ჯანმრთელობა
შინაურული საშუალება ნივრით – რევმატული ართრიტის წინააღმდეგ
რევმატული ართრიტი – ეს არის დაავდება, რომელიც ავტოიმუნური, ქრონიკული ანთებითი პროცესითა და რამდენიმე სახსრის სიმეტრიული დაზიანებით ხასიათდება, მაგრამ, ამ დაავადების განკურნება სრულიად შესაძლებელია.
რევმატული ართრიტის მიზეზები
ამ დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა მისი არსებობის შემთხვევაში იმუნური სისტემა სახსრების დაზიანებას იწყებს. ჩვეულებრივ ის ქალებში უფრო ხშირია და ხანში შესულ ადამიანებს ემართებათ. იშვიათად შემთხვევებში ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში და ნებისმნიერ ადამიანს გაუჩნდეს, განურჩევლად სქესისა, რასისა და ასაკისა.
რევმატული ართრიტის სიმპტომები
ადამიანები რომლებიც ართრიტით იტანჯებიან ჩვეულებრივ დაღლას გრძნობენ. ხშირად აქვთ ცხელება. ეს დაავადება ნელა ვითარდება და მის პირველ სიმფტომებს ხშირად სხვა დაავადებებს მიაწერენ ხოლმე. სხვა ძირითადი სიმფტომებია ზოგიერთი სახსრის დაზიანება და ანთება რასაც ტკივილიც ერთვის.
ნიორი – წამალი რევმატული ართრიტის დროს
ნიორმა შეიძლება დიდი დახმარება გაგიწიოთ რევმატული ართრიტის დროს, რადგან მას ანტი ანთებით და ანტიოქსიდანტურ თვისებები აქვს. ეს ბუნებრივი მკურნალობის მეთოდი ამ დაავადებასთან და არა მარტო მასთან ბრძოლისას ნამდვილად დაგეხმარებათ.
ნიორის ტკივილგამაყუჩებელი თვისება დაგეხმარებათ ეფექტურად შეამციროთ ტკივილი, ხოლო ანტიოქსიდანტური თვისება კი თქვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებს. ქვემოთ მოყვანილია ნივრით წამლის დამზადების სამი მეთოდი ისინი თქვენი გემოვნებნისამებრ გამოიყენეთ.
დაჭყლიტეთ 2 კბილი, უმი ნიორი და ბლენდერში ჩადეთ, დაუმატეთ გაფცქვნილი ნიორი და ჩაის კოვზი თაფლი, დააბლენდერეთ და მიიღეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
დაჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი და აურიეთ ორ სუფრის კოვზ თაფლთან, დაუმატეთ წყალი გემოვნებით, მოურიეთ და დალიეთ მოგვიანებით.
ნიორი შეიძლება უშუალოდ სახსრებზე, ადგილობრივად გამოიყენოთ – შეიზილეთ სახსრებზე.
ამბობენ, რომ ეს ტკივილსა და შეშუპებას ამცირებს, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. რადგან ნიორმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით თუ დიდხანს გაიჩერებთ კანზე.