Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაფერი თევზის ქონის შესახებ – სარგებელი, ზიანი და მიღების წესები

თევზის ქონს ვირთევზას და სხვა თევზის ღვიძლისგან მოიპოვებენ.

პროდუქტი A და D ვიტამინის წყაროა.

თევზის ქონს 18-20 საუკუნეებში რაქიტის სამკურნალოდ იყენებდნენ – დაავადება, რომელსაც D ვიტამინის დეფიციტი იწვევს.

თევზის ქონი ჯანსაღი კვების მაღაზიებში ვიტამინების დანამატის სახით იყიდება. მას სახსრების ტკივილის დროს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.

თევზის ქონის შემადგენლობა და კალორიულობა

თევზის ქონი ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდის ნაკრებს წარმოადგენს და ბევრ ვიტამინს შეიცავს.

A ვიტამინი – 3333,3% დღიური ნორმა 100 გრამში. იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვანია. რეპროდუქციულ ფუნქციას არეგულირებს, კანის და მხედველობის ორგანოების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

D ვიტამინი – 25000 % დღიური ნორმა 100 გრამში. ბევრ პროცესში მონაწილეობს – დაწყებული სურდოს და გრიპის თავიდან აცილებით, დამთავრებული 16 სახეობის კიბოს მკურნალობით. D ვიტამინი ტვინს მძიმე ლითონებისგან, მათ შორის ვერცხლისწყლისგან, წმენდს. ამ ვიტამინის დეფიციტი აუტიზმს, ასთმას, 1-ელი და მე-2 ტიპის დიაბეტს, ასევე კალციუმის ცვლის დარღვევას იწვევს.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა – 533,4% დღიური ნორმა 100 გრამში. თევზი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას ფიტოპლანქტონის მოხმარებით ღებულობს, რომელიც მცირე წყალმცენარეებს შთანთქავს. ეს ანტიოქსიდანტები ანთებას აქრობენ და სისხლძარღვებს აძლიერებენ.

E ვიტამინი – ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რეპროდუქციულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი.

თევზის ქონი სხვა მინერალებს და ვიტამინებს უფრო მოკრძალებული რაოდენობით შეიცავს.

თევზის ქონის კალორიულობა – 1684 კალორია 100 გრამზე.

როგორი სახით არსებობს თევზის ქონი

თევზის ქონს 2 ფორმით უშვებენ: კაფსულები და სითხე.

თხევადი სახით მუქი ფერის მინის ქილაშია შეფუთული, რომ სინათლის მავნე მოქმედება თავიდან აიცილოს.

კაფსულებს ჟელატინისგან ამზადებენ. თევზის ქონის სარგებელი კაფსულებში არ იცვლება, მაგრამ ამ სახით მისი გამოყენება მოსახერხებელია. თევზის ქონს კაფსულებში თევზის სუნი ნაკლებად აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამოყენების წინ საყინულეში შედეთ.

თევზის ქონის სარგებელი

ჩრდილოეთ ევროპაში მცხოვრებმა ადამიანებმა თევზის ქონის სასარგებლო თვისებების შესახებ იციან. მას ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დასაცავად იყენებდნენ. პროდუქტი რევმატიზმს, სახსრების და კუნთების ტკივილს უმკლავდება.

თევზის ქონის უნიკალური თვისებები ანთებას აქრობს, ართრიტის დროს ტკივილს ამცირებს, შფოთვას და დეპრესიას ებრძვის, ტვინისა და თვალის მუშაობას უზრუნველყოფს.

სახსრებისა და ძვლებისთვის

თევზის ქონი კუნთების ტკივილისა და კრუნჩხვების დროს დაგეხმარებათ. რევმატოიდული ართრიტის დროს ზოგიერთი სახის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს ცვლის.

მთელი ცხოვრება მისი გამოყენება სიბერეში ძვლების მინერალურ სიმკვრივეს ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის – ის პოსტ-მენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზს თავიდან აგაცილებთ.

