Connect with us

ჯანმრთელობა

ცირცელის ნაყენი 20 დაავადებისგან გაგკურნავთ და განწყობას აგიმაღლებთ

შემოდგომის დადგომასთან ერთად დრო მოვიდა, რომ შავი და წითელი ცირცელი დამწიფდეს. წითელ ცირცელს ხალხშია არონიას უწოდებენ.

არონიას ნაყოფისა და ალუბლის ფოთლების ნაყენის რეცეპტი ბევრი დიასახლისისთვის ცნობილია. მე ყოველთვის ექსპერიმენტის ჩატარებას და ამა თუ იმ პროდუქტის დახმარებით გემოს გაუმჯობესებას ვცდილობ. გთავაზობთ შინაურულ ნაყენს, რომლის სამკურნალო მოქმედება შავი მოცხარის ფოთლებით და ჟოლოთი გაძლიერებულია.

100 გრ ალუბლის, მოცხარის და ჟოლოს ფოთლები, შავი ცირცელის კენკრა, 1,5 ლ წყალი აიღეთ. ფოთლები და კენკრა გარეცხეთ, ემალის ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით და აადუღეთ. დაბალ ცეცხლზე 40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გააგრილეთ, მარლაში გადაწურეთ, კარგად გაწურეთ და ჩენჩო გადაყარეთ.

ნაყენი კიდევ ერთხელ გაწურეთ, 0,5 კგ შაქარი და 1 ს/კ ლიმონის მჟავა დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და გააგრილეთ. სიროფს 0,5 ლ არაყი დაუმატეთ და ბოთლებში გადაანაწილეთ. შეფუთეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. სასმელს წითელი ფერი და სამკურნალო თვისებები აქვს.

გახსოვდეთ, რომ არონიას ნაყოფს ანტისპაზმური, ჰიპოტენზიური, კაპილარების გამაძლიერებელი, ანტისკლეროზული შარდმდენი და ნაღვლმდენი თვისებები გააჩნია. პირველ რიგში, მას ჰემორაგიული დიათეზის, კაპილაროტოქსიკოზის, სხვადასხვა წარმოშობის სისხლდენის, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, სხივური დაზიანების და გლუმერულონეფრიტის დროს.

არონიას ნაყოფი ღვიძლის ფუნქციის და ნაღვლის გადინებას აუმჯობესებს. თრომბოფლებიტის დროს უკუჩვენებულია.

შავი მოცხარის ფოთლებს შარდმდენი, ოფლმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ორგანიზმიდან ჭარბი შარდის მჟავა და პურინები გამოაქვს. სწორედ ამიტომ, რევმატიზმის, პოდაგრის, თირკმლების და შარდის ბუშტის დაავადების დროს იყენებენ.

ჟოლოს ფოთლებს ანტისკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და სისხლის აღმდგენი თვისებები გააჩნია.

ჟოლოს ფოთლების ექსტრაქტს ექსპერიმენტში ჰორმონის მსგავსი ეფექტი გააჩნია. ფოთლების ნაყენი ან ნახარში რეკომენდებულია დიარეას, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭის და ჰემოროიდული სისხლდენის, ბრონქიტის, ანგინის დროს.

ალუბლის ფოთლები მასში შემავალი ტანინების, მჟავების (ლიმონის, ვაშლის), საქაროზის, კვერცეტინის, კუმარინების წყალობით ნებისმიერ სასმელს ალუბლის გემოს და არომატს ანიჭებენ, ასევე ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის მარინადის დროს.

აი, ასეთი არომატულ და სამკურნალო თვისებებს შეიცავს ნაყენი, რომლის გასინჯვასაც ყველას ვურჩევ.