ჯანმრთელობა
„ჩუმი“ პნევმონიის 6 ნიშანი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება
სურდოს და რესპირატორული ინფექციების უმეტესობა ადვილად და სწრაფად გადადის, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზედა სასუნთქი გზების დაავადება შეიძლება პნევმონიად გადაიქცეს. რაც განსაკუთრებით საშიშია, ზოგიერთ შემთხვევაში ფილტვების ანთების გამოცნობა ადვილი არაა. აი, ფარული პნევმონიის 6 ნიშანი, რომლებიც დაავადების სწრაფად ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.
გახშირებული პულსი
პირველი, რამაც უნდა შეგაშფოთოთ – გახშირებული გულისცემა. პულსი გაიზომეთ. თუ წუთში 100 დარტყმაზე მეტია, ექიმს მიმართეთ – შესაძლოა, თქვენ პნევმონია გეწყებათ.
ტკივილი მკერდში
თუ ინფექცია ფილტვებში გადადის, შეიძლება მკერდში ტკივილი იგრძნოთ. სავარაუდოდ, ხველის დროს უსიამოვნო შეგრძნებას და ტკივილს გრძნობთ. თუ ტკივილი შეტევის შემდეგ არ გადადის, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. შესაძლოა, ინფექცია ფილტვებში გავრცელდა.
„სველი“ დამქანცველი ნახველი
საერთოდ, ხველა, რომელსაც ნახველიც ახლავს, კარგია, რადგან ორგანიზმი ლორწოს იშორებს. თუ ხველა მუდმივად სველია, ნახველი გამოდის, მაგრამ ამას შვება არ მოაქვს, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ – დამღლელი ხველა შეიძლება პნევმონიის ნიშანი იყოს.
სისხლიანი ნახველი
თუ ნახველი სისხლით შეღებილია ან ჟანგისფერი შეფერილობა აქვს, ეს იმის ნიშანია, რომ ინფექცია ფილტვებში მოხვდა. ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ – ეს ძალიან სერიოზული ნიშანია.
ჟრჟოლა
ჟრჟოლა და მაღალი ტემპერატურა ფილტვების ანთების ყველაზე ერთგული ნიშანია. არ უგულებელყოთ და მაღალი ტემპერატურა არ დააგდოთ – ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ.
გართულებული სუნთქვა
გართულებული ან პატარა, ზედაპირული სუნთქვა – პნევმონიის კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ. როგორც წესი, ის ჩნდება, როცა ინფექცია უკვე საკმაოდ ღრმად არის განვითარებული და ექიმის სასწრაფო ჩარევა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მოხვდება და მოსალოდნელია თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.