Connect with us

თავის მოვლა

ქოქოსი და სტაფილო თმის გასაზრდელად და გასაძლიერებლად

თმის ცვენა თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა. ფენომენი, რომელიც როგორც ქალებს, ასევე კაცებს აწუხებს.

ეს ქვეყნის აღსასრულს არ ნიშნავს. რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული ვარიანტების დახმარებით თმის ზრდის სტიმულირებას შეძლებთ.

კონდიციონერი თმის ზრდის სტიმულირებისთვის

სახლის პირობებში მომზადებული ქოქოსის – სტაფილოს კონდიციონერი ერთ-ერთი ეფექტური ფორმულაა.

ორი ნატურალური წარმოშობის პროდუქტის დახმარებით ორგანიზმი აღდგება და თმის ხარისხი გაუმჯობესდება. ამ ინგრედიენტებს განსაკუთრებით რთული რეცეპტების გამოყენება არ სჭირდებათ.

თუმცა შედეგების მისაღებად მოთმინება და შეუპოვრობა ნამდვილად დაგჭირდებათ.

ცხოვრების წესსაც უნდა გადახედოთ. სტრესი, ცუდი კვება და ვარჯიშის არ ქონა – ეს 3 ელემენტი ჯანსაღ ორგანიზმს ზიანს აყენებს.

ქოქოსი და სტაფილო: ძლიერ მოქმედი ინგრედიენტები

ცალ-ცალკე ქოქოსი და სტაფილო თმის ზრდის სტიმულირებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავენ.

მისი რძე თმის მოსავლელად ხშირად გამოიყენება. ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის ქოქოსის რძის და ზეთის შეძენას შეძლებთ.

თავის მხრივ, Daucus carota ფართოდ ცნობილი, როგორც სტაფილო ერთ-ერთ ცნობილ ბოსტნეულს წარმოადგენს.

ქოქოსი

ქოქოსი მდიდარია B, C და E ვიტამინებით. ამასთან მასში შედის რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ცილები, ამინომჟავები, მიკროელემენტები და მინერალური მარილები. ყველაფერი ეს თმის ზრდის ხელშესაწყობად აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ.

ქოქოსი თმას ფენის და დასასწორებელი უთოს ცუდი ზემოქმედებისგან იცავს.

ამასთან გარემო ფაქტორები, როგორიცაა ქარი, მტვერი და დაბინძურებული გაზი, თმის მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს. ამ ყველაფერთან ერთად მისი არომატი ძალიან სასიამოვნოა.

სტაფილო

ის მკვებავი ნივთიერებებით და ანტიოქსიდანტები გაჯერებულია, რომლებიც თავის კანში სისხლის მიმოქცევას აძლიერებენ.

ამასთან მდიდარია A, B, C და K ვიტამინებით, უჯრედისით, კალიუმით და ფოსფორით. ეს ინგრედიენტები თმის ზრდის სტიმულირების გარდა თმის ცვენასაც აფერხებენ.

მისი მოქმედება თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაზრდისკენაა მიმართული. ასევე თმის ბოლქვებს ზრდის და მზის სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს.

კონდიციონერის მომზადება:

თმის ზრდის მასტიმულირებელი კონდიციონერის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 3 დიდი ზომის სტაფილო და 1 ჭიქა ქოქოსის რძე. პირველი ნაბიჯი – სტაფილო გახეხეთ, შემდეგ გაწურეთ და სუფთა ჭურჭელში ჩაასხით.

მიღებულ სითხეს ქოქოსის რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. გამოყენებამდე თმა კარგად დაიბანეთ.

ბუნებრივი კონდიციონერი თმის ძირებიდან ბოლოემდე წაისვით. 30 წუთში ჩამოიბანეთ.