Connect with us

ყვავილები

ცრურწმენები, რომლის შესახებ იის მფლობელებმა უნდა იცოდნენ

ია ლამაზი ოთახის ყვავილია, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს. იის შესახებ ბევრი ცრურწმენა და ნიშანი არსებობს, რომელთაც მანამ უნდა გაეცნოთ, სანამ შეძენას გადაწყვეტთ. იამ ენერგეტიკულ დონეზე დამღუპველი გავლენა შეიძლება მოახდინოს. Аlltime.ge–ს რედაქცია იის შესახებ ცრურწმენებსა და ნიშნებს გიზიარებთ. აღმოჩნდა, რომ ყვავილის ფერსაც მნიშვნელობა აქვს.

ია არც ისეთი მარტივი მცენარეა, როგორც ჩანს. ზოგი მას ცუდ ენერგეტიკას და უსიამოვნო ცრურწმენებს უკავშირებს. ზოგი სხვა ვერსიას ემხრობა. სტატიის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, რომელი მხარე აირჩიოთ.

უსიამოვნო ნიშნებით დავიწყოთ, რომ სტატია ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ. ამბობენ, რომ ია მიცვალებულების ყვავილია. მისი ჩუქება არ შეიძლება, რადგან ავადმყოფობის მოტანა შეუძლია.

ძველი რწმენის მიხედვით, ია კაცებს აშინებს. გასათხოვარი ქალის ბინაში ია არ უნდა იყოს, რადგან მარტოხელა შეიძლება დატოვოს. თუ ია გახმა, გამოდის, რომ საცხოვრებელი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდა. შესაძლოა, მფლობელის ავადმყოფობაც შთანთქა.

გამხმარი ყვავილის ნაცვლად დაუყონებლივ ახალი უნდა მოიტანოთ. აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ია სიმდიდრეს იზიდავს, ოჯახს ჰარმონიას და სიმშვიდეს ჰპირდება. ყვავილი ოჯახში კამათს ამცირებს. ასეთ სახლში ყოველთვის თბილი გარემოა.

ღირს თუ არა იის გაზრდა სახლში

ია ნამდვილად ლამაზი ყვავილია. როცა არ უნდა შეხედოთ, ყოველთვის თვალს ახარებს. რამდენი ფერი და ფორმა აქვს – წარმოუდგენელი მრავალფეროვნებაა. ყვავილის ფერი მასთან დაკავშირებულ ნიშნებსაც ცვლის.

წითელი ია დაგეხმარებათ, რომ ახალი ვნებიანი საყვარელი მოიზიდოთ. ამბობენ, რომ ია წითელი ყვავილებით ფულის სატყუარაა.

ია ლურჯი ყვავილებით  შემოქმედებითი ბუნების ადამიანებს შეეფერებათ. ეს ყვავილი ადამიანში შთაგონებას ზრდის და შესაბამისი ენერგიით ავსებს. ლურჯი ია სხვადასხვა ხელოვნების სკოლაში თამამად შეგიძლიათ მოათავსოთ.

იასამნისფერი ია სულიერ ზრდასა და გადატვირთვაში დაგეხმარებათ. მცენარის წყალობით ჰარმონიას მოიპოვებთ, საუკეთესო თვისებებს გააძლიერებთ, ინტუიციას განავითარებთ.

ია ვარდისფერი ყვავილებით მფლობელის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს. მადას ამცირებს და დაავადებების პრევენციას ახდენს. ვარდისფერი ია ადამიანს ემოციურად მხარს უჭერს და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ასეთი ია შეიძინეთ, თუ ბოლო პერიოდში ბევრი უსიამოვნება გაქვთ.

ყველა სასწაული რომ მოხდეს, ამ უბრალო და უპრეტენზიო ყვავილზე სწორად იზრუნეთ. მხოლოდ მორწყვა საკმარისი არაა. იას გაფანტული სინათლე უყვარს. 20 გრადუს ტემპერატურაზე დიდხანს ყვავილობს. ორპირ ქარს მოარიდეთ. კვირაში ერთხელ თბილი წყლით მორწყეთ. სადგამიდან ზედმეტი წყალი ყოველთვის გადაასხით. თვეში ერთხელ ფოთლები დანამეთ. თუ იას სახლში ზრდით, მაგრამ არ ყვავილობს. ესეც მცენარის მოვლაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში უბრალოდ გადარგვა სჭირდება.

თუ იის შეძენა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ მისი ადგილი საძინებელ და საბავშვო ოთახებში არაა. სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში შეგიძლიათ მოათავსოთ. ღამით ყვავილი ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს, რაც მთელი დღე ადამიანის განწყობაზე ცუდად აისახება.

Advertisement