ჰოროსკოპი
შემოდგომის ბუნიობა 2020 ნაკიან წელიწადში: პროგნოზები
შემოდგომის ბუნიობა – დრო, როცა სამყარო ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადადის. 22 სექტემბერს ბევრ ადამიანს შანსი ექნება საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიული ცხოვრება დაიწყოს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ნაკიან წელიწადში.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბუნიობა ეს არის უბრალო დრო, როცა დღის სინათლე ღამისას უტოლდება. სწორედ 2020 წლის 22 სექტემბრიდან ასტრონომიული შემოდგომა დაიწყება: ყველაფერი ზამთრისა და სიცივისკენ იმოძრავებს. გასაოცარი არაა, რომ ბევრს ბნელი ფიქრები და დეპრესია იპყრობს. მაგრამ შფოთვა არ ღირს. დღეს გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, როგორ გაუმკლავდეთ შემოდგომის დეპრესიას. ასევე გთავაზობთ შემოდგომის ასტროლოგიურ პროგნოზს, რომ საქმე უკეთ წარიმართოს.
შემოდგომის ბუნიობა ნაკიან წელიწადში
პროგნოზის თანახმად, 2020 წლის შემოდგომის ბუნიობა რთული დღე იქნება. ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადასვლა სავსე იქნება მრავალი გამოწვევით. 22 სექტემბერს წამიერმა აზრმაც კი შეიძლება ცხოვრებად რადიკალურაად შეცვალოს, რომ არაფერი ვთქვათ სიტყვებსა და ქცევებზე. 2020 წელი ნაკიანია, ამიტომ შინაგანად დამშვიდება რაც არ უნდა გვსურდეს, ჩვენ გველოდება მოვლენები, რომლებიც ბედს მკვეთრად შეცვლის.
2020 წლის შემოდგომა გამძლეობაზე ახალ გამოცდებს მოიტანს. 22 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადავა, ხოლო დღე ღამის თანასწორი გახდება. ეს ასტრონომიული მოვლენა თქვენს ყოველდღიურობაში კორექტივებს შეიტანს. როგორც წესი, შემოდგომის ბუნიობა განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ საფრთხეს მოიტანს ნაკიანი წელიწადი, რომელიც ნეგატივის კატალიზატორად ითვლება.
არ იფიქროთ, რომ სამყარო დარტყმის შეკავების და გაძლების გარეშე დაგვტოვებს. რთული პერიოდი და დაბრკოლებები ბევრი რამის გაცნობიერებაში, ცხოვრებისეული ხედვის და ჩვენი არსის შეცვლაში დაგვეხმარება. 22 სექტემბერს ნებისმიერი ფიქრი რეალობად იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ასრულდება როგორც სანუკვარი ოცნებები, ასევე შიშები. ეცადეთ ფიქრები აკონტროლოთ – თქვენ საკუთარი ცხოვრების ბატონი უნდა გახდეთ და არა მორჩილი მსახური.
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი
სიყვარული და ურთიერთობა. ბუნიობა ბალანსის წერტილია, ამიტომ კარგი შანსია, რომ პირადი ცხოვრება მოაწესრიგოთ. 22 სექტემბერი შეიძლება კარგი საწყისი წერტილი გახდეს იმისთვის, რომ ბედნიერებისკენ სვლა დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა შეიძლება გაუგებრობების, ურთიერთსაყვედურების, პრეტენზიების და წყენის ქვეშ მოექცეს. თავდასაცავად არა მხოლოდ 22 სექტემბერს, არამედ მთელი შემოდგომა ეცადეთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ, უფრო მეტი მოითმინოთ და ყოველდღიურ საქმეში უფრო მეტი ფლირტი ჩართოთ. მნიშვნელოვანია სიყვარულის, ერთგულების, ურთიერთგაგების შენარჩუნება, პროვოკაციებს არ წამოეგოთ, რომლითაც ასტროლოგიური ვითარების გამო ეს დღეები სავსე იქნება.
სამუშაო და საქმიანი საკითხები. ნაკიანი წელიწადი და შემოდგომის ბუნიობა ზოგიერთ ბიზნეს საკითხებზე შეიძლება ცუდად აისახოს. ზოგიერთი პროექტის განვითარება შეიძლება მოულოდნელად სხვადასხვა გარემოების გამო შეჩერდეს. ასტროლოგების თქმით, 22 სექტემბრიდან ნოემბრამდე დრო მნიშვნელოვანი მიზნების გადახედვას დაუთმეთ. კარგი დროა აუჩქარებელი ადაპტაციისთვის, ქცევების გამეორებისთვის და მიღწეული შედეგების გასამყარებლად. ქაოსი არ დაუშვათ, ასე ყველაფერი წარმატებულად წარიმართება და წონასწორობის და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებთ.
ფული და ხარჯი. შემოდგომის ბუნიობა ახალ ეტაპზე გადასვლის დროა, ამიტომ ძალიან ცუდი პერიოდია ინვესტიციების ჩასადებად, კრედიტის და სარისკო ქმედებების გასახორციელებლად. მსხვილი შესყიდვები ნოემბრამდე გადადეთ: ახლა სხვებს ფინანსური კეთილდღეობა არ უნდა უჩვენოთ. უმჯობესია ვალი და შოპაჰოლიზმი მოიშოროთ. 22 სექტემბერს რიტუალები და ნიშნები ძლიერი იქნება. გირჩევთ მათ გაეცნოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.