Connect with us

საკითხავი

ყოველთვის სასიამოვნო სუნი სააბაზანოში: ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ხრიკი

ძველი სახლი, ცუდი ვენტილაცია, უხარისხო მილები და ბევრი სხვა მიზეზი სააბაზანო ოთახში უსიამოვნო სუნს იწვევს. გირჩევთ, პრობლემები მოაგვაროთ, თუ ამის გაკეთება შეგიძლიათ. ასევე გამოიყენეთ ხრიკი, რომელიც კარგი სუნის შექმნაში დაგეხმარებათ.

სასიამოვნო სუნი სააბაზანოში

უნიტაზის საწმენდად განსაკუთრებული თხევადი ნარევი უნდა მოამზადოთ. ნარევი უნივერსალურია და მთელი სააბაზანოს საწმენდად გამოგადგებათ. თხევადი ფხვნილის, უბრალო მარილის და ძმრის კოქტეილი ნებისმიერ ჭუჭყს აქრობს. ხრიკით საყოფაცხოვრებო ქიმიაზე ფულის დაზოგვას შეძლებთ.

კომპონენტები:

  • 1 ლ თხევადი ფხვნილი
  • 1 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ ძმარი

ხელთათმანი გაიკეთეთ, კომპონენტები აურიეთ და უნიტაზი გაწმინდეთ. ნარევის ნაწილი უნიტაზში ჩაასხით, ნაწილი სხვა რამის გასაწმენდად გადადეთ.

ჯაგრისით კარგად გახეხეთ და უნიტაზის შიდა კედლები კარგად გაწმინდეთ, რომ ჩამჯდარი ნადები მოაშოროთ. უხარისხო წყალი ყვითელ კვალს ხშირად ტოვებს. ხელნაკეთი სარეცხი საშუალება უსიამოვნო ნადებს აშორებს. პატარა ჯაგრისით ან ჩვრით უნიტაზის საჯდომის ქვეშ ნაწილები გაწმინდეთ.

უნიტაზის ავზი უყურადღებოდ არ დატოვოთ. თხევადი ფხვნილით დაამუშავეთ. უნიტაზის სხვა დეტალებიც გაწმინდეთ. საჭირო ზომის ჯაგრისები და ღრუბლები წინასწარ მოიმარაგეთ, სანამ სანტექნიკას გაწმენდთ. თუ სასიამოვნოს სუნის მიღება გსურთ, უნიტაზი ყოველი გაწმენდის შემდეგ ხელნაკეთი საშუალებით ჩარეცხეთ.

ეფექტური ნარევი მთელი სააბაზანოს გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხელნაკეთი სარეცხი საშუალება ძველ ჭუჭყსაც ეფექტურად უმკლავდება.

Advertisement