Connect with us

სხვა

ქალის საუკეთესო სუნამოები

ქალებმა იციან, რომ სუნამოს დახმარებით არამარტო კაცის გულის არამედ, მსოფლიოს დაპყრობაც შეიძლება. არომატს შეუძლია საჭირო აქცენტი შეიტანოს გარეგნობაში, დაუმატოს მას სინაზე ან გამბედაობა. პრინცესებისა და დედოფლებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, რა თქმა უნდა ამ ცოდნას ისინი შესანიშნავად იყენებენ.

დღეს მოგიყვებით ქალის საუკეთესო სუნამოებზე, რომლებსაც უპირატესობას სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ანიჭებენ.

ქალის საუკეთესო სუნამოები

1. ქეით მიდლტონი

ჰერცოგინია Illuminum-ის საკმაოდ მსუბუქ არომატს – “White Gardenia Petals” ანიჭებს უპირატესობას. ამ სუნამოს ძირითადი ნოტა გარდენიებია, რომელსაც ჰარმონიულად ავსებს ჟასმინის, შავი მოცხარის ფოთლების, ამბრისა და ილანგ-ილანგის არომატები.


არომატი ძალიან სუფთა, ჰაეროვანი და მსუბუქი გამოვიდა, სწორედ ისეთი, როგორიც ქეითს შეეფერება. ჰერცოგინიამ ეს სუნამო მისი და პრინცი უილიამის ქორწილშიც გამოიყენა.

2. მეგან მარკლი

ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასექსის ჰერცოგინია Jo Malone-ის სუნამოს “Wood Sage & Sea Salt”-ს ანიჭებს უპირატესობას. ხის სასიამოვნო არომატი მარილისა და ზღვის ნოტებითა და ციტრუსზე მსუბუქი მინიშნებით.

თუმცა ქორწილისთვის მეგანმა Floris-ის ინდივიდუალური არომატი შეარჩია. როგორც ჩანს, ჰერცოგიანაის სურდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო.

3. პრიცესა დიანა

ახალმოკრეფილი თეთრი ვარდების თაიგული ერთ ფლაკონში – ეს არის Houbigant Paris-ის “Quelques Fleurs”. მასში შიეგრძნობა ვარდის, იის, ნაზი ჟასმინისა და მდელოს შროშანის არომატები. ყველაფერ ამას კი ვანილი, თაფლის წვეთი და ცოტა ცედრა ემატება.


ყველა ეს არომატი, ერთ ფლაკონშია ჩაქსოვილი, სწორედ ის უყვარდა პრიცესა დიანას ასე ძალიან – არც თუ ისე მსუბუქი და დამამშვიდებელი, მაგრამ საშინლად არისტოკრატული.

4. გრეის კელი

1956 წელს განუმეორებელმა და მომაჯადოებელმა გრეის კელიმ, მეუღლისგან, მონაკოს პრინცი რანიესგან, საქორწინო საჩუქრად Creed-ის სუნამო “Fleurissimo” მიიღო. მშვიდი და ელეგენტური არომატი ძალიან მოუხდა სახელგანთქმულ პრინცესას.

ძირიათადი ნოტა – ბერგამოტია. ის შერეულია იასთან, ზამბახსა და ტუბეროზასთან. ეს ნაზი, ნახევრადგამჭვირვალე არომატი, შესანიშნავი დანამატი იქნება ნებისმიერი იმიჯისთვის.

5. დედოფალი ელიზაბეტი

ცნობილია რომ, ინგლისის დედოფალს ჩვევების შეცვლა არ უყვარს, ეს სუნამოსაც ეხება. ამ სუნამოს პირველი ფლაკონი დედოფალმა თავისი ქორწილისთვის შეიძინა. Floris-მა, (რომელიც უკვე მრავალი წელია სამეფო ოჯახს სუნამოებით უზრუნველყოფს) ახალგაზრდა საპატარძლოს ვარიანტების დიდი არჩევანი გაუგზავნა. ელიზაბეტმა ინგლისური ვარდის არომატი შეარჩია, თუმცა სასახლეში ყველამ იცოდა, რომ მას უფრო მიხაკი მოსწონდა.

დედოფალმა ვარდის, ზამბახისა და ამბრის დახვეწილი არომატი აირჩია. დედოფალი ელიზაბეტი დღემდე Floris-ის White Rose-ს იყენებს.

6. დედოფალი ლეტიცია

დედოფალი ლეტიცია – თვით დახვეწილობა და ელეგანტურობაა. კარგი სუნამო უბრალოდ ხაზს უსვამს მის გარეგნობას. მან უკვე დიდი ხანია აირჩია მისთვის შესაფერისი სურნელი, ეს არის Lancome-ის “Tresor”.
სანდლის ხისა და მუშკის სურნელზე დაფუძნებული, მკვეთრი და ამავდროულად ნაზი ხილის არომატი, მწიფე ატმის ნოტებით – უკვე დიდი ხანია რაც თან ახლავს დედოფალს.

7. მელანია ტრამპი

მელანია ხშირად ხდება ჭორები საგანი. ხშირად განიხილავენ თუ როგორ ართმევს ის თავს პირველი ლედის სტატუსს. ღირს აღვნიშნოთ რომ – საკმაოდ კარგად. აღფრთოვანებას იწვევს მისი სილამაზე და სტილის შეგრძნებაც. სუნამოთი ის უბრალოდ ხაზს უსვამს თავის ახლანდელ სტატუსს. მისი საყვარელი არომატი Chanel №5-ია, აქ ალბათ აღაფარის დამატებაა საჭირო.

ამ ქალბატონებმა იციან, სუნამოს შერჩევა. ყველა არომატი ნატიფი და დახვეწილია, ნამდვიალდ შეშვენის თითოეულ მათგანს. ასეთი სუნამოებით, ნებისმიერი ქალი თავს დედოფლად იგრძნობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.