Connect with us

ჯანმრთელობა

ქლოროფილის 5 უპირატესობა ჯანმრთელობისთვის, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ გვინდა, რომ ქლოროფილი მივიღოთ, რომლესაც ბოსტნეული შეიცავს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ბოსტნეული მწვანეა. სასურველია მწვანე ბოსტნეული უმად მიიღოთ, რათა მათი ყველა უპირატესობა გამოიყენოთ.

ქლოროფილის უპირატესობა ძირითადად მის ტოქსინების გამომყვან და სისხლის ჟანგბადით გამოკვების თვისებაშია. ამასთანავე ის იმუნურ სისტემასაც ასტიმულირებს. გარდა ამისა, ქლოროფილი რადიაციულ ზემოქმედებასაც ამცირებს.

მოდით ჯერ გავიგოთ რა არის ქლოროფილი.

ქლოროფილი ერთ-ერთი ძირითადი ქიმიური ნაერთია, რომელსაც მცენარეები, განსაკუთრებით კი მწვანე მცენარეები შიეცავენ.

ქლოროფილის განსაკუთრებულობები

ქლოროფილის ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მოლეკულური სტრუქტურა ძალიან გავს სისხლისას. მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლის სიწითლესა და მასში ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე – თავიანთი სტრუქტურით ძალიან გვანან ქლოროფილის სტრუქტურას. ქლოროფილს მცენარის სისხლს უწოდებენ.

1. ორგანიზმის ჟანგბადი და დეტოქსიკაცია

ქლოროფილის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გამოკვებას და გემოგლობინის გამომუშავებას. ამასთანავე გემოგლობინის ძირითადი ფუნქცია იმაში მდგომნარეობს, რომ სისხლში ჟანგაბდის მიწოდება მოახდინოს. ამიტომ თუ ის იმატებს, ჩვენი უჯრედები უკეთესად მარაგდებიან ჟანგბადით, შესაბამისად უკეთესად მარაგდება ჩვენი ორგანოები, განსაკუთრებით გული იღებს დიდ სარგებელს.

როგორია ჟანგბადით გამოკვებილი ორგანიზმის პლიუსები: მატულობს ენერგია, უმჯობესდება მეხსიერება, რეგულირდება წნევა, მცირდება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ცელულიტის გაჩენის რისკი, აუმჯობესებს გლუკოზის დონეს, გვეხმარება დიაბეტის დროს, ეს მხოლოდ ნაწილია იმ პლიუსებისა რომლებსაც ჟანგბადით კარგად გამოკვებილი ორგანიზმი მოგვცემს.

2. ქლოროფილი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას

ორგანიზმის გაწმენდის პროცესი რომელსაც ქლოროფილი აწარმოებს, გვეხმარება ჩვენი დაცვის ანუ იმუნიტეტის გაძლიერებასა და გამყარებაში. ზოგიერთი ბაქტერია იმ ჟანგბადის პირობებში რომელსაც ქლოროფილი გვაძლევს – ვეღარ ვითარდება, ამიტომ ეს დამატებითი პლუსია ჩვენი ორგანიზმისთვის.

3. ქლოროფილის სარგებელი საჭმლის მონელებისთვის

სასარგებლო და გამაჯანსაღებელი გემოს გარდა, ქლოროფილი ნაწლავური ფლორის ბაქტერიებს აკონტროლებს. ეს გაზებისა და მეტეორიზმისგან ბუნებრივი გზით გიხსნით. ის ბუნებრივი დეზოდორანტია თქვენი პირისა და კუჭისთვის.

4. ქლოროფილი რადიაციის ზემოქმედების წინააღმდეგ

დამტკიცებულია, რომ ქლოროფილს რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან მოტანილი ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ამიტომ მას დანამატის სახით იყენებენ სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიის უარყოფითი ეფექტების ნეიტრალიზაციისთვის.

5. ქლოროფილი დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში და გაიწმინდოთ ორგანიზმი

ქლოროფილის წვენი დაგეხმარებათ გახდეთ, იმიტომ, რომ ბევრ ბოჭკოს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი უფრო დიდხანს ითვისებს. ამასთანავე ის ორგანიზმში სითხის დაყოვენბას ამცირებს.

როგორ მოვამზადოთ ქლოროფილის წვენი.

ქლოროფილის წვენის ინგრედიენტები:

  • ვაშლი
  • ორი კოვზი გაღვივებული მარცვალი
  • კომბოსტოს სამი ფურცელი (თუ კომბოსტო არ მოგწონთ, მისი ჩანაცვლება ისპანახით, კიტრით ან ვარდკაჭაჭათი შეგიძლიათ)
  • მთლიანი პარკოსნები, სტაფილო, ცუკინი ან ჭარხალი
  • პიტნის ფოთლები
  • ნიახური

წვენის მომზადება ძალიან მარტივია. ვაშლს კურკები გამოაცალეთ, შემდეგ დაუმატეთ გაღვივებული მარცვლები, ფოთლები, პარკოსნები და აურიეთ.

იმისთვის, რომ დაასრულოთ მომზადება – დაუმატეთ ნიახური და თაფლი. იდალური ვარიანტია ეს წვენი – დილით უზმოზე მიიღოთ, ასეთ შემთხვევაში მისი ყველა უპირატესობით ისარგებლებთ.