Connect with us

საკითხავი

ჩემს სახლში ბალახების და ყვავილების მტკიცე არომატი დგას. მაგალითს კორეელებისგან ვიღებ

სველი წმენდა თქვენი ბუდის სისუფთავის და მოვლილი იერის გარანტიაა. კვირაში ერთხელ მაინც ზედაპირიდან მტვრის მოშორება და იატაკის მოწმენდა აუცილებელია. თუ სახლში შინაური ცხოველი ან ბავშვი ცხოვრობს, უფრო ხშირად უნდა დაალაგოთ. ზოგჯერ  რეგულარული დალაგების შემთხვევაშიც სახლში შმორის სუნი დგას. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ განაახლოთ ბინა მარტივი მეთოდით.

ბინაში ჰაერზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი: გაუმართავი გამწოვი, ნაგვის გატანის სიხშირე, ავეჯის, ხალიჩის, ფარდის, ბალიშის და საბნის სიძველე. თუ გსურთ, რომ ბინაში სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს, სწრაფი და მარტივი მეთოდი გამოიყენეთ.

როგორ გავწმინდოთ ჰაერი ბინაში: კორეელების საოცარი გამოცდილება

დაგჭირდებათ:

  • წყალი
  • პულვერიზატორი
  • თმის კონდიციონერი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. პულვერიზატორი წყლით გაავსეთ და ცოტა თმის ბალზამი დაუმატეთ.
  2. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რომ ერთგვაროვანი ნარევი მიიღოთ.
  3. ზედაპირები სველი ჩვრით გადაწმინდეთ. ისე, როგორც აკეთებდით.
  4. მზა ხსნარი ზედაპირს შეასხურეთ და ჩვრით ან სალფეთქით თანაბრად გადაანაწილეთ.

ახლა იცით, როგორ განაახლოთ ჰაერი ბინაში მარტივი მეთოდის გამოყენებით. მორიგი წმენდის დროს აუცილებლად სცადეთ. თმის კონდიციონერის წყალობით ზედაპირზე ნაკლები მტვერი დაილექება. გარდა ამისა, საოცარი არომატი აქვს. ის შემთხვევაა, როცა კონდიციონერი სუნის და არა თმის აღდგენის ეფექტურობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

Advertisement