ტესტები
ფსიქოლოგიური ტესტი. შეგიძლიათ თუ არა კოდების გატეხვა მიზნების მისაღწევად
ფსიქოლოგიური ტესტები ძალიან მომწონს, რადგან განტვირთვაში და გადართვაში მეხმარება. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ყოველდღე უსასრულო ინფორმაციულ ნაკადში ვიმყოფებით. არადა უბრალოდ ადამიანური დასვენება ძალიან გვინდა. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს თქვენი აზროვნების ტიპის დასადგენად.
ტესტი აზროვნების ტიპის დასადგენად
ძველი გამოცდილი სქემით ვმოქმედებთ. სურათს შეხედეთ და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად. თქვენი პასუხი განსაზღვრავს, რა ტიპის აზროვნება გაქვთ და რას ამბობს იგი.
ტესტის გაშიფვრა
1. თუ პირველად პეპლის ფრთები დაინახეთ, გილოცავთ. დამოუკიდებელი აზროვნება გაქვთ და შინაგან ხმას ყოველთვის უსმენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანები საზოგადოების აზრის გარეშე ვერაფერს წყვეტენ. ეს თქვენი ამბავი არაა.
მიზნებს ისახავთ და ნაბიჯ–ნაბიჯ მათ მისაღწევად წინ მიდიხართ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, პრობლემის მოგვარების გზები და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავალი შეგიძლიათ იპოვოთ. ადამიან–პეპელას წარუმატებლობა არ აშინებს და მზადაა გარისკოს, თუ ეს საჭიროა.
ხშირად ასეთი ადამიანი მისაბაძი მაგალითი ხდება. კარგი ლიდერია და სხვების მართვა შეუძლია. უწოდებენ პიონერს, რომელიც გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად ლახავს. მის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.
2. თუ პირველად გასაღები დაინახეთ, ალბათ, ანალიტიკური გონება გაქვთ. რეალისტი ხართ და თქვენთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსე და ცარიელია. თუ პრობლემის მოგვარება გჭირდებათ, ემოციებს არ აჰყვებით, არამედ რაციონალურად იმსჯელებთ.
სამსახურის და ლოგიკის, პრაქტიკულობის და კრეატივის ერთმანეთთან დაკავშირება შეგიძლიათ. სხვები თქვენთან თანამშრომლობით ნამდვილ სიამოვნებას იღებს. თქვენი აზროვნების ტიპი გეხმარებათ, რომ პრობლემის მოგვარებას შემოქმედებითად მიუდგეთ. მიზნების მისაღწევად ინოვაციურ ალტერნატიულ გზებს პოულობთ.
ადამიან–გასაღებს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ერთ–ერთი მათგანია შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები. რესურსების ეფექტურად მართვა შეგიძლიათ, რაც სასურველი შედეგის მოკლე დროში მიღწევაში გეხმარებათ. შეგიძლიათ ნებისმიერ პრობლემას შეხედოთ და მიხვდეთ, როგორ გაამარტივოთ ისე, რომ სწრაფად მოაგვაროთ.
ტესტი აზროვნების ტიპზე: ადამიანი–საპარსი პირი
3. თუ სურათზე პირველად საპარსი პირი დაინახეთ, ზუსტად იცით, რა გსურთ ამ ცხოვრებიდან. თქვენი მიზნების და ამბიციების მხოლოდ შეიძლება შეგვშურდეს. ნებისმიერ რთულ მომენტს და პრობლემას ისე სწრაფად აგვარებთ, თითქოს კაკალს ტეხავთ. დაბრკოლებები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, თქვენთვის არაფერია.
გასაკვირი არაა, რომ ხალხს იზიდავთ. თქვენთან ურთიერთობა რთულია, რადგან მომთხოვნი ხართ და გსურთ, რომ სხვებმა თქვენი მოლოდინები გაამართლონ. თუ ვინმემ თქვენი გული მოიგო, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ არასდროს უღალატებთ.
არ არსებობს კარი, რომელსაც ვერ გააღებთ. თქვენზე ამბობენ, „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო“, რადგან მოქმედებების სტრუქტურირება და მკაფიოდ განსაზღვრულ გზაზე მოძრაობა შეგიძლიათ. ეს შესანიშნავი უნარია, რომელიც არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლოა.