Connect with us

ჯანმრთელობა

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ ფილტრად მიიჩნევა. დროთა განმავლობაში ნებისმიერი ფილტრი ბინძურდება და პროფილაქტიკური წმენდა სჭირდება. ადამიანის ღვიძლი გამონაკლისს არ წარმოადგენს.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ლიმონის წვენის დახმარებით ღვიძლის გაწმენდის მეთოდია ცნობილია. ნამდვილად ეფექტურია? ერთად გავარკვიოთ.

ზოგიერთი მკურნალი გაწმენდის პროცედურების ჩატარებას მხოლოდ სავსემთვარეობის დროს გირჩევთ.

ლიმონის წვენის გამოყენებამდე კარგად უნდა მოემზადოთ. სხვათა შორის, ლიმონს სუფთა სახით არასდროს იღებენ, არამედ მცენარეულ ზეთებს ასხამენ.

წმენდის პროცედურის დაწყებამდე მსუბუქად უნდა ივახშმოთ. საღამოს მენიუში შემწვარი, შებოლილი, მარილიანი პროდუქტები და ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის ცხიმი არ უნდა შედიოდეს. უპირატესობა ვეგეტარიანულ ვახშამს მიანიჭეთ. საკვების ნებისმიერი მიღება 18:00 საათამდე შეასრულეთ. ვახშმის შემდეგ გამწმენდი ოყნა გაიკეთეთ, რომ წიდების თავისუფლად გამოდევნას ხელი შეუწყოთ.

მეორე დღეს, როცა ღვიძლის გაწმენდას ჩაიტარებთ, ნებისმიერი საკვების, თუნდაც მსუბუქი კერძების მიღებისგან თავი შეიკავეთ. დასაშვებია შეუზღუდავი რაოდენობით წყლის და ხილი-ბოსტნეულის წვენის დალევა. ღვიძლის გასაწმენდად ახალ გაწურული ლიმონის წვენი და პირველი დაწურვის ნატურალური ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.

დილით, 2 აბი ნოშპა დალიეთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. თუ ნოშპა არ გაქვთ, შეგიძლიათ ალოხოლი გამოიყენოთ. ცოტა ხანში დაწექით და მარჯვენა გვერდზე სათბური დაიდეთ. ჰორიზონტალურ პოზაში მინიმუმ 3 საათით გაჩერდით.

პირველი საათის განმავლობაში ლიმონის წვენი დალიეთ და ზეითუნის ზეთი დააყოლეთ. ერთ საათში 1 ჭიქა წვენის და 1 ჭიქა ზეთის დალევა უნდა მოასწროთ. მაგალითად, 2 ყლუპი წვენი და 2 ყლუპი ზეთი. შეგიძლიათ 1 ჭიქა ზეთი იმწამსვე დალიოთ და ლიმონის წვენი ყლუპობით დააყოლოთ.

თუ ასეთი წმენდის პროცედურას პირველად ატარებთ, სჯობს წვენის და ზეთის მითითებული რაოდენობის ნახევარი, ანუ ნახევარი ჭიქა, გამოიყენოთ. ორგანიზმის ამ მეთოდით გაწმენდაში ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაგეხმარებათ: სელი, მზესუმზირა, ზეითუნი და ა.შ.

ღვიძლის გასაწმენდად ასევე პოპულარული მეთოდია ლიმონის წვენი და აბუსალათინის ზეთი

ამ მეთოდს ოყნის სახით წინასწარი მომზადება არ სჭირდება, რადგან აბუსალათინის ზეთი ეფექტურ საფაღარათო საშუალებად ითვლება. პროცედურამდე ერთი დღით ადრე მსუბუქად ისადილეთ და უცხიმო პროდუქტები მიირთვით. ღვიძლის და ნაწლავების გაწმენდამდე დღის მეორე ნახევარში 12:00 საათის შემდეგ რაიმეს ჭამა აკრძალულია.

ძილის წინ, ცარიელ კუჭზე აბუსალათინის ზეთი (1 გრ წონის თითოეულ კილოგრამზე) მიირეთ. აბუსალათინის ზეთი მინის ჭურჭელში ჩაასხით და ცხელი წყლით სავსე თასში ჩადეთ. ამის შემდეგ ლიმონი აიღეთ და გაწურეთ. ლიმონის წვენი 2-ჯერ მეტი უნდა იყოს. წვენის წყალში გაზავება საჭირო არაა, მით უმეტეს დატკბობა.

აბუსალათინის ზეთი შეათბეთ და ბოლომდე დალიეთ, ამის შემდეგ სუფთა ლიმონის წვენი დააყოლეთ. ამის შემდეგ რაიმე საკვების მიღება და წყლის დალევა არ შეიძლება.

ახლა შეგიძლიათ დაიძინოთ.

აბუსალათინი ღებინების ძლიერ შეტევებს გამოიწვევს, ამიტომ პროცედურა ღამით ტარდება. ძილის დროს შეტევები მსუბუქდება. თუ აბუსალათინის ზეთს დილით დალევთ, მთელი დღე ცუდი განწყობით გაგიფუჭდებათ.

ორგანიზმის გაწმენდა აბუსალათინის ზეთის მიღებიდან 2 საათის შემდეგ დაიწყება.

ღვიძლის გასაწმენდად ამ მეთოდის გამოყენების დროს გაითვალისწინეთ, რომ წიდებთან ერთად ორგანიზმი ზედმეტ სითხესაც დაკარგავს.

ლიმონის წვენით გაწმენდის უკუჩვენებები

ღვიძლის გაწმენდის ეს მეთოდი ყველას არ უხდება, რადგან ბევრი უკუჩვენება გააჩნია.

მას მიეკუთვნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, დიარეა, გულისრევა, სტრესი, ძლიერი დაღლილობა, შიდა ან გარეგნული სისხლდენა, ინფექციური ან სურდოს დაავადება, თავის ტკივილები.

შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, მწვავე ქოლეცისტიტის, ონკოლოგიური დაავადებების, ნაწლავების ან კუჭის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის დროს ამ მეთოდის გამოყენება აკრძალულია.

ბუნებრივია, ღვიძლის გაწმენდის ეს მეთოდი ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის უკუჩვენებულია. ყველა ამ შემთხვევაში ღვიძლის გასაწმენდად სჯობს უფრო მსუბუქი მეთოდი იპოვოთ. მაგალითად, აქტივირებული ნახშირი ან სხვა ადსორბენტის გამოყენება.