გულისა და სისხლძარღვებისთვის

თევზის ქონის ყოველდღიური გამოყენება გულის და ჰიპერტონიის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. პროდუქტი სისხლძარღვების ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ლიპიდების რაოდენობას ამცირებს და ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

ნერვებისა და ტვინისთვის

აუტიზმი, გაფანტული სკლეროზი, უძილობა, შაკიკი, დეპრესია, შიზოფრენია – ამ დაავადებების თავიდან აცილებაში თევზის ქონი დაგეხმარებათ. ის შფოთვას ამცირებს, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ალცჰაიმერის დაავადებას აფერხებს.

დიეტური დანამატის სახით თევზის ქონი სტრესულ პირობებში აგრესიას თავიდან აგაცილებთ.

თვალისთვის

ის ბევრ A ვიტამინს შეიცავს, ამიტომ რეგულარული გამოყენებით სმენის დაქვეითებას და ახლომხედველობის საფრთხეს თავიდან აიცილებთ.

ფილტვებისთვის

თევზის ქონი – ზედა სასუნთქი გზების, გრიპის, სურდოს, ტუბერკულოზის და ასთმის საწინააღმდეგო საშუალება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლისთვის

D ვიტამინი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, გასუქების და კრონის დაავადების რისკს ამცირებს. რეგულარული მიღება ღვიძლს გააძლიერებს და მას ტოქსინებისგან გაწმენდს.

პანკრეასისთვის

დანამატს 1-ელი და მე-2 ტიპის დიაბეტის დროს პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

სასქესო სისტემისთვის

თევზის ქონი სასქესო სისტემის მუშაობას აუმჯობესებს – სტაბილური ჰორმონალური ფონი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის არსებობით აიხსნება.

E ვიტამინი კისტოზური ფიბროზას განვითარების ალბათობას ამცირებს.

კანისთვის

თევზის ქონი ფსორიაზის და ეგზემას დროს გარეგანი გამოყენებისთვის ეფექტურია.

შინაგანი გამოყენება მზის დამწვრობის რისკს ამცირებს.

იმუნიტეტისთვის

თევზის ქონი სიმსივნის, სეფსისის, ანთებისა და ნაადრევი სიბერისგან დაგიცავთ. პროდუქტი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი და ანთებას ამცირებს.

თევზის ქონი გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მას ფსიქიკური აშლილობის თავიდან აცილება და შიზოფრენიის სიმპტომების შემცირება, კანისა და ღვიძლის ჯანმრთელობის ხელშეწყობა შეუძლია.

როგორ მივიღოთ თევზის ქონი

თევზის ქონის თითქმის ყველა წარმოება 400-დან 1200 ME სუფრის კოვზ D ვიტამინს და 4 000-დან 30 000 ME A ვიტამინს შეიცავს.

D ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა:

ბავშვები – მაქსიმუმ 200 -600 ME, ასაკის მიხედვით;

ზრდასრულები – 2000-დან 10 000 ME დღეში, წონის, სქესის, კანის ფერის და მზის ზემოქმედების მიხედვით

ხანდაზმულები – 3000 ME;

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები – 3500 ME.

თევზის ქონის დოზები მისი მიღების მიზნის მიხედვით იცვლება. ზოგადი ჯანმრთელობისთვის 250 მგ თევზის ქონი საკმარისია, რომლის მიღებას საკვებში თევზის დამატებით შეძლებთ.

თუ მიზანი დაავადებებთან ბრძოლაა, დღეში 6 გრ თევზის ქონი მეტნაკლებად ეფექტური იქნება.

რაციონში რაც უფრო მეტ თევზის ქონს მიიღებთ, მით უფრო ნაკლების დამატება დაგჭირდებათ.

საშუალო ადამიანისთვის დღეში დაახლოებით 500 მგ მიღება საკმარისია, ხოლო გულის დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით მისი დოზა 4000 მგ-მდე უნდა გაზარდოთ.

