Connect with us

ჯანმრთელობა

ყურადღება! საშიში ხალები!

ალბათ ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, საშიშია თუ არა ხალები, რომელიც თითქმის ყოველ ჩვენგანს აქვს. მართალია თავად ხალები აბსოლუტურად უსაფრთხოები არიან, მათი ფორმისა და ზომისგან დამოუკიდებლად, უნდა გვახსოვდეს იმის შესახებ, რომ განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედებით მათი ავთვისებიან სიმსივნედ გადაქცევის შანსი საკმაოდ მაღალია. თავის დროზე ავთვისებიანი ხალები კანის კიბოს იწვევს, არადროულმა მკურნალობა კი შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.

ხალი მაშინ ფორმირდება როდესაც კანის რომელიმე ნაწილზე მელანოციტების წარმოქმნა იწყება – პიგმენტური უჯრედების. სწორედ ამიტომ ხალებს სავი ან ყავისფერი ფერი აქვთ, იშვიათ შემთხვევებში კი წითელი ან მოლურჯოც კი ხდება. ხალების გაჩენისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადაეცემა, თუმცა მათი რაოდენობა მზეზე გატარებულ დროზეა დამოკიდებული – ბავშვობასა და ახალგაზრდობაში. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებიც, მაგალითად, ორსულობაც შეიძლება ხალების წარმოქმნის მიზეზად იქცეს.

როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალი

თავად ხალი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ჯანმრთელობისთვის ზიანს არ წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ა ტიპური უჯრედებისგან შედგება, რაც შეიძლება კანის სიმსივნის გაჩენის მიზეზად იქცეს. ისინი შემდეგი ნიშან- თვისებებით ხასიათდებიან:

  • ასიმეტრია
  • მაღვრეული მოხაზულობა
  • რამდენიმე ფერი
  • დიდი ზომა
  • დროის განმავლობაში ცვლილებები

ნორმალური ხალი უნდა იყოს პატარა, სიმეტრიული, წრიული ან ოვალური მოხაზულობის. ამ პარამეტრებიდან რომელიმეს ცვლილება თუ შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – დერმატოლოგს ან ონკოლოგს. განსაკუთრებით დიდი ყურადრება უნდა მიაქციოთ ისეთ ცვლილებას, როგორიცაა: ქავილი, ტკივილი, შეუშუპება ან სისხლდენა.

ყოველს ადამიანს, რომელსაც სხეულზე ბევრი ხალი აქვს – 40 ან მეტი – აუცილებლად რეგულარულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მან პაციენტის კანის მდგომარეობის გაკონტროლება შეძლოს. სპეციალისტის გამოცდილი თვალი პრაქტიკულად ერთი შეხედვით შეამჩნევს ნებისმიერ ცვლილებას. თუ ექიმი ხალის მოცილებას შემოგთავაზებთ, ეს ნიშნავს, რომ ის პროფილაქტიკურ სვლას აკეთებს და არ იფიქროთ, რომ ონკოლოგიამ უკვე დაიწყო ორგანიზმში განვითარება.

საშიში ხალების მოცილება

საეჭვო ხალების მოცილების მეთოდი მათ ზომაზეა დამოკიდებული. მცირე ზომის ხალებს ანის მოცილების მეშვეობიტ ახდენენ, დიდებს კი სკალპელით. ლაზერით ხალის მოცილება მხოლოდ მათთვის არის რეკომენდებული ვისაც კოსმეტიკური მიზნები აქვს, თუმცა ლაზერიტ მომწვარი უჯრედების შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლებასიმსივნის დაწყების შესაძლო შემთხვევა მხედველობიდან გამორჩეს ექიმს. ერთადერთი რასაც ნამდვილად და არავიტარ შემთხვევაში არ უნდა ეცადოტ – დამოუკიდებლად ხალის მოცილებაა!

ხალის მოცილები შემდეგ, 2 კვირა უარი თქვით სპორტით დაკავებაზე და თავი აარიდეთ დაზიანებული ადგილის დასველებას. 2 კვირის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ და არ დაგავიწყდეთ, დარცენილი ხალების მდგომარეობის კონტროლი!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.