ჯანმრთელობა
ჩაი პიტნით: სამკურნალო თვისებები
პიტნის ჩაი სურდოს დროს კარგი საშუალებაა. მის მოსამზადებლად 1 ს/კ ხმელი პიტნის ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. გახსოვდეთ, რომ პიტნის ჩაის ჩვეულებრივად დალევა არ შეიძლება.
პიტნის ჩაი სამკურნალო საშუალებაა. ბავშვისთვის კონცენტრირებული ჩაი უნდა მოამზადოთ. ამისთვის 1 ს/კ პიტნას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით სითბოში დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. გამოყენების წინ ცოტა თაფლი დაუმატეთ. ასე გემოც გაუმჯობესდება და უფრო სასარგებლოც გახდება. ცხელი სახით ნახევარი ჭიქა დალიეთ. ამ ხსნარით ცხვირსაც ირეცხავენ. თუ ასეთ ნაყენს უფრო დიდხანს, 2 საათით გააჩერებთ, შეგიძლიათ პირის სავლებად გამოიყენოთ და უსიამოვნო სუნი მოიშოროთ.
თუ პიტნის ახალი ფოთლები გაქვთ, ჩაი შემდეგი მეთოდით მოამზადეთ: 4 პიტნის ფოთოლი გარეცხეთ, დაჭერით და 1 ფინჯანი მდუღარე წყალი დაასხით. ზუსტად 1,5 წუთი გააჩერეთ და წყალი გადაასხით. კვლავ მდუღარე წყალი დაასხით. ამჯერად 2 წუთით დააყენეთ და დალიეთ.
პიტნის ჩაი რეკომენდებულია კუჭის გაზრდილი მჟავიანობის და სპაზმური კოლიტის, მენსტრუაციული პრობლემების, კლიმაქსის და ორსულობის დროს. ამ მხრივ პიტნა უნივერსალური საშუალებაა. ის მუცლის არეში ტკივილს აქრობს და გულისრევის დროს დაგეხმარებათ, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და თქვენს მადაზე ზრუნავს. თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სტანდარტული სიმპტომები გაწუხებთ, პიტნა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
პიტნის ნაყენები:
1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ახალ პიტნის ფოთლებს ან 2 ჩ/კ ხმელ ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ. ეს ნაყენი გულისრევის, მჟავიანობის შემცირების დროს და მადის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ასევე პოდაგრის, ავიტამინოზის და თირკმლების დაავადების დროს გამოიყენება.
2 ს/კ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის დროს მიიღეთ. ამ ნახარშს ანტიტოქსიკური მოქმედება გააჩნია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და ორსულობის დროს თუ მუცლის შებერილობა და გულისრევა გაწუხებთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ მიიღეთ.
თუ მუცლის ტკივილი, ღებინება ან გულისრევა გაწუხებთ, 1 ს/კ პიტნა 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ, შეფუთეთ და 30-40 წუთით სითბოში გააჩერეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ ნახარში ყოველ 3 საათში დალიეთ. ღებინების დროს ნახევარი ჭიქა ან 1/3 ჭიქა ნახარში დალიეთ. ეს ნაყენი რევმატიზმის, ართრიტის და კანის ანთების დროს ცივ კომპრესებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კლიმაქსის დროს: 2 ჩ/კ პიტნის ხმელ ფოთლებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
პიტნას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, ამიტომ თავის ტკივილის და შაკიკის დროს ფართოდ გამოიყენება. რამდენიმე მეთოდი თავის ტკივილის გასაქრობად: პიტნის ახალი ფოთლები შუბლზე დაიდეთ, დააფიქსირეთ და დაწექით. შაკიკის ძლიერი შეტევის ან უბრალოდ თავის ტკივილის დროს მწიკვი დაქუცმაცებული ფოთლები, 1 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა აიღეთ. მიღებულ ნარევს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და ჩაი დალიეთ.
შეგიძლიათ ნაყენი წინასწარ მოამზადოთ და თავის ტკივილის დროს გამოიყენოთ:
- ერთ ნაწილ დაჭრილ ფოთლებს 20 ნაწილი 70%-იანი სპირტი დაასხით. 1 კვირა დააყენეთ. რეკომენდებულია 10-15 წვეთის მიღება. 20-25 წვეთი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და ნევროლოგიური ტკივილების დროს, ასევე გულისრევის დროს დალიეთ.
- მეორე ვარიანტი – პიტნის ნაყენი სამმაგ ოდეკოლონზე. 8 დღე დააყენეთ და გადაწურეთ. შუბლზე, საფეთქლებსა და კეფაზე წაისვით.
პიტნა ჰიპერტონიის დროს პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება: 1 ნაწილ პიტნას, 1 ნაწილი გვირილა და ნახევარი ნაწილი კატაბალახა დაუმატეთ. ნარევს მდუღარე წყალი დაასხით, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.
პიტნას საინჰალაციოდ იყენებენ როგორც სხვა ბალახების ნაკრების ნაწილად (გვირილა, ევკალიპტი, სალბი, დაფნის ფოთოლი) ან ზეთის სახით. პიტნა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მოქმედებაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ამ ორგანოების გასაწმენდად და კენჭების გამოსადევნად გამოიყენება. გარდა ამისა, ბაბუაწვერას ფესვებთან ერთად პიტნა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ნაღვლმდენ საშუალებად და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ამისთვის 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს, 3 ჩ/კ პიტნის ფოთლები დაუმატეთ, 200 მლ წყალი დაასხით და 5-7 წუთით ადუღეთ. თავსახურ დახურულ ჭურჭელში 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.