Connect with us

საკითხავი

შეიძლება თუ არა ბანანის ყოველდღე ჭამა

გემრიელი სასარგებლო იშვიათად არის. სწორედ ამიტომ, ორმაგად სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ეს ბანანს არ ეხება. სიამოვნების გარდა ბანანს ორგანიზმისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს.

ჩვენ ბანანის ჭამას მიჩვეული ვართ ზამთარში და გაზაფხულზე, როცა დახლებზე სხვა ხილი ნაკლებად არის. ითვლება, რომ ვაშლი, ქლიავი ან ატამი უფრო სასარგებლოა.

ბანანს უნიკალური ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომლის წყალობით მისი მოხმარება ბევრ საინტერესო ეფექტს იძლევა. დღეს ამ ყვითელი ხილის მკვებავ თვისებებზე გიამბობთ და დაგეხმარებით ნორმის განსაზღვრაში – შეიძლება თუ ბანანის ყოველდღე ჭამა?

შეიძლება თუ არა ბანანის ჭამა

რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე პლანეტაზე გაყიდვებით მეოთხე ადგილას მყოფი ხილი.

1. ბანანი – გემრიელი „ბატარეა“

ბანანი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა უნიკალური ნივთიერებებით მდიდარია. ის A, E, B6 ვიტამინებით, მანგანუმის და სპილენძის მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ის უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც დაბერების პროცესს აფერხებენ.

ბანანის ნაყოფი რბილი, ადვილად ათვისებად უჯრედისს და მარტივ შაქრებს (ფრუქტოზას და საქაროზას) შეიცავს. ბანანი სხეულს ენერგიით სწრაფად ავსებს. ამ თვისებას სპორტსმენები ძალების სწრაფად აღსადგენად ხშირად იყენებენ.

2. ბანანი გულს იცავს

კალიუმი ჩვენს კუნთებს მუშაობაში ეხმარება. მათ შორის ადამიანის სხეულის მთავარ კუნთს – გულის კუნთს, რომლისთვისაც უბრალოდ შეუცვლელია. ამ ელემენტის გარეშე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, კაპილარები, სისხლძარღვები, ნერვის უჯრედები, ტვინი, თირკმლები და ღვიძლი სრულყოფილად ფუნქციონირებას ვერ მოახერხებენ.

ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია დღეში 3 გრ კალიუმის მიღება. 100 გრ ბანანი კი ამ მკვებავი ნივთიერების 350 მგ-ს შეიცავს. ერთი წყაროდან კალიუმის ნორმის დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 5 ბანანის ჭამა მოგიწევთ.

თუმცა ეს არ დაგჭირდებათ, რადგან კალიუმი ბევრ გავრცელებულ საკვებ პროდუქტში შედის. მაგალითად, კარტოფილი, ლობიო, ავოკადო, სოკო (განსაკუთრებით ხმელი), ასევე ბალახები და მწვანილები კალიუმს შეიცავენ.

ექიმების მოსაზრებით, კალიუმის საკმარისი რაოდენობით მიღება და ნატრიუმის მოხმარების შემცირება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მნიშვნელოვან პროფილაქტიკას წარმოადგენს.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში როგორც მინიმუმ 4 გრ კალიუმს ჭამენ, გულის იშემიური დაავადებით გარდაცვალების რისკი 49%-ით უფრო შემცირებული აქვთ, ვიდრე მათ ვინც 1 გრამზე ნაკლებს კალიუმს იღებენ.

3. ბანანი განწყობას აუმჯობესებს

გასაოცარია, მაგრამ ამ ყვითელ ნაყოფს ბედნიერების გრძნობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ბანანი ამინომჟავა ტრიპტოფანის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, რომელსაც სხეული ნეირომედიატორ სეროტონინად გარდაქმნის და ამით ჩვენს გაწყობას ზრდის. ბანანის ყოველდღე ჭამის შემთხვევაში გაღიზიანება შემცირდება და დარდს მოიშორებთ.

4. ბანანი ნაწლავებს ამშვიდებს

ექიმები ბანანზე, ბრინჯზე, ვაშლის პიურესა და ტოსტზე დაფუძნებულ დიეტას ურჩევენ მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა აწუხებთ. ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ გასტრიტის, გულძმარვის და დიარეის დროს. ის დაკარგული მინერალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მასში შემავალი უჯრედისი ნაწლავების დაბალანსებულ მუშაობას ხელს უწყობენ.

5. ბანანი ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ

ბანანი უჯრედისით მდიდარია, რის გამოც მადას აქვეითებს. ის ბევრ მდგრად (რეზისტენტულ) სახამებელს შეიცავს.

ასეთი სახამებელი მსხვილ ნაწლავში თითქმის გადაუმუშავებელი აღწევს. სისხლში შაქრის რაოდენობა ნელა იწევს და არც ისე ძლიერად, ამიტომ რაციონში ბანანის ჩართვა ინსულინის მიმართ მგრძნობელობას აუმჯობესებს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით ბანანი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესის შოკოლადით და ჩიფსებით დათრგუნვის შესაძლებლობას არ მოგცემთ და შედეგად ჭარბი წონისგან დაგიცავთ.

6. ბანანმა შეიძლება შაკიკი და ალერგია გამოიწვიოს

არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ მგრძნობიარე ადამიანში ბანანს შაკიკის გამოწვევა შეუძლია. ამ შემთხვევაში ნორმა დაიცავით და ყოველდღე ნახევარ ბანანზე მეტი არ მიირთვათ. და ბოლოს, ზოგიერთ ადამიანს ბანანზე ალერგია აქვთ, მათ ქავილი, შეშუპება და სიწითლე აღენიშნებათ.

ორგანიზმისთვის ბანანის სარგებელი უდავოა, მაგრამ მისი ჭარბად მოხმარება მაინც არ ღირს. ის საკმაოდ კალორიულია ხილია – 100 გრ ბანანი 85-90 კალორიას შეიცავს.

ის, ვინც სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევს, შეუძლია დღეში 1-2 ბანანი მიირთვას, მაგრამ ამასთან რაციონიდან ტკბილეული, ასევე სახამებლის შემცველი პროდუქტი, მაგალითად კარტოფილი, მაკარონი და ფქვილის შემცველი ნაწარმი უნდა გამორიცხოთ.

დანარჩენებისთვის ბანანის მოხმარების ყოველდღიური ნორმა შეგიძლიათ გამოთვალოთ იმის განსაზღვრებით, თუ რომელი ნივთიერების გადაჭარბებამ შეიძლება ორგანიზმს პოტენციური საფრთხე შეუქმნას. პირველ რიგში, ესაა კალიუმი, მაგნიუმი და B6 ვიტამინი.

1 საშუალო ზომის, 160-200 გრამის ბანანი B6 ვიტამინის დღიური ნორმის 56%-ს შეიცავს. აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბანანის მაქსიმალური მოხმარება დღეში 2-3 ცალია. კალიუმის დღიურ ნორმას დაახლოებით 4-5 ბანანი, ხოლო მაგნიუმის – 4 ბანანი შეიცავს.

რა თქმა უნდა, თუ ერთხელ დღეში 10 ბანანს მიირთმევთ, ამით ცუდი არაფერი მოხდება. თუმცა ნორმის სისტემატიური გადაჭარბება ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე სარგებელს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ კალიუმის და მაგნიუმის გადაჭარბება უფრო სახიფათოა, ვიდრე მათი დეფიციტი.