Connect with us

ყვავილები

ყვავილები, კენკრა და ბოსტნეული 2-ჯერ უფრო მსხვილი გაიზრდება, თუ გაზაფხულზე მიწას ჩაის დაუმატებთ

მებაღეობაში დამწყები ვართ, ამიტომ აგარაკზე უფრო გამოცდილი მეზობლების რჩევებს ყურადღებით ვუსმენ. მათ ნიადაგის გასაუმჯობესებლად უფერული ჩაი მირჩიეს. აგარაკზე თიხნარევი, ქვიშიანი მიწა გვაქვს – მტერსაც არ ვუსურვებ!

გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაის ჩენჩოს არ გადავყარე, არამედ ფანჯრის რაფაზე გავაშრე და კონტეინერში შევინახე. გაზაფხულზე პომიდვრების კვლებში ექსპერიმენტი ჩავატარე. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ უფერულმა ჩაიმ პომიდვრის უხვი მოსავალი მომცა!

უფერული ჩაი მცენარეებისთვის

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ გამოიყენოთ ჩაის ჩენჩო მცენარეებისთვის.

მეთოდი 1: მულჩირება უფერული ჩაით

მულჩირება ერთგვარი ტანსაცმელია ნიადაგისთვის, რომელიც ტენის აორთქლებას აფერხებს. ამისთვის ხელმისაწვდომ მასალებს (ნახერხი, მუყაო, გაზეთი, წიწვები, ტორფი, თივა, ჩალა) ან სპეციალურ უნაჭრო ქსოვილს იყენებენ.

უფერული ჩაი მულჩირებისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ. ჩაის ფენა მიწაზე სარეველების გაზრდას ამცირებს. ნიადაგი უფრო დიდხანს სველი და ფხვიერი რჩება, მცენარის ფესვები სასარგებლო ნივთიერებებს მარტივად იწოვს.

მნიშვნელოვანია! ჩაის ფენამ მწერები და ჭიანჭველები რომ არ მოიზიდოს, ჩაი ტკბილი არ უნდა იყოს.

მეთოდი 2: უფერული ჩაი, როგორც დანამატი მიწის გასაფხვიერებლად

ჩაის გამოყენებით მძიმე თიხის მიწა უფრო ფხვიერი ხდება, ხოლო ქვიშიანი – მკვებავი. გარდა ამისა, დანამატი ტენიანობის დაკავებას ხელს უწყობს. ჩაის კიდევ ერთი შედეგი – ნიადაგის მჟავიანობის გაზრდა. პომიდორმა ასეთ მიდგომას შესანიშნავად უპასუხა.

მეთოდი 3: უფერული ჩაი, როგორც სასუქი

კალიუმის, კალციუმის, მანგანუმის, რკინის, ნატრიუმის და ტანინების დამატებითი (და უფასო) წყარო. 1 მუჭა ჩაის ჩენჩო ნერგის დარგვამდე ამოთხრილ ორმოს დაუმატეთ. უხდება პომიდორს, ბადრიჯანს, კიტრს, ასევე ჟოლოს ბუჩქს.

გამოდგება ქოთნის ყვავილებისთვის. ჩაის ჩენჩო (შეგიძლიათ სველი) ქოთანში დრენაჟის ზემოთ დაამატეთ და მზა მიწა დააყარეთ.

სარწყავი ნაყენი მოამზადეთ. 1 ჭიქა გამოყენებულ, გამომშრალ ჩაის 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით. სრულად გაგრილებამდე გააჩერეთ. ჩაის გამოყენებამდე ნიადაგი წინასწარ მორწყეთ. აღსანიშნავია, რომ ოთახის მცენარე ამ ნაყენით სჯობს არ მორწყათ: ქოთანში შეიძლება შავი ბუზები გაჩნდეს.

ძვირფასო მებაღეებო და მებოსტნეებო, საინტერესოა, რას ფიქრობთ ჩაის შესახებ, როგორც სასუქის და მიწაში დანამატის სახით? გამოგიყენებიათ? შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.