ჯანმრთელობა
ძველი იაპონური მეთოდი, რომელიც ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს. შესანიშნავი ეფექტი აქვს
ყოველდღიურად სასმელთან, საკვებთან, დაბინძურებულ ჰაერთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ტოქსინები ხვდება. დაგროვებული ტოქსინები კი სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევენ. სწორედ ამიტომ, ბევრი ექიმი და დიეტოლოგი დეტოქსიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
ბრძენი იაპონელები ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისგან გამწმენდ შესანიშნავ მეთოდებს გვთავაზობენ. დღეს ერთ-ერთ ეფექტურ ტექნიკას გაგაცნობთ, რომლისთვისაც რამდენიმე რამ დაგჭირდებათ.
- 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
- 1 ს/კ კოჭის ფხვნილი
ტაშტი ცხელი წყლით აავსეთ, წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით და კოჭის ფხვნილი დაუმატეთ. აბაზანა 30 წუთის განმავლობაში მიიღეთ. ასეთი პროცედურა უჯრედების, დაზიანებული ქსოვილების აღდგენასა და ორგანიზმის მავნე ბაქტერიებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ.
განწყობას ყურადღება მიაქციეთ. ექიმები გირჩევენ, რომ ორგანიზმი გაიწმინდოთ, თუ ქრონიკული დაღლილობა, კანის გაღიზიანება, თვალების შეშუპება, შებერილობა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და გონების დაბინდვა გაწუხებთ.
რა თქმა უნდა, ცხოვრების წესსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ალკოჰოლი არ მიირთვათ, თამბაქოზე უარი თქვით, შაქრის და ცხიმიანი პროდუქტების მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეთ. სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ და წვრილმანებზე ნერვიულობას მოეშვით.