Connect with us

ტესტები

შეამოწმეთ თქვენი აღქმა და იპოვეთ ზედმეტი სურათში მხოლოდ 1 წუთში

ყოველდღიურ ქაოსში ხშირად გვავიწყდება, რამდენად სწრაფად მუშაობს ტვინი. ერთ დღეში იმდენ დავალებას ვასრულებთ, რომ მათზე კონცენტრირების დრო არ გვაქვს. ბევრი დეტალი უყურადღებოდ გვრჩება. მხედველობის სიმკვეთრე და აღქმა რომ შეინარჩუნოთ, Аlltime.ge–ს რედაქცია მარტივი ვიზუალური ტესტის გავლას გირჩევთ.

გთავაზობთ საინტერესო სურათებს, რომლებიც დაგეხმარებათ შეამოწმოთ, რამდენად მახვილი მზერა გაქვთ.

ვიზუალური ტესტი

ზოგჯერ საკუთარი აღქმის ობიექტურად შეფასება რთულია. ამისთვის სხვადასხვა ვიზუალური ტესტები არსებობს. ასე საკუთარ თავს შეამოწმებთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. რა გჭირდებათ ტესტის გასავლელად? ცოტა დრო და კონცენტრაცია. საკუთარი თავი გამოიწვიეთ და დავალების 5 წუთში შესრულება სცადეთ.

მოცემულია 5 სურათი. თითოეულ მათგანში ზედმეტი გამოსახულებაა, რომელიც სწრაფად უნდა მოძებნოთ. სულ 5 წუთი გაქვთ. პასუხებს წინასწარ არ შეხედოთ, რადგან ასე ინტერესი დაიკარგება. მზად ხართ? მაშინ დაიწყეთ.

მხიარული მაიმუნები

გახურებით დავიწყოთ. ამ მომღიმარ მაიმუნებს შეხედეთ. ძალიან მხიარულები არიან. მათ შორის ერთი გამოირჩევა. შეგიძლიათ იპოვოთ?

ვფიქრობთ, მარტივად ამოხსენით. რა თქმა უნდა, მაიმუნმა მეორე რიგში ბანანი დაკარგა. თუ იპოვეთ, გააგრძელეთ.

გოგონა წიგნით

გიყვართ კითხვა? სიტყვაზე, კითხვა კონცენტრაციას ზრდის. კარგ წიგნთან დროის გატარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მთელი ყურადღება განსხვავებულ გოგონას დაუთმეთ. დრო წავიდა.

იპოვეთ განსხვავება? რა თქმა უნდა, გოგონას ბოლო რიგში ოდნავ განსხვავებული ვარცხნილობა აქვს.

სენსორული გადატვირთვა

ყოველდღე ამას განვიცდით სოციალური ქსელების სქროლვით და ახალი ამბების წაკითხვით. ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არ გამოგრჩეთ, აღქმა ავარჯიშეთ. შეძლებთ ზედმეტი ასოს პოვნას?

ეს რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ასო C მეხუთე რიგში იპოვეთ.

ფერები შემატეთ

აი, ყველაზე რთული ამოცანა. ფერადი ჩიტები ყურადღებას იქცევს. ამ ფერებს შორის ზედმეტის მოძებნა რთულია. ყველაფერი დეტალებში იმალება, უბრალოდ ყურადღებით დააკვირდით.

ჩიტები მშვენიერია. ჩიტი ბოლო რიგში სხვებზე უფრო ფერადია. მისი შეფერილობა სხვებისგან განსხვავებულია.

მეტი გაიღიმეთ

გზის უმეტესი ნაწილი გავლილია. ბოლო გამოსახულება დარჩა. ამ მომღიმარ ხალხს შეხედეთ და თქვით, ვინ არის ზედმეტი.

გაიღიმეთ, რადგან ტესტი დასრულდა. ვფიქრობთ, რომ უკვე იპოვეთ თვალჩაკრული ადამიანი მეორე რიგში.

ტესტის შედეგები

თუ ტესტს 5 წუთში გაუმკლავდით, მაშინ თქვენი მხედველობა ისეთი მახვილია, როგორც არასდროს. მთელ ამ რუტინაში მნიშვნელოვან დეტალებს უყურადღებოდ არ ტოვებთ. თუ უფრო მეტი დრო დაგჭირდათ, მაშინ თქვენი აღქმა ავარჯიშეთ. გირჩევთ, რომ კიდევ ერთი ვიზუალური ტესტი გაიაროთ.

Advertisement