ჯანმრთელობა
შხამიანი პროდუქტები რომლებსაც საკვებად ვიყენებთ
ჩვენს მაგიდაზე ხშირად ხვდება ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ, ჩვენ კი ამის შესახებ პატარა ეჭვიც არ გვაქვს. საქმე შენახვის ვადაში სულაც არ არის.
შავი ანწლი
ამ ბუჩქოვანი მცენარის კენკრა ნამდვილად გემრიელი და სასარგებლოა, მისი მურაბა კი უგემრიელესია, მაგრამ, მის ფოთლებსა და ღეროს აჯობებს არ შეეხოთ – ისინი საკმაოდ შხამიანია!
თევზი ფუგუ
ეს თევზი არსებულთა შორის ყველაზე შხამიანია, მაგრამ ექსტრემალები რომლებსაც მისი გასინჯვა სურთ – მაინც მოიძებნებიან. ამ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეფ-მზარეულის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული: თუ მას ხელი ოდნავ მაინც აუკანკალდება, სერიოზული მოწამვლა გელით რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდება! განსაკუთრებულ ხიბლად ითვლება წვეთი შხამის დატოვება რათა სადილობის დროს მისი მოქმედება იგრძნობოდეს. ეს სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავლას გავს.
ნუში
ის ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო სფეროში და ბევრი მის დესერტად მირთმევაზეც არ ამბობს უარს. თუმცა თუ ეგზოტიკურ ქვეყანაში მოხვდებით და ნუშის ხეს დაინახავთ, არ ღირს მისი ნაყოფის გასინჯვა. დაუმუშავებელი ნუში ციანმჟავას შეიცავს – ის კი საკმაოდ ძლიერი შხამია.
კარტოფილი
ეს ყველაზე პოპულარული ბოლქვია – ჩვენი მაგიდის ხშირი სტუმარი! მაგრამ, გახსოვდეთ: კარტოფილში უსაფრთხო მხოლოდ ბოლქვია. მისი ფოთლები და ყვავილები ძალიან შხამიანია და თუ აგარაკზე პატარა ბავშვები მიგყავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ კარტოფილის ყვავილები და ფოთლები პირში არ ჩაიდონ.
ვაშლი
ეს ყველაზე გავრცელებული და საყვარელი ხილია, მაგრამ მისი კურკებიც ციანმჟავას შეიცავენ, მართალია გაცილებით მცირე რაოდენობით ვიდრე ნუში, მაგრამ, თუ ვაშლი ძალიან გიყვართ და დიდი რაოდენობით მიირთმევთ, ეცადეთ კურკები არ შეაყოლოთ.
სოკო
თუ საკვებში უშხამო და საკვებად ვარგის სოკოს მიირთმევთ, მაინც ვერ იქნებით დარწმუნებული მათ უსაფრთხოებაში. სოკო, ღრუბელივით იწოვს გარემოს ჭუჭყს და ის კვებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ხვდება. ეცადეთ სოკო იშვიათად ჭამოთ, ხოლო ბავშვებისთვის მისი ჭამა რეკომენდებული საერთოდ არ არის.
აბუსალათინის ზეთი
თვითონ ზეთი სრულიად უსაფრთხოა, ხოლო ნაყოფი კი შხამიანია და აჯობებს საერთოდ არ შეეხოთ.
ალუბალი
ჩვეულებრივი ალუბალი ჩვენს რეგიონში, თითქმის ყველა ბაღში იზრდება და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება მასაც შეუძლია. ალუბლის კუკრებიც ციანმჟავას შეიცავს და მართალია მოსაწამლად მინიმუმ 100 კურკის შეჭმაა საჭირო, აჯობებს მაინც არ გარისკოთ!