Connect with us

საკითხავი

ჩვეულებრივი კიტრის უჩვეულო გამოყენება

ალბათ გაოცდებით, როცა გაიგებთ, თუ ჩვეულებრივი კიტრი ბუნებამ როგორი გასაოცარი თვისებებით დააჯილდოვა და როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

1. კიტრი მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც ჩვენ ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება.

ესენია B1, B2, B3, B5 და B6 ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, C ვიტამინი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და თუთია.

2. დღის მეორე ნახევარში დაღლილობას გრძნობთ?

კოფეინის შემცველ სასმელებზე უარი თქვით და კიტრი შეჭამეთ. კიტრი B ჯგუფის ვიტამინების და ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს. მას მატონიზირებელი მოქმედება აქვს და ენერგიის მარაგს დიდი ხნით შეგივსებთ.

3. სააბაზანოში დაორთქლილი სარკის გაწმენდა მოგბეზრდათ?

სარკეს კიტრის ნაჭერი წაუსვით – ახლა აღარ დაორთქლდება, ამასთან ახალი კიტრის სუნი ორგანიზმზე დამამშვიდებლად იმოქმედებს.

4. მავნებლებთან ბრძოლამ დაგღალათ, რომლებიც თქვენს მოსავალს ანადგურებენ?

რამდენიმე კიტრის ნაჭერი ალუმინის ქვაბში ან თუნუქის ქილაში ჩაყარეთ. ალუმინი კიტრთან ქიმიურ რეაქციაში შევა, რის წყალობით წარმოიქმნება სუნი. ეს სუნი ადამიანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მწერებზე დამღუპველად მოქმედებს.

5. აუზზე ან სანაპიროზე წასვლას აპირებთ, მაგრამ ცელულიტების გრცხვენიათ?

რამდენიმე წუთის განმავლობაში პრობლემურ ზონაზე კიტრის ფაფა შეიზილეთ. ფოტოქიმიური რეაქცია კოლაგენის დაშლას ხელს უწყობს, რაც ცელულიტის თვალსაჩინო ნიშნებს ამცირებს. კიტრი ნაოჭების წინააღმდეგ კარგად მოქმედებს.

6. ნაბახუსევი და აუტანელი თავის ტკივილი მოგბეზრდათ?

ძილის წინ კიტრის რამდენიმე ნაჭერი შეჭამეთ, დილით მხნედ გაიღვიძებთ და თავის ტკივილი არ შეგაწუხებთ. კიტრი შეიცავს შაქარს, B ვიტამინს და ელექტროლიტს, რომლებიც ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებენ.

7. ძილის წინ წახემსების მავნე ჩვევის მოშორება გსურთ?

ადამიანები საუკუნეების მანძილზე იყენებენ კიტრს, როგორც წახემსების საშუალებას. მისი დახმარებით შიმშილის გრძნობას სწრაფად მოიშორებთ.

8. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მაგრამ ფეხსაცმლის გაწმენდას ვერ ასწრებთ?

ახალი კიტრით გაწმინდეთ. მასში შემავალი ქიმიური და მკვებავი ნივთიერებები სწრაფ და მდგრად ბზინვარებას გპირდებათ. რომელიც არა მხოლოდ ფეხსაცმლის გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებს, არამედ წყალგაუმტარს გახდის.

9. კარის კრაჭუნი გაღიზიანებთ?

კიტრი აიღეთ და კარის მარყუჟებს წაუსვით. კრაჭუნის ხმა გაქრება!

10. დაღლილი ხართ, მაგრამ სპა პროცედურისა და მასაჟისთვის დრო არ გრჩებათ?

კიტრი დაჭერით და მდუღარე წყალი დაასხით. ქიმიური ნივთიერება მდუღარე წყალთან რეაქციაში შევა, ხოლო კიტრის ორთქლი ორგანიზმზე დამამშვიდებლად იმოქმედებს. პროცედურა ახალგაზრდა დედისა და სტუდენტისთვის სასარგებლოა.

11. ჭამის შემდეგ პიტნიანი საღეჭი რეზინა ხელთ არ აღმოგაჩნდათ?

სუნთქვის გასაახლებლად კიტრის ნაჭერი აიღეთ და ენით ზედა სასას მიადეთ. 30 წამით გააჩერეთ. ფოტოქიმიური პროცესი ცუდი სუნის გამომწვევ ბაქტერიებს გაანადგურებს.

12. ონკანის საწმენდად ქლორის შემცველი, შხამიანი საშუალებების გამოყენება არ გსურთ?

გასაწმენდი ზედაპირი კიტრის ნაჭრით გადაწმინდეთ. ის არა მხოლოდ ძველ ბზინვარებას დაიბრუნებს, არამედ ნაკაწრების კვალიც გაქრება. ასე თქვენი ხელები და ფეხებიც მთელი დარჩება.

13. ბურთულიანი კალმით წერისას სიტყვაში შეცდომა დაუშვით?

კიტრი აიღეთ და არასაჭირო სიმბოლო ნელ-ნელა გახეხეთ. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანქრის და ფლომასტერის შემთხვევაშიც, რომლითაც ბავშვებს კედლებზე ხატვა უყვართ.