ორსულმა ქალებმა თევზის ქონის მიღება დღეში მინიმუმ 200 მგ-ით უნდა გაზარდონ.

სჯობს სწორი დოზა ექიმთან შეათანხმოთ.

თევზის ქონი წონაში დასაკლებად

თევზის ქონი სხეულის მასაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ღვიძლს, სისხლძარღვებს და საჭმლის მონელების ორგანოებს აჯანსაღებს. ასეთი ჯანსაღი ორგანიზმი წონას სწრაფად იკლებს.

თევზის ქონის საუკეთესო მწარმოებლები

თევზის ქონის მწარმოებელი მთავარი ქვეყნები ნორვეგია, იაპონია, ისლანდია და რუსეთია. წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ფერმენტაცია, რომელიც მკვებავ ნივთიერებას ხელმისაწვდომს ხდის. ზოგიერთი მწარმოებელი გემოს გამაძლიერებელს უმატებს, ზოგი პიტნის ან ლიმონის ნატურალურ ექსტრაქტს.

რუსული ბრენდი „მიროლა“ თევზის ქონს E ვიტამინით ამდიდრებს. კიდევ ერთი რუსული ბრენდი „ბიაფიშენოლი“ ცნობილია იმით, რომ ორაგულის თევზის ქონს იყენებს.

ამერიკული თევზის ქონი „სოლგარი“ სპეციალურად ორსულებისთვის არის განკუთვნილი. ნორვეგიული „კარლსონ ლაბსი“ 50 წელს ზემოთ ქალებისთვის არის გათვლილი.

საუკეთესო მეთოდი თევზის ქონის მწარმოებლის ასარჩევად – ექიმს გამოცდილი ბრენდის შესახებ კითხეთ.

თევზის ქონის ზიანი და უკუჩვენება

დოზის გადაჭარბების შესაძლო შედეგები:

  • A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი და ტოქსიკურობა;
  • ტოქსინების დაგროვება. მსოფლიო ოკეანის დაბინძურების გამო თევზის ქონის მიღება შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. ის ცხიმებსა და თევზის ქონებში გროვდება. განსაკუთრებით ეს ვერცხლისწყალს ეხება.
  • ალერგია. თევზსა და მოლუსკებზე ალერგიის მქონე ადამიანებში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები – ბოყინი, გულისრევა, თხევადი განავალი და კუჭის აშლილობა.

დანამატმა შეიძლება სისხლის შედედება შეამციროს. თევზის ქონი მცირე დოზებით გამოიყენეთ ან სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების (ასპირინი, ვარფარინი ან კლოპიდოგრელი) დროს მისი მიღება დროებით შეწყვიტეთ.

იშვიათ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე იზრდება, უძილობის და წონის მომატების სიმპტომები გაჩნდა.

როგორ ავარჩიოთ თევზის ქონი

დღეისთვის ხელმისაწვდომი ბევრი დანამატი შემავსებელს ან სინთეტიკურ ინგრედიენტებს შეიცავს. ის შეიძლება იყოს მწარე და ცხიმოვანი მჟავის სწორი კომბინაცია არ ჰქონდეს.

შეიძინეთ თევზის ქონი, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, ასტაკსანტინი. ასეთი პროდუქტი არ დამჟავდება.

როგორ შევინახოთ თევზის ქონი

თევზის ქონი შეიძლება დამჟავდეს, თუ მას მზეზე ან სიცხეში დატოვებთ, ამიტომ ყოველთვის ცივ ადგილას შეინახეთ.

თევზის ქონის ბოთლი ან კაფსულა მაცივარში შეინახეთ, რომ ის არ გაფუჭდეს. არ მიიღოთ, თუ ოდნავ მომწარო გემო ექნება.

ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და თევზის ქონი, როგორც სასარგებლო დანამატი მთელი ოჯახის ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ. მისი უნიკალური შემადგენლობა ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.