Connect with us

ტესტები

ცოდნა თუ იდეალისკენ სწრაფვა: ის, რასაც პირველად დაინახავთ, თქვენს ცხოვრებას მართავს

თუ გსურთ, გაიგოთ , რა იმალება ღრმად თქვენს ქვეცნობიერში, Alltime.ge–ს რედაქცია საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. შეძლებთ გაიგოთ, თუ როგორი ხედვა გახასიათებთ. ქვეცნობიერის საიდუმლოს გამოსაცნობად მოცემულ სურათს შეხედეთ. გვითხარით, რა დაინახეთ პირველად?

სახე

თქვენი მთავარი მიზანი იდეალის მიღწევაა. უჩვეულო იმიჯის შექმნას ცდილობთ, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ამისთვის ყველაფერს იყენებთ, რაც შეგიძლიათ. პირველ რიგში, გარეგნული სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით.

ვარცხნილობა, ტანსაცმელი, მაკიაჟი – ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ისეთი ხალხის გარემოცვაში ყოფნას ცდილობთ, ვინც თავს მსოფლიოზე მაღლა გაგრძნობინებთ.

როგორც ჩანს, თავში იდეალური სურათი შექმენით, მასთან მიმსგავსებას ცდილობთ. არ დაგავიწყდეთ, რა არის მნიშვნელოვანი. გეჩვენებათ, რომ თითქმის სრულყოფილებას მიაღწიეთ, მაგრამ ასე არაა. სინამდვილეში, საკუთარ თავს ატყუებთ.

თუ ბედნიერების მიღწევა გსურთ, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეწყვიტეთ. გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ და არა ის, რაც სხვებს მოსწონთ. დაივიწყეთ სხვები, რადგან მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ.

ტვინი/ხე

სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოცნობას ცდილობთ. ცოდნა არა მხოლოდ მოგწონთ, არამედ მის სიღრმეში ჩასვლას ცდილობთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი ამ სამყაროში.

ძირითადად, უჩვეულო რამის შეცნობას ცდილობთ, რაც ბევრს ზებუნებრივი ეჩვენება. ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის შესწავლა მოგწონთ. თქვენთვის ეს დიდ საიდუმლოს მალავს.

თვითრეალიზაციას გაცნობიერებულად უახლოვდებით. კითხვებზე პასუხებს ეძებთ, რადგან სხვანაირად არ შეგიძლიათ. თუ ვინმე თქვენსა და ცოდნას შორის ჩადგომას გადაწყვეტს, არ გაუმართლებს. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ცუდი არაა, მაგრამ ეცადეთ, ამან ნაკლებად გაგიტაცოთ. ცოდნა თქვენი ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს.

ფრინველები და ბუნება

მიზანი არ გაქვთ, რომელიც თქვენს ყველა მოქმედებას ხელმძღვანელობს. კარიერის შექმნა ან ამქვეყნად ყველაფრის გაგება არ გსურთ. ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, თავისუფლება და მოგზაურობის შესაძლებლობაა. ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა გბეზრდებათ. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ახალს სიხარულით ცდით.

ახალ ცოდნას აფასებთ, მაგრამ დიდი ხნით არ გიტაცებთ. თავით ეშვებით, მაგრამ გული ასევე სწრაფად გიცივდებათ. ამასთან, გარშემომყოფების აზრს ყურადღებას არ აქცევთ. იცით, რომ ბედნიერება ახლოსაა, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო.