თავის მოვლა
ქალური ხრიკები: კოსმეტიკა დამატებითი ხარჯის გარეშე
ამ ხრიკების გამოყენებით კოსმეტიკაზე უფრო ნაკლებ თანხას დახარჯავთ. შედეგი შესანიშნავი იქნება.
აფთიაქში E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები იყიდეთ. კაფსულა გახვრიტეთ და სითხით სახე ნაზად დაიმასაჟეთ. 30 წუთის შემდეგ კანზე კვერცხის ცილა წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ასე აკნეს მოიშორებთ და ფორებს გაწმენდთ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი ბზინვარებას შეიძენს და უფრო გლუვი გახდება.
სოდის და რამდენიმე წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ნარევი შესანიშნავი ამქერცლავი და სახის გამწმენდი საშუალებაა. ნარევით სახე პატარა წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ.
არასასურველი თმის მოშორებას 1 კვირაში შეძლებთ, თუ 2 ს/კ ყავის ნალექისა და 1 ჩ/კ სოდის ნარევს გამოიყენებთ. სოდა ყავის თმის ფოლიკულების დამანგრეველ თვისებას აძლიერებს. გასაოცრად მოქმედებს!
საბავშვო ზეთით საპარსს კრემს შესანიშნავად ჩაანაცვლებთ. ასე ფეხებს უფრო სუფთად გაიპარსავთ და პროცედურა უფრო რბილად ჩაივლის. ამასთან საპარსი საშუალების გამოყენების ვადას გაახანგრძლივებთ.
საუკეთესო თვითნაკეთი ფეხის სკრაბი – ზეითუნის ზეთი, თაფლი და შაქარი 1:1:1 პროპორციით აურიეთ. ფეხები ნაზი და უფრო ჯანსაღი გახდება.
ცოტა სოდა ჩვეულებრივ შამპუნს აურიეთ და თავი დაიბანეთ. თქვენი თმა სიმსუბუქეს და წარმოუდგენელ მოცულობას შეიძენს.