Connect with us

კულინარია

შემწვარი რძე – მარტივად მოსამზადებელი, მაგრამ უგემრიელესი დესერტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

შემწვარი რძე – რას აღარ მოიფიქრებენ იმპულსური ესპანელები! ეს გასაოცარი დესერტი გაგახარებთ თავისი პიკანტური გემოთი, სტუმრებს იგი ნამდვილად მოეწონებათ. მისი მომზადება კი ყველაზე გამოუცდელ დიასახლისსაც შეუძლია.

შემწვარი რძე

ინგრედიენტები

  • 6 ქათმის კვერცხი
  • 60 გ სიმინდის ფქვილი
  • 60 გ ხორბლის ფქვილი
  • 120 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 0.5 რძე
  • 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 100 გ შაქრის პუდრი
  • კარაქი

მომზადება

  1. დადგით რძე ზომიერ ცეცხლზე. ამავდროულად, აიღეთ კიდევ ერთი ქვაბი, გახსენით შიგნით კვერცხი, შაქარი და ვანილი.
  2. დაუმატეთ ორივე სახის ფქვილი და მოურიეთ, რათა კენჭები არ გაკეთდეს. შემდეგ დაასხით მდუღარე რძე და ურიეთ გაუჩერებლად 5-7 წუთის მანძილზე. კრემი მზადაა. იგი საკმაოდ სქელი უნდა იყოს. თუ თხევადი გამოვიდა, დაუმატეთ სიმინდის ფქვილი.
  3. წვრილი კენჭები რომ მოაშოროთ, გაატარეთ ცომი საცერში.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დაასხით მასზე მასა. როცა იგი გასქელდება, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ამოიღეთ ფორმიდან. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ სიმინდის ფქვილსა და კვერცხში, შეწვით ბევრ ზეთში ყავისფერი, ხრაშუნა ქერქის მიღებამდე.

დესერტი მზადაა შეგიძლიათ იგი შაქრის პუდრითა და დარიჩინით მორთოთ.

თუ გამბედაობა გეყოფათ და საკვებთან ექსპერიმენტებიც მოგწონთ, მოასხით ნაჭრებს ლიქიორი და ცეცხლი წაუკიდეთ. სწორედ ასე მიირთმევენ დესერტს ესპანელები.