თავის მოვლა
შინაურული კრემი, რომელიც ცელულიტს მხოლოდ 7 დღეში შეამცირებს
Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ ანტიცელულიტურ კრემს. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების შეძენა, ბევრი ფულის დახარჯვა აღარ მოგიწევთ. შინაურული კრემი ეფექტური, უსაფრთხო და იაფია. სცადეთ და თავად დარწმუნდით.
ანტიცელულიტური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 100 მლ საბავშვო კრემი
- 20 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
- 3-5 წვეთი დარიჩინის ეთერზეთი
როგორც ხედავთ, მთავარი ინგრედიენტი საბავშვო კრემია. ის მეტნაკლებად უსაფრთხოა, რადგან მავნე ქიმიურ კომპონენტებს არ შეიცავს. მასში დამატენიანებელი და მკვებავი კომპონენტების იდეალური კომბინაცია შედის. ფორთოხლის ეთერზეთი ცელულიტის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლიმონის, ასევე მანდარინის ეთერზეთი, მაგრამ ფორთოხლის ეთერზეთი უფრო ეფექტურად მუშაობს.
მომზადების პროცესი მარტივია: სუფთა სტერილური, თავსახურიანი ქილა აიღეთ, 100 მლ საბავშვო კრემი ჩაასხით, თითო წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ქილას თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას 10 საათით გააჩერეთ. მაცივარში შენახვა საჭირო არაა. ყოველი გამოყენების წინ ოდნავ აურიეთ, შემდეგ წრიული მოძრაობით კანზე წაისვით.
ეს რაოდენობა მთელი კვირა გეყოფათ. აუცილებლობის შემთხვევაში ახალი პორცია ამავე რეცეპტით მოამზადეთ.