Connect with us

ჯანმრთელობა

ცხიმი იღლიების ქვეშ და ხელების შიდა ნაწილზე ასაკობრივი დეფექტია. 5 მარტივი ვარჯიში ლამაზი რელიეფისა და ხელების ახალგაზრდობისთვის

გამოკვეთილი ხელები – ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა, დროს თავისი მოაქვს და, წლებთან ერთად, ჩვენი ხელებიც კარგავს ტონუსს, კანი იწელება და დუნდება. ეს ყველაზე გავრცელებული პრობლემური ზონაა ქალებში, თუმცა, ყველა ქალბატონი ამას ყურადღებას არც აქცევს.

ასეთი უგულებელყოფის მიზეზი, ხშირად, იმაში მდგომარეობს, რომ მშვიდ, ჩამოშვებულ მდგომარეობაში ხელები ჩვეულებრივად გამოიყურება. თუმცა, როგორც კი უმკლავო კაბას ჩაიცვამთ ან ხელს წამოწევთ, მაშინვე ჩნდება ჩამოწელილი კანი თავის ცხიმიანად. ეს ტრიცეპსის – ხელის ყველაზე ფარული კუნთის ბრალია.

ხშირად, ლამაზი, გახსნილი მაისურებისა და კაბების ჩაცმის დროს საჭიროა, რომ იღლიებისა და ხელების ზონა იდეალურ მდგომარეობაში იყოს და არ ჰგავდეს ღამურის ფრთებს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ეს პრობლემა სავარჯიშოების დახმარებით.

ცხიმი იღლიებზე

“ოსკარის” 2019 წლის ცერემონიაზე, ვარსკვლავები არამხოლოდ თავიანთი სტილისტებისა და საკუთარ დონეებს წარმოაჩენდნენ, არამედ რაღაც ზედმეტსაც – ცხიმოვან ნაკეცებს, რომლებიც ულამაზოდ ეკიდა დიზაინერულ კაბებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს მოღალატე ღამურის ფრთები ჭარბ წონას არანაირად არ უკავშირდება.

მაგალითად, ემილია კლარკი, სელმა ბლერი, სერენა უილიამსი, სარა ჰაილენდი – გამხდარი ქალბატონები არიან, თუმცა მათი კაბები ხაზს უსვამდა ცხიმების გროვას იღლიებზე.

ხშირად, კანის ნაკეცები გახდომის შედეგადაც ჩნდება, თუმცა, უფრო ხშირია, რომ ეს უბრალოდ სხეულის ინდივიდუალურობის ან კანქვეშა ცხიმოვანი ფენის დამსახურებაა. ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი ამ ნაკლის მოსაშორებლად – ბრაქიოპლასტიკა – ქირურგიული გზით კანის ჭარბი მონაკვეთების მოშორების პროცედურაა მხრებისა და იღლიების ნაწილში. თუმცა, ეს ძალიან ძვირი და, როგორც ნებისმიერი ოპერაცია, სარისკოა. ამიტომ, საუკეთესო საშუალებაა სავარჯიშოები, რომელთა შესრულებაც საშინაო პირობებში შეგიძლიათ.

ეს სავარჯიშოები დაგეხმარებათ როგორც “ფრთების” მოშორებაში, ისე მათ პროფილაქტიკაშიც. ამასთან, გაუმჯობესდება თქვენი თვითშეფასებაც. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ სავარჯიშოებს, რომლებიც ტრიცეპსზე მოქმედებს.

1. აზიდვა სკამიდან

ამ სავარჯიშოსთვის მყარი სკამი დაგჭირდებათ. დადექით მასთან ზურგით, დაეყრდენით ხელის გულებით სკამის კიდეევს და მოხარეთ ფეხები მუხლებში. მოხარეთ ხელებიც და თანდათან დაუშვით სხეული ქვემოთ. შემდეგ გაშალეთ იდაყვები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ 3 მისვლა 15 გამეორებით.

2. უკუაზიდვა

დაჯექით იატაკზე, ხელები გაწიეთ უკან, მენჯიდან 15 სმ დაშორებით, დაეყრდენით ხელის გულებს. მოხარეთ მუხლები და წამოწიეთ თეძოები იატაკიდან. დააფიქსირეთ მდგომარეობა რამდენიმე წამით და დაეშვით. ამ სავარჯიშოს შესრულებისას იდაყვები უკან უნდა იყურებოდეს. შეასრულეთ 3 მისვლა 15 გამეორებით.

3. ხელების მოხრა ჰანტელით

თუ 0.5-2კილოგრამიანი ჰანტელები გაქვთ, ძალიან კარგი. თუ არა – გამოიყენეთ წყლით სავსე ბოთლი. დაჯექით სკამდე და გაასწორეთ ზურგი. აიღეთ ჰანტელი ორივე ხელით, მოხარეთ ისინი იდაყვებში და გადაიტანეთ თავს უკან. თანდათან დაუშვით ჰანტელი ზურგის გასწვრივ, შემდეგ გაშალეთ ხელები მაქსიმალურად და ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. სავარჯიშოს შესრულებისას ეცადეთ, ზურგი სწორად გეჭიროთ და არ მიეყრდნოთ სკამის საზურგეს. შეასრულეთ 3 მისვლა 15 გამეორებით.

4. ხელების მოხრა დახრისას

ძალიან პოპულარული სავარჯიშო ტრიცეპსისთვის. აიღეთ სკამი და დაიხარეთ წინ ისე, რომ ტორსი იატაკის პარალელური გახდეს. ერთი ხელით დაეყრდენით სკამს, მეორეთი დაიჭირეთ ჰანტელი. ხელი მოხარეთ 90გრადუსით. ნელა გაშალეთ და მოხარეთ ხელი. შეასრულეთ 3-3 მისვლა 15 გამეორებით, ორივე ხელზე.

5. აზიდვები

დიახ, კლასიკური აზიდვები. დაეყრდენით იატაკს ფეხის ცერებითა და ხელის გულებით, მოხარეთ და გაშალეთ იდაყვები ისე, რომ სხეული იატაკის პარალელურად მოძრაობდეს. გაიმეორეთ 3 მისვლა 15ჯერ.

ამ სავარჯიშოების კომპლექსი ყოველდღე, ორი კვირის მანძილზე უნდა შეასრულოთ, ამის შემდეგ კი, თუ უკეთესი შედეგები გსურთ, არ უნდა დანებდეთ, თანაც, იმ დროისთვის უკვე გაგიმარტივდებათ ვარჯიში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.