Connect with us

საკითხავი

შეკავების ლოცვა, რომლის ძალიან ხშირად წაკითხვა არ შეიძლება

ცხოვრებაში რთული პერიოდი ყველას აქვს, თუმცა ზოგიერთი რამის დამოუკიდებლად გაძლება თითქმის შეუძლებელია. მოხუცი პანსოფიას შეკავების ლოცვა სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა, როცა გვგონია, რომ არაფერი გვიშველის და მთელი ცხოვრება ბეწვზე კიდია.

შეკავების ლოცვა უხუცესი პანსოფისგან

ამ ლოცვის სერიოზულობა რომ იგრძნოთ, მისი დაწერის ისტორია უნდა იცოდეთ. ეს სულიერი ფარი, როგორც წმინდანის ლოცვას უწოდებენ, ათონელმა უხუცესმა თითქმის 15 ათასი წლის წინ დაწერა. თუმცა მისი გამოყენება გაცილებით მოგვიანებით დაიწყეს. 1840 წლის შემდეგ სამყაროში უამრავი საშინელება მოხდა და ადამიანებს მხოლოდ რწმენა ეხმარებოდათ, რომ ოდესღაც ყველაფერი დალაგდებოდა. მორწმუნეებს რთულ პერიოდში სწორედ ამ ლოცვის სიტყვები დაეხმარათ.

ლოცვასთან ბევრი რელიგიური მითია დაკავშირებული. ზოგიერთი მღვდელი მის გამოყენებას კრძალავს და მრევლს უფრო მსუბუქ ალტერნატივას სთავაზობს. ამბობენ, რომ ლოცვის წარმოთქმამდე ერთი კვირა მარხვა უნდა დაიცვათ, ასევე გონება ყოველგვარი არაარსებითისგან და ქაოსისგან უნდა გაწმინდოთ. ეს ნაბიჯები აუცილებელია, თუმცა რთული მისახვედრი არაა, რომ სუფთა გონებას და სხეულს სირთულეებთან გამკლავება უფრო ეფექტურად შეუძლია.

ნებისმიერი ლოცვის წაკითხვა ადამიანს ამშვიდებს და მშვიდობაზე განაწყობს. ასეთი მოქმედება ფიქრების დალაგებასა და სწორ გადაწყვეტილებაზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ადამიანის განწყობას და სიტუაციის მიმართ მის ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ნამდვილად გჯერათ, რომ სწორი სიტყვები დაგეხმარებათ, მაშინ ნამდვილად დაგეხმარებათ.  რა თქმა უნდა, 1-2 დღეში სასწაულებრივ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. გახსოვდეთ, რომ ლოცვის წაკითხვით პირველ ნაბიჯს დგამთ თქვენი პრობლემის გადასაჭრელად.

ლოცვა

„დიდმოწყალეო უფალო, ერთხელ შენ მოსეს მსახურის, ისუს პირით, მზის და მთვარის მოძრაობა მთელი დღე გააჩერე, სანამ ებრაელმა ხალხმა მტერზე შური არ იძია.

ერთხელ ელისე წინასწარმეტყველის ლოცვით სირიელებს დაარტყი, შეაჩერე და კვლავ განკურნე.

ერთხელ ესაია წინასწარმეტყველს უთხარი: აი, ათი საფეხურით ვაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც გადიოდა ახაზის კიბეებს და მზე ათიოდე ნაბიჯით დაბრუნდა.

ერთხელ ეზეკიელი წინასწარმეტყველის პირით შენ, უფალო უფსკრულები დახურე, მდინარეები გააჩერე, წყლები შეაკავე.

ერთხელ დანიელ წინასწარმეტყველის მარხვით და ლოცვით შენ ლომებს პირი შეუკარი თხრილში.

და ახლა შეაჩერე დრო და შეანელე ყველა ჩანაფიქრი ჩემს გარშემო ჩემი გადასახლების, გათავისუფლების, გადაადგილების და გაძევების შესახებ.

გაანადგურე ჩემი განმსჯელის ბოროტი სურვილები და მოთხოვნები, დამუწე მათი ტუჩები და გულები, ვინც ცილს მწამებს, მლანძღავს და ყველას, ვინც გმობს და მამცირებს.

მოუტანე სულიერი სიბრმავე ყველას, ვინც ჩენი და ჩემი მტრების წინააღმდეგ გამოდის.

განა შენ არ უთხარი მოციქულ პავლეს: ისაუბრე და არ გაჩუმდე, რადგან მე შენთან ვარ და არავინ დაგიშავებს ცუდს.

შეარბილე ყველას გული, ვინც ქრისტეს ეკლესიის სიკეთეს და ღირსებას ეწინააღმდეგება. დაე, არ გაჩერდეს პირი ჩემი ბოროტების სასაყვედუროდ და მართალთა და ყველა შენი მშვენიერი საქმის განსადიდებლად. დაე, აღსრულდეს ნება შენი.

რედაქციისგან

აქ, ლოცვის მხოლოდ დასაწყისია მოცემული. სრული ტექსტი სჯობს წაიკითხოთ მხოლოდ მაშინ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ და მხოლოდ მაშინ, როცა უსარგებლო ქაოსებისგან გონებას გაიწმენდთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმოქმედებს ლოცვა ისე, როგორც საჭიროა.