლაქების გაჩენას იწვევს.

ელენთას გაფართოება

ეს ორგანო სისხლის უჯრედების სიჭარბის და ძალიან ძლიერი სისხლის მიმოქცევის გამო ზომაში იცვლება. ღვიძლიც შეიძლება გაიზარდოს.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

ლორწოვანის სისხლძარღვებში მიკროთრომბი და მისი შემდგომი ცვლილება ამ ორგანიზმის ბაქტერიის Helicobacter pylori მიმართ დაუცველს ხდის.

თრომბის გაზრდილი რისკი

ის სისხლის მაღალ შედედებასა და თრომბოციტების სიჭარბესთან არის დაკავშირებული.

სისხლდენა

სისხლის სიჭარბე სისხლძარღვებს უფრო სუსტს ხდის, რამაც შეიძლება ღრძილებიდან ან საყლაპავი ვენებიდან სისხლდენა გამოიწვიოს.

ფეხის და სახსრების ტკივილი

გაზრდილი შარდის მჟავა და სისხლძარღვების შევიწროება ფეხებში მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს.

ძვლების ტკივილი

ძვლის ტვინი სისხლის წარმოებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს, ამიტომ ჭარბმა წარმოებამ შეიძლება დაკაკუნებისას ძვლების ტკივილი გამოიწვიოს.

რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს პოლიციტემიას?

განუკურნებელი პოლიციტემიის მძიმე გართულებებს იწვევს გაზრდილი თრომბოზი, შარდის მჟავის დონის ზრდა და სისხლდენა.

აი, რამდენიმე შესაძლო შედეგი:

  • თავის ტვინის, ორგანოების და კიდურების სისხლძარღვების თრომბოზი
  • გულის ან ელენთის ინფარქტი
  • იშემიური ინსულტი
  • ღვიძლის ციროზი
  • ანემია
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • ნეფროსკლეროზი

როგორ ხდება ნამდვილი პოლიციტემიის დიაგნოზი?

თუ ექიმს პოლიციტემიაზე ეჭვი აქვს (მაგალითად, კანის სიწითლის, შესიებული ვენების, გაზრდილი ელენთას და ღვიძლის გამო), მან შეიძლება სისხლის ანალიზის გაკეთება მოგთხოვოთ.

იკვლევა ბევრი მაჩვენებელი, მაგრამ მთავარია მოძრავი ერითროციტების რაოდენობის ზრდა და მათი წილი სისხლის მოცულობაში, სისხლში ჰემოგლობინის კონცნტრაციის ზრდა.

ასევე სხვა სიმპტომებიც ფასდება.

ცალკეულ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დაუნიშნოთ ზურგის ტვინის პუნქცია ანალიზის გასაკეთებლად და უჯრედის გენეტიკური შეფასებისთვის.

ცნობილია, რომ პოლიციტემია გენში JAK2 მუტაციას იწვევს.

როგორ ვიმკურნალოთ პოლიციტემია?

მკურნალობა მიმართულია სისხლის სისქის შემცირებისა და გართულებებთან ბრძოლისკენ – თრომბოზი და სისხლდენა.

თერაპიის პირველი ნაბიჯი – სისხლის გამოშვება (ფლებოტომია)

პოლიციტემია პრაქტიკულად ერთადერთი დაავადებაა, რომლისთვისაც ეს შუასაუკუნეების მკურნალობის მეთოდი ეფექტურია.

პოლიციტემიას სისხლის ჭარბი მოცულობა ახასიათებს, მისი ნაწილის მოშორება კი სიმპტომების შემცირებას და მაჩვენებლების დარეგულირებას გამოიწვევს.

პაციენტები აღნიშნავენ, რომ სისხლის გამოშვება თავის ტკივილის, ყურებში შუილის და თავბრუსხვევის პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებათ.

ერითროციტაფერეზი  – სისხლის გამოშვების უფრო ტექნოლოგიური ვერსია

პაციენტის სისხლი სპეციალურ აპარატში ზედმეტი ერითროციტებისგან იფილტრება და პლაზმა კვლავ სისხლს უბრუნდება.

ჰემატოლოგმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატები, რომლებიც ერითროციტების ან თრომბოციტების კონცენტრაციას ამცირებენ, მედიკამენტი სიმპტომებთან და გართულებებთან საბრძოლველად.

მათ შორის შეიძლება იიყოს ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, B ჯგუფის ვიტამინები და ა.შ.

თქვენ მოგიწიათ პოლიციტემიასთან შეჯახება?

პოლიციტემია იშვიათი და სერიოზული დაავადებაა, თუმცა თანამედროვე მედიცინის მიღწევებით პაციენტი ამით დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას ახერხებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.