Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტები შიშისა და სასოწარკვეთის ბორკილებს მოგაშორებთ

თითოეულ ჩვენგანს შფოთვის გარკვეული დონე აქვს. ცუდი ფიქრების მოსაშორებლად საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტებს გთავაზობთ. ზოგჯერ რამდენიმე წუთი საკმარისია, რომ ამოისუნთქოთ და სტრესი შეამციროთ.

ფსიქოლოგიური ტესტები პასუხებით

ზემოთ მოცემულ სურათს სწრაფად შეხედეთ და დაიმახსოვრეთ პირველი რამ, რაც თავში გაიფიქრეთ.  გაშიფვრა წაიკითხეთ.

თუ ხელებაწეულ მამაკაცს ხედავთ, სავარაუდოდ, ბოლო დროს ძილი გაკლიათ. საკუთარ სხეულს ყურადღება მიაქციეთ.ზეთით მსუბუქი მასაჟი კარგი იდეაა. სახის ნიღაბი გაიკეთეთ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდეთ და დამშვიდდეთ.

თუ პირველი, რაც დაინახეთ, მხიარულ მოცეკვავე ქალებს წააგავს, ყველაფერი რიგზეა. თავს კარგად გრძნობთ, ნებისმიერ მოვლენას სწრაფად ეგუებით. შესაშური ფსიქიკა გაქვთ. სხვებს თქვენი პოზიტიური ენერგია და ემოციები გაუზიარეთ. ახლა ეს ჭირდებათ და თქვენკენ, როგორც ძლიერი პიროვნებისკენ, ილტვიან.

შიშველი ქალის გამოსახულება უბრალოდ არ ჩნდება. თუ პირველად სწორედ ეს დაინახეთ, სავარაუდოდ, ზრუნვა, კომფორტი და უსაფრთხოების გრძნობა გაკლიათ. ეცადეთ, რომ კომფორტული ცხოვრება მოიწყოთ იქ, სადაც ახლა ხართ. სახლი დაალაგეთ, თეთრეული გამოცვალეთ. საცხოვრებელი სასიამოვნო არომატებით გაავსეთ.

ფრინველებს შეხედეთ და შეამოწმეთ, შეძლებთ ამ სურათის მუსიკალური აკომპანემენტი წარმოიდგინოთ. მუსიკა თქვენს ყურებში უნდა ისმოდეს. რა გესმით, როცა სურათს ხედავთ?

თუ სწრაფად წარმოიდგინეთ მუსიკა გადაცემიდან „ცხოველთა სამყაროში“, გილოცავთ. მდიდარი წარმოსახვა და სტაბილური ფსიქიკა სირთულეებთან გამკლავებაში გეხმარებათ. თუ ნაცნობი მოტივი არ გაგახსენდათ, გამოდის, გადაღლილი ხართ. საყვარელი გემრიელი კერძი მიირთვით, დაიძინეთ, რამდენიმე საათით არაფერი გააკეთოთ. ორგანიზმს გადატვირთვა სჭირდება, რომ წყობას სწრაფად დაუბრუნდეს და მომავალი ბედნიერი მომავლისთვის იშრომოს.

მარტივი ტესტი ქვეცნობიერთან მისასვლელად

ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით. არ დაფიქრდეთ და გვიპასუხეთ, რა დაინახეთ პირველად.

შეყვარებულები, რომელიც თქვენმა ქვეცნობიერმა საერთო სურათიდან გამოკვეთა, ამბობს, რომ ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე პიროვნება ხართ. თუ ცხოვრება ლიმონს გაძლევთ, მისგან ლიმონათს აკეთებთ. დანებება არ გახასიათებთ, თუ რაღაც არ გამოდის. ისევ და ისევ ცდილობთ, რომ საჭირო შედეგს მიაღწიოთ. ნებისმიერ გამოცდას ღირსეულად აბარებთ. მალე ძალიან წარმატებული გახდებით.

გამოხატულ სახეს მგრძნობიარე და ძალიან ეჭვიანი ადამიანები ხედავენ. გამოუსწორებელი მეოცნებე ხართ, შემოქმედებასა და ხელოვნებაზე გიჟდებით. წარმატების მისაღწევად გული არ უნდა გაიტეხოთ, მხიარული განწყობა შეინარჩუნოთ და არ იდარდოთ.

იდუმალ ქალის ფორმას, რომელიც გაცოცხლებულ ქვას ჰგავს, ამჩნევს ის, ვინც ცოდნისკენ მიისწრაფვის. ტვინი ახალი წიგნებით და ლოგიკური ამოცანებით, საინტერესო გადაცემებით, საინტერესო ხალხთან ურთიერთობით გამოკვებეთ. ეს თქვენი ბედნიერების და კეთილდღეობის საიდუმლოა.

გახსოვდეთ, თუ რაღაც გაღიზიანებთ ან გაბრაზებთ, რაღაც გემრიელი თქვენს განწყობას სწრაფად შეცვლის და დაგეხმარებათ. თუ სირცხვილს და დანაშაულს გრძნობთ, დაძინება სცადეთ, განახლებული და სულ სხვა მდგომარეობაში გაიღვიძებთ. თუ საკუთარ თავს რაღაცის გამო კიცხავთ და ზიზღს გრძნობთ, შხაპი მიიღეთ. თუ სულს დარდი, სევდა ჭამს, ბუნებაში, პარკში გაისეირნეთ. ასე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად დასრულდება.

Advertisement