Connect with us

სხვა

ქალბატონმა ბავშვი დაკარგა, მაგრამ 9 თვის შემდეგ სამი ტყუპი დედა გახდა

ამ წყვილის ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდა, რომლის ახსნაც თავად ექიმებმაც კი ვერ შეძლეს. წყვილი კი თვლის, რომ მათ ზეციური ძალები დაეხმარენ.

დუბლინში მცხოვრებ ელისონ ო’ირის 2018 წლის ნოემბერში მუცელი მოეშალა, მართალია ნაყოფი ჯერ ხოლოდ 6 კვირის იყო მაგრამ, ეს ელისონისა და მისი მეუღლისთვის – კრის დიზისთვის საშინელი ტრამვა და დარტყმა აღმოცნდა. ” როდესაც მუცელი მომეშალა, თითქოს მიწა გამოგვეცალა ფეხებიდან. დარდმა გაგვანადგურა. ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი და არ ვიცოდი როგორ უნდ აგადამეტანა ეს უბედურება” – ამბობს ელიდონი.

წყვილმა ბავშვის გაჩენა დროებით გადადო, მაგრამ 2 თვის შემდგე აღმოჩნდა, რომ ელისონი კვლავ ორსულად იყო. წყვილი მაშინვე გაემართა ექოსკოპიაზე რათა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაემოწმებინათ. ექიმის თქმით ნაყოფი 7 კვირის იყო და თან სასიხარულო ინფორმაციაც მოაყოლა: ელისონი ტყუპებს ელოდებოდა.


ეთორმეტე კვირაში გეგმიურმა ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ელისონი არა ორ, არამედ სამ პატარას ელოდებოდა!
ორსულობა რთული იყო, მაგრამ ელისონმა ის მამაცურად გადაიტანა და დედობის მოლოდინის სიხარულით სავსემ ყველა დისკომფორტი დაძლია.

ტყუპები უფროს დაიკოსთან ერთად ტყუპები უფროს დაიკოსთან ერთად[/caption]

2019 წლის 2 აგვისტოს ელისონმა ლენნი, ტედი და ბრიუსი გააჩინა. გარკვეული მისტიური დამთხვევის წყალობით, ბავშვები სწორედ იმ დღეს გაჩნდნენ, როდესაც ექიმები დაღუპული ბავშვის დაბადებას ვარაუდობდნენ .ელისონის აზრით რიცხვების დამთხვევა, უბრალო შემთხვევითობა არ არის, მას სჯერა რომ მის გვერდით ზეციური ძალები დგანან. ის მადლიერი დედობისთვის, განსაკუთრებით კი სამი ტყუპისთვის.