სხვა
ქალბატონმა 600 ბავშვი აღზარდა და ამბობს, რომ ყველა საკუთარი შვილებივით უყვარს
თუნდაც ერთი ბავშის აღზრდა, ნებისმიერი მშობლისთვის შეიძლება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდეს, ამ აიოველმა ქალბატონმა კი 50 წლის მანძილზე – ექვსასზე მეტი ბავშვი აღზარდა.
75 წლის ლინდა ჰერინგი, 1970-იანი წლებიდან, ასობით ნაშვილებ ბავშვს, დაუღალავად აწვდიდა საკვებს, სამოსს, სამედიცინო მომსახურებასა და რა თქმა უნდა დიდ სიყვარულს.
როდესაც ჰერინგმა ბავშვების აღზრდა დაიწყო, მან ამ საქმიანობის მოხუცებულების მოვლასთან შეთავსება შეძლო. ის ადგილობრივ სკოლაში ღამის დაცვად და მოხალისედაც მუშაობდა. მოხალისე მაშველად ის რამდენიმე ათეული წელი დარჩა.
ასობით ნაშვილები ბავშვიდან, რომლებიც ლინდა ჰერინგმა თავისი ფრთის ქვეშ შეიფარა, უმეტესობას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებოდა და მთელი რიგი დაავადებები ჭირდა, მაგრამ, ლინდა ამას არ შეუშინებია.
ის ძირითადად პატარა ბავშვებისა და განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. ფარეხში მას ათობით სამოსის ყუთი ჰქონდა რომლებიც სქესისა და ასაკის მიხედვით იყო დაყოფილი. ლინდას ყოველთვის ჰქონდა ყველას სამყოფი ტანსაცმელი.
ენტონი ჰერინგი, 3 წლის იყო როდესაც ლინდამ იშვილა, ძნელია მისი გავლენის სიტყვებით აღწერა:
“ეს ბავშვები ჩვეულებრივ ღარიბი ოჯახებიდან მოყავდათ და ლინდა მათ თბილ საწოლს, სუფთა სამოსს, ცხელ საკვებსა და სიყვარულს სთავაზობდა.”
ის მთელი ძალით ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, ცდილობდა არ დაეცილებინა და-ძმა. ბიოლოგიურ მშობლებს ცხოვრები წესის შეცვლაში ეხმარებოდა, რათა მათ ბავშვების დაბრუნება შეძლებოდათ.
სასტუმრო ოთახის კედელზე მას ყოველი მის მიერ აღზრდილი ბავშვის ფოტო უკიდია.
ლინდა ჰერინდის ხუთმა ბიოლოგიურმა შვილმა და სამმა შვილიშვილმა მისი საქმიანობა განაგრძეს და ბავშვები იშვილეს.
“ყველა მათგანი ისე მიყვარს როგორც საკუთარი შვილები” – ამბობს ლინდა
2019 წელს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მან თავისი საქმიანობა შეწყვიტა. ხოლო ამ კვირაში ის ჯონსონის ოლქის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საპატიო ჯილდოთი დააჯილდოვეს!