Connect with us

საკითხავი

ჩაყარეთ მარილი მილებში მხოლოდ ერთხელ და დაააკვირდი. აწი ყოველთვის ასე მოვიქცევი

ოდესღაც მარილი ძვირადღირებული პროდუქტი იყო, რომლის დეფიციტის გამო საომარი შეტაკებებიც კი ხდებოდა.

დღეს კი მარილი ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ კერძების მომზადებისას მას გვერდს აუვლით, მარილს შაქართან ერთად „თეთრ სიკვდილს“ უწოდებენ. და მაინც, ამ პროდუქტის სათანადოდ არ დაფასება არ ღირს!

იაფი და უსაფრთხო მარილი საყოფაცხოვრებო საქმეებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. დღეს მისი გამოყენების უჩვეულო მეთოდებზე გიამბობთ.

მარილის გამოყენება ყოველდღიურ საქმეებში

1. ფანჯრის და ავტომობილის გაწმენდა

2 ს/კ მარილი 3 ლ თბილ წყალში გახსენით. ამ ნარევით შეგიძლიათ ფანჯარა გაწმინდოთ და ავეჯიდან ლაქები ამოიყვანოთ.

2. მსუბუქი რეცხვა

ტანსაცმელი გაუფერულებისგან რომ დაიცვათ, სარეცხ ფხვნილს ცოტა მარილი დაუმატეთ. მარილის და წყლის ნარევი წითელი ღვინის ლაქის ამოსაყვანად გამოიყენეთ. ნარევი ღვინოს იწოვს, ხოლო ტანსაცმლის სალფეთქით გაწმენდა საკმარისი იქნება.

3. კბილის ტკივილის დროს

კბილის ძლიერი ტკივილის დროს ცოტა მარილი თბილ წყალში გახსენით და პირის ღრუში გამოივლეთ. პროცედურის ჩატარებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. თუ ხელთ კბილის პასტა არ გაქვთ, თანაბარი პროპორციით მარილის და სოდის ნარევი გამოიყენეთ.

4. ფეხის ჭარბი ოფლიანობის მოშორება

მარილით ფეხის აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ. 8 ლ წყალში 3 ს/კ მარილი და მეოთხედი საპნის ნაჭერი გახსენით. პროცედურა ოფლიანობას და ფეხის უსიამოვნო სუნს აქრობს, მაგრამ შეიძლება კანი გამოაშროს.

5. ღუმელში უსიამოვნო სუნს აქრობს

თევზის მომზადების შემდეგ ღუმელში უსიამოვნო სუნი დარჩა? რა უნდა გააკეთოთ? ამ დროს მარილი და და დარიჩინი დაგეხმარებათ. ცოტა ნარევი ღუმელში მოაყარეთ და ჩართეთ. გახურებიდან რამდენიმე წუთში უსიამოვნო სუნი გაქრება.

6. ვერცხლის და სპილენძის გაწმენდა

ბეჭედი კვლავ გაშავდა? ძმარი და მარილი აურიეთ და ლითონის ნივთები გაწმინდეთ. მათი ბზინვარებით გაოცებული დარჩებით.

7. გაჭედილი ონკანი

ონკანის გასაწმენდად მილში მარილი ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. რამდენიმე წუთში წყალი მილში თავისუფლად გავა, ხოლო მილი გაჭედილი აღარ იქნება.

8. კანის სკრაბი

მარილი ლავანდას ეთერზეთს აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. ეს ძალიან კარგი სკრაბია. ზეთი კანს არბილებს, ხოლო მარილი ბზინვარებას და სინაზეს დაუბრუნებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.