Connect with us

საკითხავი

ყოველი შემთხვევისთვის! ღილაკების 13 საიდუმლო კომბინაცია, რომელიც ბევრმა არ იცის

კომპიუტერთან მუშაობის დროს ღილაკების ეს კომბინაცია აუცილებლად გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთებას მაუსის დახმარებითაც შეძლებთ, მაგრამ რატომ არ უნდა გავიმარტივოთ ცხოვრება და გავაუმჯობესოთ უნარები?

დღეს გთავაზობთ ღილაკების კომბინაციას კომპიუტერის კლავიატურაზე, რომელიც კომპიუტერთან მუშაობას გაამარტივებს და დროს დაგიზოგავთ.

ღილაკების კომბინაცია კლავიატურაზე

F2

ამ ღილაკის დახმარებით ფაილის და ფოლდერის სახელის შეცვლას მარტივად შეძლებთ. ამისთვის მხოლოდ ერთი დაჭერა დაგჭირდებათ.

ALT + F4

ეს კომბინაცია ფანჯრის ან პროგრამის სწრაფად დახურვაში დაგეხმარებათ.

ALT + Backspace

შემთხვევით ტექსტის ნაწილი წაშალეთ? არ ინერვიულოთ, ამ კომბინაციის წყალობით მის აღდგენას შეძლებთ.

CTRL + Shift + N

მრავალფუნქციური კომბინაცია. მასზე დაჭერით სამუშაო მაგიდაზე (ან სხვა ფოლდერში) ახალ ფოლდერს შექმნით. ხოლო Google Chrome-ში ეს კომბინაცია ახალ ფანჯარას ხსნის.

CTRL + T

ეს კომბინაცია ნებისმიერ ბრაუზერში ახალ ფანჯარას ხსნის.

CTRL + Shift + T

შემთხვევით მნიშვნელოვანი ფანჯარა დახურეთ? ეს კომბინაცია ბოლო, დახურულ ფანჯარას აღადგენს.

ALT + TAB

სასარგებლო კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ყველა გახსნილ ფანჯარას შორის გადაადგილდეთ.

CTRL + Esc

ხსნის მენიუს „დასაწყისი“.

Windows + L

ბევრი ფიქრობს, რომ ღილაკი win უსარგებლოა, მაგრამ ეს ასე არაა. მაგალითად, ამ კომბინაციის წყალობით სისტემიდან სწრაფად გამოსვლას შეძლებთ. ეს ფუნქცია სასარგებლოა მათთვის, ვინც სამუშაო სივრცეს ხშირად ტოვებს და არ სურს, რომ მისი კომპიუტერით ვინმემ ისარგებლოს.

Windows + M

კიდევ ერთი საინტერესო კომბინაცია Win ღილაკთან, რომელიც მრავალრიცხოვანი ფანჯრებისგან დაისვენებთ. ერთი დაჭერა და სამუშაო სივრცეზე ყველა ფანჯარას ჩახურავთ.

Windows + TAB

კომბინაცია, რომელიც ამ მომენტში ყველა გახსნილი ფანჯრის დანახვის საშუალებას მოგცემთ.

Shift + Delete

სასარგებლო კომბინაცია, მაგრამ მისი გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოთ. ის სანაგვე ყუთიდან ფაილებს შლის, თუმცა მათ უკან დაბრუნებას ვეღარ მოახერხებთ.

CTRL + ALT + DEL

კლასიკის გახსენება ზედმეტი არ იქნება. ეს კომბინაცია ჯადოსნური ჯოხია. ის ამოცანების მართვის პანელს ხსნის.

ახლა უკვე ღილაკების შესანიშნავი კომბინაციის შესახებ იცით. გირჩევთ დაიმახსოვროთ და ყოველთვის გამოიყენოთ. მათი რეგულარული გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ სამუშაო გამარტივდა და უფრო მეტი დრო დაგრჩათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.