Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე მისტიური ზოდიაქოს ნიშანი

ეს განადგურებისა და სიკვდილის, გარდასახვისა და ტრანსფორმაციის ნიშანია, რომელიც არც სხვებს ინდობს და არც საკუთარ თავს. მის წარმომადგენლებს ძლიერი ენერგეტიკა, ნებისყოფა, რკინის ხასიათი, სექსუალობა, დიდი ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობა ახასიათებს. გამოირჩევიან მაგნეტიზმითა და მეომრული ხასიათით.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციის გადალახვა შეუძიათ, ყველაზე საშიში პრობლემები და წინაღობებიც კი ვერ აშინებენ მათ, ისინი დაბადებიდანვე უდიდესი ენერგიით არიან დაჯილდოვებულნი. როდესაც ადამიანთა უმეტესობა ფარ-ხმალს ყრის, ისინი სწორედ მაშინ იწყებენ ახალ შეტევას და თავით გადაშვებას. ყველაზე რთულ სიტუაცისაში ისინი საკუთარ პოტენციალს უკეთ წარმოაჩენენ.

ზოდიაქსო ამ ნიშნის გარეშე ნებისმიერ კოლექტივში ყოფნა მოსაწყენი იქნება. მართალია მათ ინტრიგების ხლართვა და ჭორების გავრცელება უყვართ, მაგრამ ცხოვრებას ესეც უფრო საინტერესოს ხდის. ისინი არაფორმალური ლიდერები და რუხი კარდინალები არიან, თუ ომში მონაწილეობთ აჯობებ ეს ადამიანი თქვენს მხარეს იყოს და არა თქვენს წინააღმდეგ.

ასეთ ადამიანთან მტრობა ძალიან ცუდი იდეაა. მათ უდიდეს ფსიქიკური ძალა აქვთ რომელსაც ადამიანის ნებისყოფის დათრგუნვა შეუძლია, ისინი ადამიანის ემოციებსა და ქვეცნობიერზე ზემოქედებენ. მათ ზალიან განვითარებული ინტუიცია აქვთ და მას წარმატებით იყენებნ. ზოდიაქოთა შორის ისინი ყველაზე ხშირად ფლობენ ექსტრასენსორულ უნარებს. თუ ამ ორ ნიჭს გააერთიანებენ მათი დამმარცხებელი არავინ იქნება.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წამროამდგენლები სავსე ცხოვრებისკენ მიისწრაფვიან, მათ სურთ ცხოვრებისგან მაქსიმალური მიიღონ. სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე ყოფნის დროს სხვისი არგად ყოფნა მათში ბოღმას იწვევს. თუ ადამიანის სუსტ წერტილს იპოვიან ამას აქტიურად გამოიყენებენ და მსხვერპლს დაუნდობლად გაანადგურებენ.

ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანებით მანიპულირებს, მასთზე ზემოქმედებს, თუმცა ზოგერ გაუცნობიერებლადაც. მათში აზრის ძალა ძალიან განვითარებულია, მათ ადამიანური ამსების მართვაც შეუძლიათ.

მათი განვითარება და შემდეგ საფეხურზე გადასვლა მხოლოდ პრობლემებს გადალახვით, კრიზისების გავლით ხდება. ყოველი კრიზისის შემდეგ უფრო ძლიერები და უკეთესები ხდებიან, მათ მომხდარის დავიწყება, წაკითხული წიგნის მარტივად დახურვა და ცხოვრების გაგრძელება ძალიან იოლად გამოსდით. არ ეშინიათ წინაღობების. კარგად ხედავენ ზღვარს “კარგს” და “ცუდს” შორის.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც როდესაც ეს ზოდიაქოს ნიშანი ამ სამყაროში მოდის, მათი დაბადების დღეს ან რამდენიმე დღის განმავლობაში მათ საგვარეულოში ვინმეს გარდაცვალება ხდება. ამგვარად მათ ზეციდან დამატებითი ენერგია მიეწეოდებათ, რომელიც მათ პირად ძალებს აძლიერებს. ეს უბრალოდ ლეგენდაა, რომლის დასტურიც გარშემო არავის აქვს.

ზოდიაქოს ამ ნიშნას მარსი და პლუტონი მფარველობენ და საუბარი რა თქმა უნდა მორიელზე იყო…

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.