ყვავილები
ყვავილები შაქრით გამოკვებეთ. უხვი ყვავილობა გარანტირებულია
ნებისმიერ მცენარეს ადამიანის ორგანიზმივით სრულფასოვანი მუშაობისთვის ნახშირწყლები სჭირდება. ამ მიზეზით გამოცდილი მებაღეები ყვავილებს ტკბილი სასუქით კვებავენ.
გლუკოზა ოთახის მცენარის ზრდის სტიმულირებასა და ყვავილობის გაგრძელებაზე პასუხისმგებელია. შაქრით სასარგებლო საკვები მოამზადეთ და მიიღებთ საოცარ შედეგს, რომელიც დიდხანს არ დააყოვნებს.
ტკბილი კვება ყვავილებისთვის
თუ ოთახის ყვავილი აქტიურად აღარ იზრდება, მისი ღერო დასუსტდა, ფოთოლი გაყვითლდა, დროა მასზე იზრუნოთ. ხელნაკეთი საშუალებებით პრობლემებს მოიშორებთ და მცენარეს გააძლიერებთ. ბიოლოგებმა დიდი ხნის წინ დაადასტურეს, რომ შაქარი ყვავილებისთვის სასარგებლოა. ის ზამთარში, როცა მზის სინათლე იკლებს, ყვავილობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
შაქარი მცენარეს აძლიერებს. ეფექტური საშუალება სახლში მოამზადეთ. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ეფექტურია. მიწის ხარისხს აუმჯობესებს, იმუნიტეტს ზრდის, მცენარეს დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს. ძვირადღირებული სასუქი არ დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 1 ლ სუფთა წყალი
მომზადების წესი:
შაქარი და საფუარი თბილ წყალში გახსენით. 30 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ ყვავილების მოსარწყავად გამოიყენეთ (1 კგ სველ მიწაზე 50-100 მლ ხსნარი).
გამოყენების რეკომენდაციები
შაქრის ნაცვლად 10%–იანი გლუკოზაც გამოგადგებათ. 1 ლ წყალზე 1 მლ გლუკოზა საკმარისია. დოზას არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მიიღებთ. ხსნარი სწორად მოამზადეთ, რომ მცენარის იმუნიტეტი გაზარდოთ და ფესვების სისტემა გააძლიეროთ.
პროცედურა რეგულარულად ჩაატარეთ. ასე სუსტი მცენარის გარეგნობა გაუმჯობესდება. მეორე პროცედურის შემდეგ ნათელ შედეგს დაინახავთ. ტკბილი წყალი ყველა მცენარეს, მათ შორის კაქტუს და ფიკუსს უყვარს.