ყვავილები
ყვავილებს რეგულარულად ნიორს ვუმატებ: ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს
ბებიამ მცენარეები ბავშვობიდან შემაყვარა. მახსოვს, რომ მასთან არდადეგებზე ჩავდიოდი და ეზოში კლუმბებს ვუვლიდი. ყველაზე მეტად ოთახის მცენარეების მოვლა მომწონდა. მოგვიანებით, როცა გავიზარდე, საკუთარ სახლში ნამდვილი ბოტანიკური ბაღი მოვაწყვე. სხვათა შორის, ზოგიერთი ყვავილი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ყვავილობს. სიმართლე გითხრათ, ბევრი მცენარის მოვლა რთულია, თუმცა ბებიას ფასდაუდებელი რჩევები საყვარელი ყვავილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ნიორს ოთახის მცენარეების ჯანმრთელობისთვის. მწვანე სილამაზის მოყვარულებს დამახსოვრებას ვურჩევ!
ნივრის სარგებელი უდავოა. მას გრიპის და სხვადასხვა ვირუსის პრევენციისთვის იყენებენ. ექიმები გვირჩევენ, რომ ნიორი სურდოს დროს რაციონში ჩავრთოთ. პროდუქტი ბევრ ხალხურ რიტუალში გამოიყენება. მისი დახმარებით სახლიდან ცუდ ენერგიას დევნიან და ავ სულებს აშინებენ. ადრე მცენარე სამკურნალო ამულეტად ითვლებოდა. ყველა ოთახში აწყობდნენ და ერთ კბილს გულით ატარებდნენ.
ნივრის სარგებელი ყვავილების ჯანმრთელობისთვის
ნიორი მდიდარია ბევრი მინერალური მარილით და სხვადასხვა ჯგუფის სასარგებლო მჟავებით. მასში ბევრი ანტიოქსიდანტი შედის. ესაა მკვებავი ნივთიერება, რომლის მოქმედება ცოცხალ ორგანიზმში ჟანგვითი პროცესების შეჩერებაზე გავლენას ახდენს. ანტიოქსიდანტები როგორც ადამიანებისთვის, ასევე ოთახის მცენარეებისთვის სასარგებლოა.
ნიორი სასუქად რომ გამოიყენოთ, ჯერ გაასუფთავეთ. ახლა ბასრი დანით ნივრის კბილები ჩაჭერით. ასე ნიორი წვენს გამოუშვებს.
ამის შემდეგ თითო კბილი თითო ქოთანში ჩადეთ. მიწაში ცოტა ხნით გააჩერეთ. მიწა ნივრის სასარგებლო ნუტრიენტებს შეიწოვს და მოგვიანებით მცენარეს გაამდიდრებს. სანელებელი ქოთანში ზუსტად 15-20 წუთით გააჩერეთ. დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან ასე მისი სარგებელი შეგიძლიათ დაივიწყოთ. ნივრის ლპობის პროცესი დაიწყება და მცენარე, სავარაუდოდ, დაჭკნება.
ნიორს ყოველთვის ვიყენებ, რომ მცენარეები პარაზიტებისა და მრავალი დაავადებისგან დავიცვა. მაგალითად, მიწაში სოკოს წარმოქმნას და მიკრობების გამრავლებას ხელს უშლის. ზომიერი ნივრის წვენი მიწაში ისე მოქმედებს, როგორც ნატურალური დეზინფექტორი. ასე მავნე მიკროორგანიზმები, რომელთაც მიწაში ცხოვრება უყვართ, შანსი არ რჩებათ.
გირჩევთ, რომ 2 კვირაში ერთხელ ქოთნები ნივრის კბილებით გამოკვებოთ. 1 თვეში შედეგს დაინახავთ. ოთახის მცენარე არა მხოლოდ გაჯანსაღდება, არამედ უფრო დიდხანს იყვავილებს.