Connect with us

საკითხავი

ციფრებით მოაზროვნე სედიქ ავღანმა 2023 წლის პროგნოზი გააკეთა

სედიქ ავღანმა 2023 წლის პროგნოზები გააკეთა. ვანგას რჩეულმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სსრკ–ს დაშლა იწინასწარმეტყველა, ძალიან მოკრძალებული ადამიანი აღმოჩნდა. თვლის, რომ მისი სამშობლო პლანეტა დედამიწაა, თუმცა ბინა ავღანეთში აქვს. სედიქ მოჰამედ ავღანი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და აკადემიკოსია.

სედიქ ავღანი: 2023 წლის პროგნოზები

მას შემდეგ, რაც სედიქმა საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა, იგი სსრკ–დან გააძევეს. როცა მათემატიკოსის პროგნოზი რეალობად იქცა,  უკან მოიწვიეს. მან 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი და კორონავირუსის პანდემიაც იწინასწარმეტყველა. „ჭკვიანი ადამიანი თანამოსაუბრეს საკუთარ თავზე ჭკვიანად მიიჩნევს“ – ამბობს სედიქი. ციფრებით მოაზროვნე წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ახლა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება ხდება.

მათემატიკოსი სამყაროს ციფრების პრიზმიდან უყურებს, სამყაროში ყველაფერი ნულებისა და ერთეულებისგან შედგება. დარწმუნებულია, რომ ახლა კაცობრიობა კრიტიკულ მომენტს გადის, შეიძლება დიდი ქვეყნები დაიშალოს. აღნიშნავს, რომ არა მეომარი, არამედ მათემატიკოსია და მეტაფორული მაგალითი მოყავს, თუ რა ხდება ახლა. „თუ მძღოლი 200 კმ სიჩქარით მიდის, ავარიაში მოყვება. თუ ნელა, დიდხანს გააგრძელებს“.

ავღანი თავის გამოთვლილ მოსაზრებას ამხელს. რუსეთ–უკრაინის ომის შესახებაც ამბობს. „საომარი მოქმედებები 24 თებერვალს არ უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემი პირადი მოსაზრება არაა, ეს მათემატიკური გამოთვლაა. დიახ, ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი უკრაინას 2 კვირაში აიღებდა. ეს არ მოხდა, რადგან ბევრი ფაქტორი არ გაითვალისწინეს“.

მათემატიკოსი პროგნოზირებს, რომ 2023 წლიდან დიდი ქვეყნების დაშლის პროცესი დაიწყება. ეს მთელ მსოფლიოში დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. ავღანი თვლის, რომ მათემატიკა ღმერთის არსებობას ადასტურებს. პლანეტაზე ყველაფერი საოცარი ჰარმონიით თანაარსებობას. ადამიანმა ბუნების ჰარმონია თავისი მოქმედებით არ უნდა დაარღვიოს. მოვლენები, რომლებიც ახლა ხდება, დიდ დისბალანსს იწვევს, რომლის გამოც გადახდა მოგვიწევს.

როგორ გადავრჩეთ, პანიკას არ ავყვეთ და ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ძნელი დასაჯერებელია, რომ საშინელებები, რომლებიც მსოფლიოში ხდება, რეალობაა. როგორ მივიდა თანამედროვე სამყარო აქამდე წარმოუდგენელია.

წყევლაში ჩვენი კურთხევა იმალება. ვხედავთ, როგორ ვერ პოულობს ხალხი საერთო ენას, როგორ გრძელდება კამათი და ჩხუბი ახლობლებს შორისაც. ახლა პლანეტაზე სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ.

„ყველა მეცნიერი უნდა გაერთიანდეს და კაცობრიობა გადაარჩინოს!“ სედიქ ავღანს სჯერა, რომ უკვე 2023 წელს დიდი ჭკუის ხალხი გაერთიანდება და საშინელი მოვლენების შეჩერების და სამყაროს გადარჩენის გზებს იპოვის. „როცა ფულს ვხარჯავთ, მისი მარაგი იწურება. ხარჯისგან იზრდება 2 რამ: სიკეთე და მეცნიერება. რაც უფრო მეტ სიკეთეს ხარჯავთ სხვების მიმართ, მით მეტი მეცნიერულ ცოდნას ვხარჯავთ და ვიღებთ, მით მეტი სიკეთე და ცოდნა ჩნდება პლანეტაზე“.

Advertisement