ტესტები
ყავაზე მკითხაობა. აირჩიეთ ფინჯანი ყავა და წაიკითხეთ ექსპრესს პროგნოზი ხვალისთვის
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გასართობ ტესტს ყავით. უბრალოდ ერთ–ერთი ფინჯანი ყავა აირჩიეთ და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ ხვალ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება და ბედი თქვენს ხელშია. უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ფიქრობთ. სწორედ ამიტომ, ამ მკითხაობის რჩევებზე დაფიქრდით და ისე გააკეთეთ, როგორც სწორად მიიჩნევთ.
ყავა №1 – მოკა
ხვალ ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ყველაფერი მარტივად, ყოველგვარი გართულების გარეშე, გამოგივათ. სულის და სხეულის მხნეობა დღის მაღალ ნოტებზე დასრულების საშუალებას მოგცემთ. ასეთი ძალა კარგი დასვენების და თქვენი ამოცანების გააზრების შედეგია.
დროს ტყუილად არ ხარჯავთ. როცა საქმეს ხელს კიდებთ, ზუსტად იცით, თუ რით დაიწყოთ და რა შედეგს მიაღწიოთ. ასე ენერგიას ზოგავთ და, შესაბამისად, აგროვებთ. ასე გააგრძელეთ და ყველა მწვერვალს დაიპყრობთ!
ყავა №2 – ამერიკანო
ხვალ ერთფეროვანი დღე გელოდებათ. რუტინა და გადაუდებელი საქმეები მთლიანად დაგიპყრობთ. ერთი მხრივ, აქტუალურ საკითხებზე ასეთი კონცენტრირება კარგია. მთავარია, რომ რუტინა რაღაც დიდში არ გადაიზარდოს და თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გახდეს.
ხვალ კონკრეტულ ამოცანაზე კონცენტრირების ეს მომენტი იგრძენით. ცხოვრებაში მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირების უნარი გამოგადგებათ. და ასეთი დღეები კარგი დროა კონცენტრაციის გასავითარებლად.
ყავა №3 – ესპრესო
ხვალ ცოტა გაღიზიანებული იქნებით. წვრილმანებზე გაბრაზების გამო თავი არ დაიტანჯოთ. სჯობს გაანალიზოთ, თუ რამ მიგიყვანათ ასეთ გუნება–განწყობამდე, რომ უმნიშვნელო წვრილმანები ასეთ უსიამოვნო რეაქციას იწვევს.
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გაღიზიანებთ. მთავარია, გესმოდეთ, თუ რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია. არ დაუშვათ, რომ მეორე დღესაც ბრაზით სავსე და გაღიზიანებული იყოთ. ამისთვის დღე, ჩვეულებრივზე ადრე დაასრულეთ, კარგად გამოიძინეთ. დასვენება გონებას უფრო გაგინათებთ. შესაძლოა, სრული სიმშვიდისთვის სწორედ ეს გაკლიათ.
ყავა №4 – კაპუჩინო
დიდი ალბათობით, ხვალ უდიდეს სიხარულს განიცდით. ეს მომენტი იგრძენით და არ დაუშვათ, რომ გამოგრჩეთ და ვერ მიხვდეთ. ასე კვლავ და კვლავ სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ.
გიხაროდეთ, გიყვარდეთ და ბედნიერი იყავით. დაე, ხვალინდელი სიხარული თქვენი ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრების კალეიდოსკოპს ჰარმონიულად მოერგოს.