Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე გავრცელებული მითები კუროს შესახებ, რომელთაც დღეს გავაქარწყლებთ

ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად კუროს ხშირად მცდარ თვისებებს აწერენ.

რთულია იმის თქმა, თუ რატომ ხდება ასე. ალბათ, ბევრი საეჭვო წყაროდან წამოსული საპირისპირო ინფორმაცია გაუგებრობას იწვევს ან საზოგადოება კუროს ქცევას არასწორად იგებს.

ყოველ შემთხვევაში ამ ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი დახასიათება ძალიან უსამართლოა. დღეს კუროსთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითების გაქარწყლებას ვეცდებით.

კუროს ხასიათი

1. სიფიცხე

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფეთქებად პიროვნებად მიიჩნევენ, არადა მას სხვებზე უკეთ შეუძლია ემოციების გაკონტროლება. სწორედ ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ფიცხია.

თუ მასში საპირისპირო დაინახეთ – გამოდის, დიდი ალბათობით, კუროს მისი ცხოვრების რთულ და წარუმატებელ პერიოდში შეხვდით.

ხშირად ასეთ რთულ პერიოდში კურო უფრო ჩაკეტილი ხდება, ვიდრე სხვებზე გაბრაზებული.

სხვა დანარჩენ დროს კურო ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო და მეგობრული მოსაუბრეა.

2. ეჭვიანობა

კუროს ეჭვიან ზოდიაქოს ნიშნად თვლიან, თუმცა მსგავსი დახასიათება გაუმართლებელია.

ის ახლობლებთან, განსაკუთრებით მეორე ნახევართან ნამდვილად ძალიან მიჯაჭვულია. ეს იმიტომ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მუდმივობისა და უსაფრთხოებისკენ ისწრაფვის. თუმცა ამას ეჭვიან მესაკუთრეობაში ვერ ჩავუთვლით.

თუ ცხოვრების დაკავშირებას კუროსთან გადაწყვეტთ, ბედნიერი იქნებით, რადგან კუროს სხვებზე უკეთ შეუძლია სიყვარულის და სითბოს გაზიარება.

3. სიზარმაცე

ბევრი კუროს პასიურობას სიზარმაცედ აღიქვამს, თუმცა ეს თვისება მას არ ახასიათებს.

კურო გადაწყვეტილებას ნელ იღებს და ნელა მოქმედებს, რაც დიდი სიფრთხილით არის განპირობებული და არა სიზარმაცით.

ის საეჭვო თავგადასავლებში არ გაებმება, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა კუროს რისკზე წასვლა შეუძლია, თუ საქმე ამას მოითხოვს.

კურო ერთ–ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია. უბრალოდ ამის საჩვენებლად უფრო მეტი დრო და პირადი სივრცე სჭირდება.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.